სხვა სამხრეთ კორეის შოკისმომგვრელი თავისებურებები, რომლებიც ყველა ტურისტს საგონებელში აგდებს 2022, 16 სექტემბერი, 23:10
2010 წელს სამხრეთ კორეის დედაქალაქმა, 10 - მილიონიანმა სეულმა "საუკეთესო დიზაინის მქონე დედაქალაქის" საპატიო წოდება დაიმსახურა. ეს ულამაზესი ქალაქი, რომლის ასაკიც ორნახევარ ათას წელს უახლოვდება, მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან ტურისტებს მაგნიტივით იზიდავს. თავად კორეელები - საოცარი ხალხი არიან, რომლებმაც გლობალიზაციის მიუხედავად, მაინც მრავალი უნიკალური ტრადიციის შენარჩუნება შეძლეს, თუმცა ევროპელ ტურისტებს მათი უმეტესობა შეიძლება მეტისმეტად სპეციფიკურადაც კი მოეჩვენოთ. წარმოგიდგენთ სამხრეთ კორეის უჩვეულო თავისებურებებს, რომლებიც ამ ქვეყნის განურჩევლად ყველა სტუმარს კულტურულ შოკში აგდებს.1. ტუალეტის თემა სამხრეთ კორეაში განსაკუთრებით პოპულარულია
სამხრეთ კორეაში, ტუალეტის თემაზე, სასაცილო ხუმრობებს შეგიძლიათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გადააწყდეთ. დეფეკაციის პროცესი იქ იმდენად სასაცილოდ ითვლება, რომ მას ღია ცის ქვეშ მდებარე უაღრესად საინტერესო ინსტალაციებითა და რეალისტური ქანდაკებებით აღჭურვილი მთელი პარკიც კი ეთმობა, ასევე საკონდიტროებშიც ხშირად შეხვდებით ამ უცნაური ფორმის ორცხობილებსა და ტკბილეულს, ხოლო სუვენირების მაღაზიები ამ თემას უკიდეგანო ფანტაზიის სივრცეებს უხსნის. ადგილობრივებს ამ თემის ასეთი გაფეტიშება არც შოკში აგდებთ და არც აღაშფოთებთ. იქ ამით უბრალოდ ყველა ხალისობს.2. მეგობრული ჩახუტებაევროპა, საზოგადოებრივ ადგილებში წყვილების მხრიდან გამოხატული სითბოსა თუ ალერსის მიმართ უკვე დიდი ხანია რაც გულგრილია, ხოლო თუკი ამას ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლები აკეთებენ, შესაბამისად, ისინი უკვე არატრადიციულ წყვილად აღიქმებიან. სამხრეთ კორეაში, ამასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული მიდგომა არსებობს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის ერთმანეთის მიმართ ალერსის გამოხატვა უხამსობათ აღიქმება, მაშინ როდესაც ერთი სქესის მქონე ადამიანების ხელიხელჩაკიდებული სიარული, ერთმანეთის მუხლებზე ჯდომა ან ერთმანეთისთვის ნაზად თმის გასწორება - საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ფორმად ან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამოვლინებად სულაც არ ითვლება.3. პლასტიკურმა ქირურგიამ მთელი სამხრეთ კორეა მოიცვადღეს, სამხრეთ კორეა ერთ სულ მოსახლეზე პლასტიკური ოპერაციების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. ქვეყანაში კარგი პლასტიკური ქირურგების რიცხვი იმდენად დიდია, რომ მათთან კონსულტაციაზე ადგილობრივების გარდა, უცხოელი ტურისტებიც კი ჩადიან. გარდა ამისა, კორეაში პლასტიკურ ოპერაციებზე ფასი ევროპასთან და ამერიკასთან შედარებით გაცილებით დაბალია, რის გამოც წლიდან წლამდე ქვეყანაში ეს ბიზნესი სულ უფრო და უფრო ვითარდება და ახალ მწვერვალებს იპყროს. სამხრეთ კორეაში ერთ - ერთ ყველაზე გავრცელებულ ოპერაციად ქუთუთოების პლასტიკა ანუ - ბლეფაროპლასტიკა ითვლება. "ევროპული" თვალის ჭრილზე მეოცნებე ყველა