x
მეტი
  • 09.02.2023
  • სტატია:125545
  • ვიდეო:355969
  • სურათი:498450
„ჩავდივარ მოსკოვში, ჟურნალისტი ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ინტერვიუს მთხოვს“ - ლალი მოროშკინა
image

.

ლალი მოროშკინა ქსენია სობჩაკის საქართველოდან წასვლის შემდეგ გამოქვეყნებულ შეფასებებს ეხმაურება და მის პოზიციას ამართლებს. ქართული საზოგადოება აღაშფოითა ქსენიას წერილმა, სადაც ის წერდა, რომ ნაწყენია რადგან თბილისში რუსეთის საწინააღმდეგო ბევრი წარწერაა და არ დაეთანხმა იმას, რომ რუსებს ბარში შესასვლელად ვიზის აღება უწევთ, ასევე „დიდება უკრაინას“ ფურცელზე ხელი უნდა მოეწერათ... ქსენია სობჩაკი ასევე წერს, რომ ქართველ ჟურნალისტებს რუსეთის წინააღმდეგ კომენტარი არ მისცა, ამას უარყოფითად აფასებენ სოციალურ ქსელში. თუმცა, ლალი მაროშკინა მის ამ ქმედებას ამართლებს და იხსენებს, რომ არც თვითონ არ ისაუბრებდა მიშას დროს საქართველოზე ცუდს რუს ჟურნალისტებთან, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულად ფიქრობდა.

.


გთავაზობთ ლალი მოროშნინას პოსტს:

.

„რა საოცარი უნარი გვაქვს ყველაფერი გავაუკუღმართოთ.
ახლა წარმოიდგინეთ, მე რომელიც ჩავდივარ მოსკოვში წინაპრების საფლავებზე,
პატივს მივაგებ დიდ ბაბუას, რომელიც ლომონოსოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამაარსებელი იყო, ყვავილები მიმაქვს ონკოლოგიურ კლინიკაში, ბიძაჩემის სახელობის ფონდში, სადაც ილია მოროშკინი მთავარი ექიმი გახლდათ და ქართველებს ოპერაციას უფასოდ უკეთებდა, ვსტუმრობ ზურაბ წერეთელს და მის შესანიშნავ დედა-ენის ძეგლს, ვეფერები მეგობრებს "სახინკლის" ქსელიდან, სადაც განუმეორებელი "ბრავო-მეტეხი" მეგულება, ვეჭორავები დიდი ხნის უნახავ სოსო პავლიაშვილს და სხვა გულითად მეგობრებს, რომელთა დაუღალავი შრომით უდგია სული ბევრ ოჯახს საქართველოში,
და აი ამ დროს ვიღაც რუსი მეუბნება: "Дайте интервью против Грузии"-ასე იყო მიშას დროს, მაგრამ არც მაშინ, მთავრობაზე განაწყენებულს არ მიფიქრია ჩემი სამშობლო მეძაგებინა!
.
როგორ აყევით ბინძურ თამაშს?
სამშობლო ერთია და მას მოფერება უნდა, რუსი ხარ, ფრანგი, უკრაინელი თუ მაპუტუს მკვიდრი!
სტუმარი კი ყოველთვის ღვისაა!
ჯამი- ჭურჭელია! - წერს მოროშკინა.
.

ქსენია სობჩაკი კი გასულ კვირას წერდა:

.
„თბილისში ორდღიანმა მივლინებამ ბევრი შთაბეჭდილება დამიტოვა.
.
ჯერ ერთი, ძალიან მიყვარს საქართველო. პარლამენტთან მამაჩემის ძეგლი დგას. მან პირველმა თქვა სიმართლე 1989 წელს სსრკ-ში თბილისში განვითარებულ მოვლენებზე. ამ ადგილთან კავშირს ვგრძნობ. აქ ცხოვრობენ ჩემი მეგობრები და მათგან ბევრი წავიდა 24 თებერვლის შემდეგ.
.
რა მომეწონა: მთაში იოგას ვაკეთებდი, პირველად ვნახე „ლიფტი ფულისთვის“ - როცა ლიფტის გასასვლელად მონეტის გადაყრა გჭირდებათ და აი, ჩემი საყვარელი სასტუმრო ლამაზი ინტერიერით...
.
რა მეწყინა: ბევრი შეურაცხმყოფელი წარწერა რუსეთზე და ბევრი ჟურნალისტის სურვილი, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ განცხადება თქვენი ქვეყნის შესახებ. ჩემს შეხედულებებს არ ვმალავ, მაგრამ სამშობლოს „ექსპორტისთვის“ გაკიცხვა ჩემი არ არის. ამაში რაღაც არასწორია. მე არავის არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ ასე ვგრძნობ თავს.
.
ბარში რუსებისთვის ვიზებია, მე „იმედები გავუცრუე“ მეპატრონეს, რომ არ მინდოდა ხელი მომეწერა ფურცელზე წარწერით „დიდება უკრაინას“.
.
სამწუხაროდ, ყველას არ ესმის, რომ მილიტარიზმისა და ძალადობის წინააღმდეგი, არ ნიშნავს შენთვის უცხო სახელმწიფოს განდიდების სურვილს. მაშინაც კი, თუ მართლა თანაუგრძნობთ მწუხარებას და დანაკარგს.
.
მოკლედ, თბილისი ლამაზია, მაგრამ ხალხი ყველგან ხალხია. ბევრს უნდა დაყოფა მეგობრებად და მტრებად, ვინც წავიდა და ვინც დარჩა და ა.შ. ეს არ არის ჩემთვის ახლობელი, მაგრამ აქ ბევრი თანამოაზრე გავიცანი და ესეც გამამხნევებელია“, - წერს ქსიუშა სობჩაკი.
.
1
719
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
719
  
2022, 21 სექტემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1