რელიგია განსხვავება ისლამსა და ქრისტიანობას შორის 2020, 5 ოქტომბერი, 1:52
ორი უდიდესი მსოფლიო რელიგია ისლამი და ქრისტიანობაა. ჩვენს სამყაროში მათ უამრავი ადამიანი აღიარებს. ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც ისლამი და ქრისტიანობა ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაარსებობდნენ, მაგრამ ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ამ რელიგიების წარმომადგენლები ერთმანეთთან გრძელ და სისხლიან ომებს აწარმოებდნენ.
ქრისტიანობა ყველაზე დიდ რელიგიად ითვლება დედამიწაზე. მას დაახლოებით 2, 1 მილიარდი ადამიანი აღიარებს. ისლამი მსოფლიოში სიდიდით მეორე რელიგიაა. მისი მიმდევრების რაოდენობა დაახლოებით 1, 5 მილიარდ ადამიანს შეადგენს. ორივე რელიგიას ბევრი საერთო აქვს, მაგრამ მათ შორის არსებობს სეროზული განსხვავებებიც ძირითად საკითხებში. ქრისტიანობისა და ისლამის წარმოშობა ისლამის საფუძველი დამორჩილებაა. იგი ეფუძნება წინასწარმეტყველ მუჰამედის სწავლებებს. იგი თავის მოწაფეებსა და მიმდევრებში ქადაგებდა ალაჰის ნების დაცვას და ამ კოდექსით ცხოვრებას სიცოცხლის ბოლომდე. ისლამი წარმოადგენს მონოთეისტურ რელიგიურ ტრადიციას. იგი შუა აღმოსავლეთში დაახლოებით მე -VII საუკუნეში წარმოიშვა. ისლამის მიმდევრებს მუსლიმებს უწოდებენ. ისინი თავიანთ ცხოვრებას ისლამის მიერ მოცემული კოდექსების შესაბამისად წარმართავენ. ქრისტიანობა ისლამზე ადრე გაჩნდა, დაახლოებით 2 ათასი წლის წინ. ის იესო ქრისტეს სწავლებებით დაიწყო. ძველი წერილების თანახმად, იგი ქალწული მარიამისა და წმინდა სულისგან დაიბადა. ამიტომ, ქრისტიანები თვლიან, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა. ქრისტიანებს ასევე სწამთ წმინდა სამების, რომლის ერთ-ერთი პიროვნებაა იესო ქრისტე - ძე ღმერთი, როგორც მამა ღმერთის განსახიერება. ქრისტეს მიმდევრებს ქრისტიანებს უწოდებენ. ისინი ცხოვრობენ იესოს სწავლებების შესაბამისად. მაგრამ ისლამსა და ქრისტიანობას, მიუხედავად ისტორიული და ტრადიციული კავშირებისა, სერიოზული განსხვავებები აქვთ თეოლოგიაში. ორ რელიგიას შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება მდგომარეობს ფუნდამენტურ შეხედულებებში იესოს ბუნების, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ქრისტიანობაში ითვლება, რომ ქრისტე ჯვარცმულ იქნა და იგი ჯვარზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ქრისტიანების თქმით, იესო მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს. მათ სწამთ წმინდა სამების, რომელიც შედგება მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმინდისგან. მუსლიმები არ ეთანხმებიან იმას, რომ იესო ჯვარზე გარდაიცვალა. მათ სჯერათ, რომ მისი ზეცაში ამაღლება მოხდა ღვთის ნების შესაბამისად, და რომ ბოლო ჟამს მოხდება მისი დაბრუნება დედამიწაზე. განსხვავებები წმინდა წერილებში ისლამი და ქრისტიანობა განსხვავდებიან თავიანთი წმინდა წერილებით. მუსლიმთა მთავარი წმინდა წიგნი ყურანია. ქრისტიანებისთვის ასეთი წიგნი ბიბლიაა. მასში ნათქვამია იესო ქრისტეს ცხოვრებასა და საქმეებზე. ყურანი, თავის მხრივ, ეძღვნება წინასწარმეტყველ მუჰამედსა და ალაჰის სხვა მრავალრიცხოვან მაცნეებს. და ასეთ მაცნეებს შორის ნახსენებია იესოც. მუსლიმთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სახარება შეცვლილია მრავალი მწიგნობრის მიერ. ქრისტიანები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ყურანი, შეთხზული, გამოგონილი წერილია. ისლამი და ქრისტიანობა აბრაამული რელიგიებია. მათ აბრაამისგან საერთო წარმოშობა აქვთ. ბიბლიისა და ყურანის წმინდა წიგნებში არის ჩანაწერები, რომლებიც არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგალითად, ისლამი ამბობს, რომ ისმაელი აბრაამის უფროსი ვაჟი იყო. ამავე დროს, ქრისტიანები დარწმუნებულნი არიან, რომ ისააკი აბრაამის საყვარელი შვილი გახლდათ. ისლამში იესო ითვლება ადამიანურ წინასწარმეტყველად და არა ღმერთად. ისლამის მიმდევრებს სწამთ ალაჰის (ღმერთის), როგორც სამყაროს ერთადერთი შემოქმედის, ღვთისმშობლისა და ძის მონაწილეობის გარეშე. ქრისტიანებისთვის იესო ღვთის ძეა, ის არ არის უბრალო მოკვდავი, არამედ ღვთაებაა.
