სხვა რა ხდება აქ? - 3 ფოტოს ისტორია (ნაწილი II) 2022, 19 სექტემბერი, 11:34 პორტატული გასახდელი კაბინები 1938 წელი ზაფხულის ცხელ დღეს სანაპიროზე სასიამოვნო ცურვას და გაგრილებას არაფერი სჯობს. სამწუხაროდ, ისეც ხდება ხოლმე, რომ პლაჟები ძალიან დატვირთულია. გასახდელებში დიდი ალბათობით რიგია, ხოლო ისეთებში, რომლებშიც რიგი არ არის, პლაჟიდან საკმაოდ მოშორებულია. ამ ორმა ქალმა როგორც ხედავთ ნიუ-იორკის კონი აილენდიდან, იპოვეს გამოსავალი: პორტატული კაბინები. ეს პორტატული კაბა-კაბინა, იყო მსუბუქი და ადვილად მოსახმარი, რაც საშუალებას აძლევდა ნებისმიერს, გამოეცვალა სამოსი სრული კონფიდენციალურობის დაცვით. ნეილონის წინდების დეფიციტი 1940-იან წლებში მე-20 საუკუნეში ქალის ქვედა სამოსის დამოკლებასთან ერთად, იზრდებოდა მოთხოვნა ქალის წინდებზე. 1920-იან და 1930-იან წლებში წინდები ჩვეულებრივ მზადდებოდა აბრეშუმისგან ან ვისკოზისგან. თუმცა, 1940-იანი წლების დასაწყისისთვის ნეილონის წინდები უფრო პოპულარული გახდა. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო, ნეილონის დეფიციტი შეიქმნა, რადგან მისი წარმოებამ სამხედროებისკენ გადაინაცვლა, ქალებმა გამოსავალს მიაგნეს: იღებავდნენ ფეხებს ისე, რომ წინდების იმიტაცია შექმნილიყო, ეს ტენდენცია სხვათა შორის ომის შემდეგაც გაგრძელდა. მორისონის თავშესაფარი მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთს ხშირად განიცდიდა გერმანელების მხრიდან დაბომბვას და საჰაერო თავდასხმებს. ამ თავდასხმების უმეტესობა ღამით ხდებოდა, რის გამოც ბევრი ადამიანისთვის სახიფათო იყო საკუთარ საწოლში ძილი. მორისონის ბომბების საწინააღმდეგო თავშესაფარი იყო იყო 6 ფუტი 6 ინჩი სიგრძით, 4 ფუტი სიგანე და 2 ფუტი 6 ინჩი სიმაღლე. მას ჰერბერტ მორისონის სახელი უწოდეს, რომელიც იმ დროს ბრიტანეთის შიდა უსაფრთხოების მდივანი იყო. მორისონის თავშესაფრები უფასოდ გადაეცა იმ ოჯახებს, რომელთა ერთობლივი წლიური შემოსავალი 400 ფუნტზე ნაკლები იყო. იხილეთ აგრეთვე– 1. ენი ედსონ ტეილორი და მისი მოგზაურობა ნიაგარას ჩანჩქერზე ენი ედსონ ტეილორი გეგმავდა გამდიდრებულიყო ერთადერთი გამორჩეული პიარ ტრიუკით . იგი აპირებდა კასრით გასეირნებას ნიაგარას ჩანჩქერზე საკუთარ დაბადების დღეზე (1901 წლის 24 ოქტომბერი). მას ჰქონდა სპეციალურად მისთვის დამზადებული წყალგაუმტარი, მსუბუქი კასრი. კასრის ტესტირებ... მოხუცთა თავშესაფარი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა ნახევრად შიშველი სტრიპტიზატორის მოწვევის გამო, რომელიც ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული პენსიონერების გასართობად დაიქირავეს ტაივანში მოსავლის ფესტივალის აღსანიშნავად. ტაოიუანის ვეტერანთა სახლმა, ქალაქ ტაოიუანის სახელმწიფო თავშესაფარმა გადამდგარი სამხედრო... – ჩემი ცოლი იფიცება, რომ ერთხელ, როცა ძილის წინ ვკითხულობდი, ჩამეძინა და ძაილში ვუთხარი: ვხედავ, რომ ფოთლების გარეშე მოხვედი. როგორც გავიგო ეს შენი ხუმრობა?! - Zkv. "ერთხელ ვცადე ჩავხუტებოდი ჩემს ქმარს, როცა მას ეძინა. მან მიბიძგა და მითხრა: "დამანებე თავი, ცოლიანი ვარ!" მან მაშინ ბევრი ქულა დაიმსახურა ჩ... ძმები ლაზიშვილების მათი სახელი გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მთელს საქართველოში ყველამ იცოდა. ფართო მოხმარების საქონლის წარმოების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეფე ოთარ ლაზიშვილი გახლდათ. მას ზურგსუკან "ჩანთების მგელს" უწოდებდნენ, რადგან მან სწორედ ავოსკების(ბადისებრი სასურსათო ჩანთა) წარმოე... 541 2-ს მოსწონს
|