x
image
არჩილ ვერულიძე
ჰათორი - ეგვიპტური ქალღმერთი, რომელმაც თითქმის გაანადგურა კაცობრიობა

image
ჯერ კიდევ საიდუმლო რჩება, თუ როგორ აღზევდნენ ძველი ეგვიპტე და შუმერია წარსულში. ამ ორი ქვეყნის ცივილიზაციები ხშირად ასოცირდება ლეგენდებთან კოსმოსიდან მოსულ ღვთაებრივი ძალების მქონე არსებებთან.

მაგრამ ერთმა ასეთმა არსებამ კინაღამ გაანადგურა კაცობრიობა. ქალღმერთ ჰათორს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ზეცისა და სიცოცხლის ქალღმერთი, თაყვანს სცემდნენ ნუბიაში, სემიტურ მცირე აზიაში, ეთიოპიასა და ლიბიაში.
image

ჰათორი ხშირად შეუმჩნეველი რჩება თანამედროვე დროში. ბევრს სმენია ისიდას, ჰორუსის დედის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ ჰათორი ითვლებოდა პირველ ქალღმერთად, რომლისგანაც ყველა დანარჩენი წარმოიშვნენ. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალღმერთი ძველ ეგვიპტეში და პოპულარული იყო როგორც სამეფო ოჯახის წევრებში, ასევე უბრალო ხალხში. მას თაყვანს სცემდნენ რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში, ძველი ეგვიპტური რელიგიის დასაწყისიდან (დაახლოებით ძვ. წ. 4000 წ.) მის დასასრულამდე (დაახლოებით 500 წ.).

ნარმერის პალიტრაზე გამოსახული ძროხისთავიანი ქალღმერთი პრედინასტიურია და ითვლება, რომ ეს არის სწორედ ჰათორი. მითის მიხედვით, ჰათორი იყო ზეცის ქალღმერთი ქალღმერთ ნუიტთან ერთად. მათ უკავშირებდნენ ირმის ნახტომს, მიაჩნდათ რომ ეს იყო ზეციური ძროხის ჯიქნიდან მომდინარე რძე.
image
ჰათორი ასოცირებული იყო ვენერასთან, დილის ვარსკვლავთან და რომაელთა ქალღმერთთან. ბერძნები მას უკავშირებდნენ სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს. ყველაზე ხშირად მას გამოსახავდნენ როგორც ძროხას ან ქალს ძროხის რქებით ან ყურებით. იგი მჭიდრო კავშირშია პირველყოფილ ღვთაებრივ ძროხასთან მეხეთ-ვერეთთან, ცის ქალღმერთთან, რომლის სახელი ნიშნავს "დიდ წყალდიდობას, " მიიჩნეოდა რომ სწორედ იგი იწვევდა მდინარე ნილოსის ადიდებას, რომელიც ანაყოფიერებდა მიწას.

მეცნიერმა ჯერალდინ ჰარისმა განაცხადა: „ჰათორი იყო ოქროსთმიანი ქალღმერთი, რომელიც ეხმარებოდა ქალებს მშობიარობაში, მკვდრების გაცოცხლებაში და კოსმოსის განახლებაში. ამ რთულ ღვთაებას შეეძლო შემოქმედი ღმერთის დედის, ცოლის ქალიშვილის ფუნქციები შეესრულებინა. ბევრი მცირე ქალღმერთი ატარებდა ჰათორის „სახელს“ მისი კონტრასტული სასიკეთო და დესტრუქციული ასპექტებით. ყველაზე ხშირად მას გამოსახავდნენ ლამაზ ქალად, რომელსაც აქვს წითელი მზის დისკი ძროხის რქებს შორის.
image
მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში იგი იქცა სიკეთისა და სიყვარულის უმაღლეს განსახიერებად, თავდაპირველად ის ფაქტიურად სისხლისმსმელი ღვთაება იყო, რომელიც კაცობრიობას მოევლინა, რათა ცოდვებისთვის დაესაჯა იგი.

მითი ზეციური ძროხის შესახებ

image
მითი ზეციური ძროხის შესახებ, რომელიც მოგვითხრობს კაცობრიობის გარდაუვალ განადგურებაზე, პირველად აღმოაჩინეს ტუტანხამონის ოთხი მოოქროვილი სალოცავის გარე ნაწილში, მაგრამ დაუმთავრებელი სახით.

თუმცა, ტექსტის სამი დასრულებული ვერსია ნაპოვნია სეტი I-ის, რამზეს I-ისა და რამზეს II-ის სამარხებში. ტექსტი არის სამეფო დაკრძალვის კომპოზიციების ახალი სამეფოს კორპუსის ნაწილი, მაგრამ დაწერილია შუა ეგვიპტურ ენაზე (კლასიკური ეგვიპტურის საწყისი ფორმა) და მის უკან არსებული იდეები შეიძლება აღმოჩნდეს ძველი სამეფოს პირამიდის ტექსტებში.

