x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
„ვაშაძემ შეგვიყვანოს ევროკავშირში, იქნებ გზა იცის, ჩვენ მხარ-თეძოზე წამოვწვებით და მწვადს შევწვავთ“ - ალეკო ელისაშვილი

image


პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ევრორეკომენდაციების შესრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს და „ლელოს“ არ სურს, საქართველოს ევროკავშირში შევიდეს. ამის შესახებ ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

'

„იმ ხალხმა გვითხრა, გინდათ ევროკავშირი? დასხედით, 12 პუნქტზე ერთად იმუშავეთო. მე ვარ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, სადაც არის ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფში. ამ სამუშაო ჯგუფში ვარ და ძალიან კარგად მიდის მუშაობა. სხვებზე ვერ ვიტყვი. მოლოდინი, რა თქმა უნდა, მქონდა, რომ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ძალიან ტაატით და ჭრიალით წავიდოდა ეს ამბავი, მაგრამ ეგ არის. უნდა დაჯდე და იმუშაო. სადაც პრობლემაა, უნდა იბრძოლო, სადაც სამუშაოა უნდა იმუშაო, მაგრამ ზოგს უბრალოდ მუშაობა ეზარება. რას ნიშნავს აზრი არ აქვს?! შეგვიყვანოს ევროკავშირში ვაშაძემ იქნებ რამე სხვა გზა იცის, წამოვწვებით ჩვენ მხარ-თეძოზე და შევწვავთ მწვადს. რას ნიშნავს ფარსია და არ ვმონაწილეობ, მაშინ გვითხარი რა არ არის ფარსი, მაშინ გვითხარი როგორ გახდება საქართველო ევროკავშირის კანდიდატი. იმ სამუშაო ჯგუფში, რომ დასხდნენ და იმუშაონ რა მოხდება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0