x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"1 კვ. მეტრზე "იმ ხალხის” რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ” - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI)-ის ახალი კვლევის შედეგებს ეხმაურება და წერს:


"NdI-ის კვლევის მიხედვით მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხულთაგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 13%, ხოლო კარგად 84%. გამოკითხულებს შორის ოპოზიციის მხარდამჭერების 75% მთავრობის საქმიანობაზე ამბობს, რომ ცუდია, 20% კი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს.


აჰა, ჩემი თუ არ გჯერათ, რომ 1 კვ. მეტრზე “იმ ხალხის” რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ." - ვკითხულობთ "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლედერის, ირაკლი ოქრუაშვილის პოსტში.


ცნობისთვის, ივლისს - აგვისტოში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული "NDI" - ის კვლევის თანახმად, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, მის ინტერესს არც ერთი პარტია არ გამოხატავს.


საზოგაოდებაში ოპტიმისტური განწყობა არც ქვეყნის ინტერესების დაცვის კუთხით შეინიშნება, დიდი ნაწილის აზრით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც ოპოზიცია და არც მმართველი პარტია არ მოქმედებს.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, რომელიც საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება.



0
155
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
155