ისტორია იწყება მითიურ წარსულში, ეგვიპტის ისტორიის გარიჟრაჟზე, როდესაც მზის ღმერთი "რა" მართავდა ქვეყანას. მზის ღმერთი ძალიან მოხუცი იყო და მისმა მოკვდავმა ქვეშევრდომებმა შეთქმულება მოაწყვეს, აჯანყდნენ მისი მმართველობის წინააღმდეგ.

"რამ" ფარულად მოიწვია თავისი საბჭო: ღმერთები შუ, ტეფნუტი, გები, ნუნი და პირველყოფილი „დედები და მამები“, რომლებიც მასთან იყვნენ სამყაროს შექმნამდე. მან ასევე გამოიძახა თავისი "თვალი", მისი ღვთაებრივი ძალის ცეცხლოვანი გამოვლინება და გაემგზავრა თავის საბჭოსთან ერთად, რათა განეხილა რა უნდა გაეკეთებინა ხალხის მეამბოხე გულებისთვის.

ღმერთების საბჭომ ჰორუსს შესთავაზა გაეგზავნა თავისი თვალი დედამიწაზე ქალღმერთ ჰათორის სახით, რათა შური იძია თავხედ ადამიანებზე. თავისი ძალით მას შეეძლო მეამბოხეების განადგურება.
image
უძველესი ისტორიის ენციკლოპედიის მიხედვით, სწორედ ამ დროს მთლიანად შეიცვალა დედა ქალღმერთი, ეს დაკავშირებულია იმასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა იყოს მსოფლიო ისტორიაში.

„რა ნანობს თავის გადაწყვეტილებას და შეიმუშავებს გეგმას, რათა შეაჩეროს სეხმეტის სისხლისმღვრლობა. ის უბრძანებს ტენენეტს, ლუდის ეგვიპტურ ქალღმერთს, მოამზადოს განსაკუთრებით ძლიერი სასმელი, შემდეგ კი ბრძანებს ლუდის წითლად შეღებვას და დენდერაში მიტანას. ამ დროისთვის სეხმეტი შეპყრობილია სისხლის წყურვილით და როცა სისხლივით წითელ ლუდს იპოვის, სწრაფად აიღებს მას და დალევას იწყებს.
image
იგი თვრება, იძინებს, ხოლო იღვიძებს კეთილგანწყობილი ჰათორის სახით. კაცობრიობა გადაურჩა განადგურებას, ხოლო მათი ჯალათი გახდა მათი უდიდესი კეთილისმყოფელი. ტრანსფორმაციის შემდეგ ჰათორი დედამიწის შვილებს მხოლოდ ლამაზი და სასარგებლო საჩუქრებით აჯილდოვებდა. და ისეთი მაღალი სტატუსი შეიძინა, რომ ეგვიპტის ყველა შემდგომი ქალღმერთი ჰათორის ფორმებად შეიძლება ჩაითვალოს.

ის იყო პირველყოფილი დედა ქალღმერთი, ცის, მზის, მთვარის, სოფლის მეურნეობის, ნაყოფიერების, აღმოსავლეთის, დასავლეთის, ტენიანობის და მშობიარობის ღვთაება.

გარდა ამისა, ის ასოცირდებოდა სიხარულთან, მუსიკასთან, სიყვარულთან, დედობასთან, ცეკვასთან, სასმელთან და, უპირველეს ყოვლისა, მადლიერებასთან.

ლეგენდის დასასრულს "რა" სამუდამოდ ტოვებს მიწიერ სამყაროს, ამაღლდება ზეცად. ცა შეიქმნა ზეციური ძროხის სახით, ქალღმერთ ნუტის გამოვლინებად და მას სხვა ღმერთები შეუერთდნენ, მოკვდავი სამყაროსგან გამოყოფის შემდეგ. მომდევნო თაობებში ადამიანი ფარაონი გახდა - ის, ვინც შუამავალი იყო მოკვდავთა სამყაროსა და ღმერთების სამეფოს შორის."

ჰათორის ისტორია ფუნდამენტურია ძველი ეგვიპტის რწმენისთვის. ქალღმერთმა, რომელიც წარმოადგენს თავად ირმის ნახტომს, თითქმის გაანადგურა კაცობრიობა, მაგრამ შემდეგ გადაიქცა სიხარულის, კეთილდღეობისა და ზეიმის საყვარელ მფარველად.











1
1024
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
1024
  
2022, 13 სექტემბერი, 22:54
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1