x
image
ანარქია
Mediator image
პრეზიდენტის კომენტარი

imageშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოპერატიულ მასალასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა მასალაში აღბეჭდილ ერთ-ერთ პირზე, ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატზე ალეკო ტაბატაძეზე ისაუბრა, რომელიც წარსულში პოლიციის მაღალჩინოსანი იყო. მისი თქმით, მან რამდენჯერმე მოხსნა ტაბატაძე სხვადასხვა თანამდებობიდან, რადგან ის იყო ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ნარკოტიკების ბაზარს თბილისში წლების განმავლობაში.
`ეხლა ეს კაცი დაბრუნებულა აქ, აღმოჩენილა საპარლამენტო სიაში და მთელი ეს ხანი აგროვებდა სიბინძურეებს, ` განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსიც გაიხსენა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სისასტიკით და კრიმინალური წარსულით.
`დღეს ეს კაცი გამოვიდა რომელიღაც პოლიტიკური პარტიის სახელით და დაგმო ძალადობა. ეს ძველი ელემენტები, რომლებიც აწამებდნენ და რყვნიდნენ მთელ თაობას, დაბრუნდნენ და ეს ფაქტებია, რომელსაც ვერ გაექცევი. არის ხალხი, რომლის პოლიტიკაში ყოფნაც არ შეიძლება, ` განაცხადა პრეზიდენტმა.

0
65
4-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0