x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დაწერეთ განცხადებები და დატოვეთ ეს სამარცხვინო სტრუქტურა...." - ვის მიმართავს შალვა ნათელაშვილი

image


გუშინ, "ტვ პირველის" ეთრში გასული "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის ბრიფინგზე, ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს საჯაროდ მიმართა და ყველა მათგანს დაკავებული თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, ამერიკასა და ევროპაში მათ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სუსი ოფიცილურად გაუქმდება. უცვლელად გთავაზობთ ფრაგმენტს "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის გუშინდელი ბრიფინგიდან:


"ხელისუფლების შეცვლისთანავე, ეს სტრუქტურა ერთხელ და სამუდამოდ იქნება გაუქმებული ქართული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სივრციდან. მანამდე მოვუწოდებ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყველა თანამშრომელს – ხელმძღვანელობიდან დამლაგებლებამდე: დაწერეთ განცხადებები და დატოვეთ ეს სამარცხვინო სტრუქტურა ერთ თვეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თქვენგანის მიმართ ევროპასა და ამერიკაში დაწესდება სავიზო, დიპლომატიური და საფინანსო სანქციები"


შალვა ნათელაშვილი ასევე "ნოდარ მელაძის შაბათის" სკანდალურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლითაც დგინდება, რომ სუს-ი ოპოზიცის ლიდერების შეხვედრებს იწერს, ხელისუფლების ოპონენტებს იწერს და პარტიებში აგენტები ჰყავს ჩანერგილი.


ოლიგარქ ივანიშვილის დანაშაულებრივი სიძლიერე, მისი ორგანიზებული კრიმინალური სტრუქტურები, მისი ხელისუფლება დგას სუს-ზე, რომელიც ივანიშვილის პირადი უშიშროებაა." - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.





0
121
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
121