კახეთი ჯამში რამდენი ადამიანი დაინფიცირდა და გარდაიცვალა კოვიდით დედოფლისწყაროში - სტატისტიკა 2022, 16 სექტემბერი, 18:05 . 2020 - 2022 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 7 874 კოვიდ პაციენტი დაფიქსირდა. მათ შორის 2020 წელს - 667, 2021 წელს - 3874, ხოლო 2022 წელს დღეის მდგომარეობით დაფიქსირებულია 3 334 დადასტურებული შემთხვევა.
.
როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, წელს მეტნაკლებად სტაბილური ვითარება იყო, თუმცა მდგომარეობა აგვისტოს თვიდან გამწვავდა. სწორედ აგვისტოში დაფიქსირდა დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი მატება.
.
„განსაკუთრებით შემთხვევების მატება აღინიშნება მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან. ივლისში იყო 115 დადასტურებული შემთხვევა, აგვისტოში _ 320, სექტემბერში 14 სექტემბრის მონაცემებით უკვე 152 კოვიდ პაციენტია დაფიქსირებული. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრ შემთხვევაში, როდესაც დაავადება მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად, მოსახლეობა არ იტარებს კოვიდ ტესტირებას და ოფიციალური დაფიქსირების გარეშე, ბინაზე მკურნალობს. ჩვენთან ვირუსის შტამის განსაზღვრა არ ხდება. ზოგადად ქვეყანაში ომიკრონია უფრო გავრცელებული, “ _ განუცხადა დედოფლისწყაროს ტელევიზიას მთავარმა ეპიდემიოლოგმა ლალი ალადაშვილმა.
.
ჩვენ დედოფლისწყაროში კოვიდ ვირუსით გარდაცვლილთა ჯამური სტატისტიკითაც დავინტერესდით. ოფიციალური მონაცემებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ გარდაცვლილია სულ 81 პირი. მათ შორის 2020 წელს -12 ადამიანი, 2021-ში _ 50 მოქალაქე, ხოლო 2022 წელს -19 პაციენტი.
.
გარდაცვლილი პაციენტების დიდი ნაწილი ახალგაზრდა იყო, ხოლო მათი აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელი. უდროოდ, 46 წლის ასაკში კოვიდგართულებით გარდაიცვალა დედოფლისწყაროს ეპისკოპოსი დიმიტრიც.
16 შეფასება არ არის
|