საქართველო
"შვილო კაი ნასუქი მღდვლების ბინები დაილია?"- რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი
2022, 20 სექტემბერი, 19:36
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ერთ - ერთი ფილიალზე თავდასხმის ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჩვეული ირონიით ეხმაურება და წერს:
"რა გინდათ შვილო ბანკში და თან მძევლებით, განსაკუთრებით მძიმე მუხლს რომ იკიდებთ. აქვე, ყოველი ფეხის ნაბიჯზე კაი ნასუქი მღდვლების ბინები დაილია?"- ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 სექტემბერს, თავდამსხმელი ქუთაისში, "საქართველოს ბანკის"ერთ - ერთ ფილიალში შეიჭრა და მძევლად 12 ადამიანი აიყვანა. პოლიციის თქმით, სამართალდამცავები მძევლების უსაფრთხოდ გასათავისუფლებლად ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ. ცოტა ხნის წინ ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც ჩავიდა. გამტაცებელი 2 მლნ დოლარს ითხოვს.