შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციის მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტებს გამოეხმაურა კოალიცია `ქართული ოცნების` ლიდერი. ბიძინა ივანიშვილი გამოქვეყნებულ ვიდეომასალას გამოგონილს უწოდებს და აცხადებს, რომ მათ იდეოლოგიაში არავის მოსყიდვა არ შედის.
`ეს იგეგმებოდა, ამბობდნენ კიდეც, რომ აქვთ რაღაცები. აბსოლუტურად მოგონილია ყველაფერი, არ ყოფილა ჩვენს იდეოლოგიაში, რომ ვინმეს მოსყიდვაზე გვეზრუნა და ეს არის სიცრუე. ძმისშვილი თუ ნებისმიერი ნათესავი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ეს უნდა ყოფილიყო ცენტრიდან წამოსული და ეს არ ყოფილა და ეს უნდა ყოფილიყო იდეოლოგია, მსგავსი არ ყოფილა და არ არსებობს, ეს არის მათი მოგონილი და არც არავის აღარ სჯერა მაგათი. უკან დაუბრუნდებათ ეს სიცრუე და ხალხი კიდევ უფრო აღშფოთდება, `- განაცხადა ივანიშვილმა.