x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“ვაი, სირცხვილო” - რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI)-ის ახალი კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ თუ გაგახსენებთ, რომ სწორედ ამერიკული ე.წ აირაი და ენდიაი დგანან 30 წელია გაყალბებული არჩევნების სათავეებთან. მათ დაადასტურეს, გაათეთრეს და გაალეგიტიმურეს ყველა გაყალბებული არჩევნები საქართველოში 1995 წლიდან. განსაკუთრებით ალერგია აქვთ ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ— 68 პროცენტი რომ გვქონდა რეიტინგი მაშინაც მაქსიმუმ ერთ პროცენტს გვიწერდნენ.


დღესაც მორიგი პასკვილი გამოაცხო ენდიაიმ სადაც ლეიბორისტული პარტია ნახსენებიც არაა, სამაგიეროდ მცირე მაგრამ თურმე რაღაც კატეგორია თავის იდეებთან ახლოს მდგომად მიიჩნევს ანაბრების ქურდ ჩხარტიშვილის შექმნილ ე.წ აღმაშენებელს და ახალგაზრდების თვალთ–დამთხრელი გახარიას პარტიას.


ვაი სირცხვილო. სწორედ თქვენ ქმნით და ხელს უწყობთ ანტიამერიკულ განწყობებს მოსახლეობაში და სწორედ ამით სარგებლოს რუსი ოლიგარქის რეჟიმი როდესაც თავზე გამხობთ ყველაფერს, რომელსაც სხვათა შორის ასევე გაუთეთრეთ ამ ათი წლის მანძილზე ყველა ურცხვად გაყალბებული არჩევნები და რომლის შეტევებისგან ბოლოს მაინც ჩვენი დასაცავი ხდებით. აი ასე ნადგურდება ქვეყნის მომავალი და ამგვარად იფლანგება მეგობარი ამერიკელი ხალხისგან აკრეფილი გადასახადები განკუთვნილი ჩვენს დასახმარებლად." - ვკითხულობთ ქვეყნის პირველი ლეიბორისტის, შალვა ნათელაშვილის პოსტში.


ცნობისთვის, ივლისს - აგვისტოში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული "NDI" - ის კვლევის თანახმად, რომელიც მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, მის ინტერესს არც ერთი პარტია არ გამოხატავს.


image


საზოგაოდებაში ოპტიმისტური განწყობა არც ქვეყნის ინტერესების დაცვის კუთხით შეინიშნება, დიდი ნაწილის აზრით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც ოპოზიცია და არც მმართველი პარტია არ მოქმედებს.


image


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, რომელიც საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება.







0
773
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
773