სამხრეთ კორეელი განურჩევლად სქესისა აღნიშნულ ქირურგიულ კორექციას დაუფიქრებლად იკეთებს.4. მოტელები ხორციელი სიამოვნებისთვისამ ქვეყანაში ღირსეული ოჯახის ახლგაზრდა წარმომადგენლის მხრიდან პარტნიორისადმი საზოგადოებრივ ადგილებში საკუთარი სათუთი გრძნობების გამოხატვა დაუშვებლად ითვლება. ოჯახებში მშობელთა კონტროლიც ასევე უჩვეულოდ მკაცრია. ვერაფერს გააწყობ - ასეთია ხარკი საუკუნოვანი ტრადიციებისადმი გაღებული, თუმცა კორეელებმა პურიტანული ტრადიციების, თანამედროვე ემანსიპაციასთან შეთავსების საკმაოდ ეშმაკური გზა იპოვეს, კერძოდ კი, ახალგაზრდა წყვილები მოძალებული სექსუალური ვნებების დასაცხრობად ევროპის მსგავსად, არა უახლოესს პარკებს სტუმრობენ, არამედ მინი - მოტელებს, რომლებიც სამხრეთ კორეაში საკმაოდ მრავლადაა.5. K-Pop მუსიკაK-Pop - ასე უწოდებენ კორეულ პოპ - მუსიკას. მას საკმაოდ ბევრი სპეციფიკური მახასიათებელი გააჩნია და საკმაოდ დიდი პოპულარობით არა მხოლოდ სამხრეთ კორეაში, არამედ აზიის სხვა ქვეყნებშიც სარგებლობს. ამ მუსიკალურ ჟანრში მოღვაწე ჯგუფები, ძირითადად, 16-დან 24 წლამდე ასაკის რამდენიმე ბიჭისგან და გოგონასგან შედგება. K-Pop-ის ჟანრის მუსიკალური კომპოზიციები ძირითადად, რიტმ-ენდ-ბლუზის, ჰიპ - ჰოპისა და ელექტრო პოპის ელემენტებს აერთინებს, ტექსტები კი, როგორც წესი არა კორეულ, არამედ ინგლისურ ენაზე ჟღერს. K-Pop - ის თაყვანისმცემელთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ის შეიძლება საერთაშორისო ახალგაზრდულ სუბკულტურადაც კი ჩაითვალოს.6. აჯუმააჯუმა - ასე უწოდებენ სამხრეთ კორეაში ხანდაზმულ ქალბატონებს. კორეული კულტურის ერთ – ერთი განსაკუთრებული თვისება მოხუცების მიმართ საზოგადოების უმცროსი წევრების უაღრესად მოკრძალებული დამოკიდებულებაა. ხანდაზმული ქალბატონები ასაკთან ერთად საოცრად მაღალ სტატუსს იძენენ, რომლის წყალობითაც ყველაფრის გაკეთების უფლება ენიჭებათ, რითიც სისტემატურად სარგებლობენ კიდეც, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი, სადაც ყველა ვალდებულია მათ ადგილი დაუთმოს. ისინი საკუთარ მოვალეობად თვლიან ასაკით პატარა, ყველა ახალგაზრდას ხმამაღალი შენიშვნა მისცენ, ხოლო თუკი მათ თავხედობა ეყოფათ და მათ რჩევებს არ გაითვლისწინებენ, აჯუმას თავისუფლად შეუძლია მათ შეაფურთხოს კიდეც, და ამის ვერც გაპროტესტებასა და ვერც აღშფოთებას ვერავინ გაბედავს.7. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებასამხრეთ კორეაში ამ ბოროტებას ნამდვილად აქვს ციკლოპური მასშტაბები - ქვეყანა ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მოხმარებით მოწინავე პოზიციებს იკავებს. სამუშაო დღის ბოლოს, სამხრეთ კორეის ქუჩები ნასვამი ადამიანებით, პრაქტიკულად ყოველთვის სავსეა, თუმცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კორეელები წესიერად იქცევიან, აქ ჩხუბი იშვიათი მოვლენაა. კორეული "კორპორატიული კულტურის" თანახმად, თუ ხელმძღვანელი ქვეშევრდომს სამუშაოს დასრულების შემდეგ დასალევად დაპატიჟებს, უარის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელია. ასე რომ, "ახალწვეულებს" სმა ჯერ ძალით უწევთ, შემდეგ კი უკვე საკუთარი დაუოკებელი სურვილით.
