x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
თამარ ბაღაშვილმა დაადასტურა, რომელ არხზე გამოჩნდება - ფოტო
image


მთავარი არხიდან წასული ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი მუშაობას „ფორმულაზე“ გააგრძელებს. ის რომ ბაღაშვილი ფორმულას ეთერში გამოჩნდება, ამ ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ავრცელებს. ბაღაშვილი ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილთან ერთად „შაბათის ფორმულას“ სტუდიაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ქაშიაშვილი ამ გადაცემის ავტორი და წამყვანია. რა ფუნქცია ექნება ფორმულას ეთერში თამარ ბაღაშვილს და ხომ არ გახდება ის ქაშიაშვილის მეწყვილე, ამის შესახებ დეტალები ჯერ არ კონკრეტდება, თუმცა, სავარაუდოდ, ახალი გადაცემის ანონსი ფორმულას ეთერში მალე გამოჩნდება.

.

შეგახსენებთ: თამარ ბაღაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი“ რამდენიმე კვირის წინ დატოვა, თუმცა ტელევიზიიდან წასვლის მზეზებზე არ უსაუბრია.


.

ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ კარგად იცის, რატომ დატოვა ბაღაშვილმა მთავარი არხი. მისივე თქმით, ბაღაშვილი სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერია და მას სულაც არ ჭირდება არხის ხელმძღვანელების მითითება კრიტიკული მუშაობისთვის, თუმცა როგორც კილაძე ყვება, მას არ ეძლეოდა პირდაპირ ეთერში ყველა შეკითხვის თამამად დასმის შესაძლებლობა. თუმცა, ელისო კილაძის შეფასებით, ღირსეული საქციელია, როცა ბაღაშვილმა არხიდან წასვლის მიზეზებზე ღიად არ ისაუბრა.

.

არხიდან წამოსვლის დროს ბაღაშვილმა მხოლოდ მოკლე სტატუსი დაწერა:

.

„ასეა და სხვა დეტალებს, რატომ, რა მოხდა და ა.შ არ დავწერ ჯერ, ან საერთოდ არ დავწერ, არ ვიცი) მაგრამ, რაც ზუსტად ვიცი, ყოველთვის, ყველგან და ყველა სიტუაციაში, აუცილებლად ვიქნები ის "ბაღო", ვინც ბევრს ასე ძალიან გიყვართ და ბევრსაც ასე ძალიან არ გიყვართ) რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! და რა თქმა უნდა #თავისუფლებანიკას !!!, “ - წერდა ბაღაშვილი.

.

1
1082
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
1082
  
2022, 14 სექტემბერი, 23:44
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1