ღმერთი ერთია, მაგრამ მასთან მისასვლელი გზები სხვადასხვაა ამ რელიგიის მორწმუნეების თაყვანისცემის ადგილები ასევე განსხვავებულია. მუსლიმები ლოცულობენ ალაჰთან მეჩეთებში. ქრისტიანებს უფრო მეტი ასეთი ადგილი აქვთ - ეკლესიები, სამლოცველოები, საკათედრო ტაძრები, ბაზილიკები. ბიბლიის შესწავლა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ შენობაში, რომელსაც მორწმუნეები ირჩევენ თავიანთი შეხედულებისამებრ. გარკვეული მსგავსების მიუხედავად, ეს არის სრულიად განსხვავებული რელიგიები, რომელთა განსხვავება აშკარაა. ეს გამოიხატება მათი რწმენით, თაყვანისმცემლობის წესებით და წმინდა წერილებით. მართალია, ერთი შეხედვით, ორივე რელიგიის წარმომადგენლებს სწამთ ერთი ღმერთის, მაგრამ ეს მისკენ მიმავალი ორი განსხვავებული გზაა. მუსლიმებს ეზიზღებათ ისინი, ვინც ამბობს: «იესო - ღვთის ძე» ეს ორი რწმენა უბრალოდ არ შეიძლება იყოს ერთგვარი. მუსლიმებს არ ესმით, თუ როგორ შეიძლება ღმერთის სამი არსი იყოს ერთიანი. მუსლიმებისათვის ალაჰი მარტოა, ის არ იყო არც მამა და არც შვილი. ისლამში ალაჰი - დამსჯელი არსებაა, ის სჯის მათ, ვინც არ იწამა მისი. ამავე დროს, მას შეუძლია გზას ააცდინოს ნებისმიერი, თავისი სურვილისამებრ. მისი განგებით სრულდება როგორც კარგი საქმეები, ასევე ცუდიც. ქრისტიანთა ღმერთი არ აცდუნებს თავის ქვეშევრდომებს ბოროტებით. მისი ყველა გზა სამართლიანია. ქრისტიანული ღმერთი მოწყალე და სულგრძელია. მას არ სურს ცოდვილთა სიკვდილი, მაგრამ სურს, რომ ცოდვილი მართალ, ჭეშმარიტ გზას დაადგეს. მას უნდა, რომ კაცობრიობა გადარჩეს და ჭეშმარიტებას მიაღწიოს. ქრისტიანებს სჯერათ, რომ იესომ ჯვარზე გარდაცვალებით გამოისყიდა ადამიანთა ცოდვები. ეს მას განასხვავებს მუსლიმი მიწიერი წინასწარმეტყველისგან - იესოსგან. ღვითსმშობელი მარიამი კი მუსლიმებისათვის მხოლოდ ერთი წინასწარმეტყველთაგანია. მათ სწამთ მუჰამედის სიტყვების, რომელიც ღვთისმშობელ მარიამს, წინასწარმეტყველ მოსეს დად მიიჩნევს. ამიტომ, მათთვის ის არ არის ღვთისმშობელი, მუსლიმთა აზრით მარიამი გარდაიცვალა ქრისტეს დაბადებამდე 1500 წლით ადრე. ქრისტიანობაში, ზეცაში ამაღლების შემდეგ, იესო ქრისტე ზის მამის მარჯვნივ და მართავს სამყაროს. მაჰმადიანი იესო ღმერთს არ უტოლდება. გარდაცვალების შემდეგ იგი უბრალოდ ქვედა ცაზე ამაღლდა. ისლამში მუჰამედი იესოზე გაცილებით მაღლა დგას. ქრისტიანობაში არსებობს საიდუმლოებები, რომელთაგან ერთ–ერთი ნათლობაა. მათი საშუალებით მორწმუნე ღმერთს უახლოვდება. ისლამში ნათლობა და სხვა საიდუმლოებები მიტოვებულ იქნა, რომელთაც მათი ეშმაკისგან დაცვა შეეძლო. ქრისტიანთა აზრით, მუსლიმები თავიანთ ცოდვებში რჩებიან და უარყოფენ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას ღვთის სამეფოსკენ. 967 7-ს მოსწონს |
რელიგია მშვიდობას უნდა ემსახურებოდეს-ასეთია ჩემი აზრი.