8. კორეული ახალგაზრდული ტრენდი - ერთნაირი სამოსითუკი ევროპაში ერთნაირ სამოსში გამოწყობილი ადამიანების შეხვედრა სრულ ფიასკოს უტოლდება, სამხრეთ კორეაში ეს პოპულარულ ტრენდად ითვლება. ახალგაზრდები განგებ ცდილობენ ტყუპებივით, ერთნაიარად ჩაიცვან. სწორედ ამ უჩვეულო ხერხით ახდენენ ისინი გარშემომყოფებისთვის იმის დემონსტრირებას, რომ ისინი კარგი მეგობრები არიან. მაღაზიის მფლობელებმა ამ მოდური ტრენდის შესახებ ბრწყინვალედ იციან და თავიანთ ერთგულ მომხმარებლებს ერთნაირი კოსტიუმების შერჩევაშიც ყველანაირად ეხმარებიან.9. რესტორნიდან კვების მიწოდების უსწრაფესი სერვისითითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში სხვადასხვა საკვების მიწოდების სერვისი იდეალურად მუშაობს, მაგრამ სამხრეთ კორეაში ის ვირტუოზულ დონემდეა აყვანილი. მომხმარებელი წესიერად შეკვეთის გაფორმებსაც კი ვერ ასწრებს, რომ კარებზე უკვე კურიერის მიერ შეკვეთილი საკვებია მიტანილი, რაც შეეხება ჭურჭელს, მას როგორც წესი, შემკვეთი ტრაპეზის შემდეგ იქვე, საკუთარ კართან ტოვებს, რის შემდეგაც, კურიერი თავად მიდის და გასარეცხი თეფშები უკანვე მიაქვს.10. ულტრამოკლე ქვედაბოლოებიმინი - ქვედაბოლოს სიგრძით დღეს უკვე ვეღარავის გააკვირვებ, თუმცა სამხრეთ კორეელებს ეს მაინც შესანიშნავად გამოსდით. მოდას აყოლილი ქალბატონების ქვედატანი როგორც წესი, იმდენად მოკლეა რომ კიბეზე ჩასვლისას სხეულის ინტიმური ნაწილის დაფარვა, მათ ხან ჩანთის, ხანაც - გაზეთის საშუალებით უწევთ, რათა გამვლელები მეტისმეტად არ ააღელვონ, მაგრამ თუკი გოგონა საკმაოდ მოკრძალებული დეკოლტის ჩაცმას გადაწყვეტს, გამკიცხავ მზერასა და შეურაცხმყოფელ შენიშვნებს ის თავს ვერ დააღწევს, ხოლო თუ მას არ გაუმართლებს და შემთხვევით აჯუმას (სამხრეთ კორეაში მოხუცებული ქალის სტატუსი, რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ) რომელიმე წარმომადგენელს გადაეყრება, ის არა მხოლოდ უკანასკნელი სიტყვებით გაილანძღება, არამედ ფურთხის ღირსიც გახდება.1882 შეფასება არ არის |