რელიგია ეს ველური შუა საუკუნეები: 5 ყველაზე უზნეო პაპი რომის ისტორიაში 2020, 29 სექტემბერი, 23:13
არაფერია უფრო საშიში, ვიდრე ძალაუფლების მქონე სულელი. ისტორიაში ასობით თუ არა ათობით შეშლილი მონარქი დარჩა, რომლებიც აბსოლუტურმა ძალაუფლებამ არაადამიანურად გარყვნა. მაგრამ რა შეიძლება ითქვეს მონარქებზე, თუ შუა საუკუნეების ზოგიერთმა პონთიფიკოსმა ისეთის უფლება მისცა საკუთარ თავს, რომ საუკუნეების შემდეგ ძნელია ამის დაჯერება.
პაპი სტეფანე VI: 896-897 სტეფანე მე-VI ტახტზე ავიდა ბონიფაციუს VI- ის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც პაპად მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში იყო, ხოლო მისი წინამორბედი ფორმოზუსი გახლდათ, რომელიც იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა. ფორმოზუსი ეწინააღმდეგებოდა კეთილშობილური ოჯახების გავლენას ეკლესიაზე და, კერძოდ, ჩაგრავდა გვიდონიდების ოჯახს, რომელსაც სტეფანე განეკუთვნებოდა. უთანხმოება, როგორც ჩანს, უკიდურესად მწვავე იყო, რადგან ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ სტეფანემ ბრძანა ფორმოზუსის სხეულის ექსჰუმაცია და სასამართლოს წინაშე წარდგენა. ჟან-პოლ ლორანის ნახატი "პაპი ფორმოზუსი და სტეფანე VI", 1870 წ. ნახევრად გახრწნილი გვამი საზეიმო ტანსაცმელში გამოაწყვეს, დასვეს ტახტზე და დაკითხეს. სტეფანესთვის ლაპარაკობდა დიაკვანი, რომელიც ტახტის უკან იმალებოდა. შედეგად, ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საეკლესიო წესებისა და ფიცის დარღვევაში, მისი ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა ძალადაკარგულად გამოცხადდა. სტეფანემ სხეულზე წყველა წარმოთქვა და სამი თითი მოჰკვეთა, რომლებითაც პირჯვარის გადაწერა ხდებოდა. სერგიუს III: 904-911 კორონაციიდან (პაპის კორონაციის ცერემონია) სერგიუს III-მ დაახრჩო თავისი ორი წინამორბედი - ქრისტოფორე და ლეო V. მაგრამ სახელი გაითქვა არა ამ საქციელით. სერგიუსი პორნოკრატიის პერიოდის პირველი პაპი გახდა (სიტყვასიტყვით - "მეძავების ძალაუფლება") როდესაც პონთიფიკოსზე გავლენას ახდენდა მეძავის რეპუტაციის მქონე ორი ქალი. თავისუფალ დროს სერგიუსი 15 წლის მაროზიასთან ერთობოდა, დედამისი თეოდორა კი პაპის საგანძურის მცველად დანიშნა. ამ ორი მეძავის მაროზიასა და თეოდორას გავლენა მათ სილამაზესა და სიმდიდრეს ემყარებოდა. ისინი თავიანთ ყველაზე თავგამოდებულ საყვარლებს პაპის ტიარებით ასაჩუქრებდნენ. ამის შედეგად წმინდა საყდარი დაიკავეს მაროზიას უკანონო შვილმა და შვილიშვილმა. "დედამიწაზე წმინდა პეტრეს გამგებლების იშვიათი გენეალოგია “, - წერდა ინგლისელი ისტორიკოსი ედუარდ გიბონი. იოანე XII: 955-963 პორნოკრატია დასრულდა მაროზიას შვილიშვილის, იოანე XII- ის გარდაცვალებით. იგი ტახტზე 18 წლის ასაკში ავიდა და რვა წლის განმავლობაში მმართველობდა, მან უფრო მეტი ყურადღება გაამახვილა ქალებზე, ვიდრე პოლიტიკაზე. ისტორიამ არ იცის მასზე უფრო ამორალური პონთიფიკოსი. ამბობდნენ, რომ იოანემ ლატერანის ბაზილიკა ბორდლად აქცია და წმინდა პეტრეს ტაძარში გოგონებს აუპატიურებდა. კამათლების თამაშისას პაპი წარმართ ღმერთებზე ლოცულობდა, ხოლო სიმთვრალისას სატანას სადიდებელ სადღეგრძელოებს წარმოთქვამდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის სექსის დროს გარდაიცვალა ინსულტისგან. სხვისი თქმით, იგი მისი ერთ-ერთი საყვარლის შეურაცხყოფილმა ქმარმა სასიკვდილოდ სცემა. პაპ იოანე XII- ის სიკვდილი, ფრანკო ჩეზატის ილუსტრაცია ბენედიქტე IX: 1032-1044, 1045, 1047-1048 უნდა ითქვას, რომ ბენედიქტე მე-IX ბოროტად არ სარგებლობდა თავისი პირდაპირი მოვალეობებით. კერძოდ, მან გამართა რამდენიმე საბჭო ეპისკოპოსებს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად.მაგრამ მან ასევე ჩაიდინა უპრეცედენტო ცოდვა - გაყიდა წმინდა საყდარი. ისტორიაში ერთადერთი პაპი, რომელიც სამჯერ გახდა იძულებული დაეტოვებინა თანამდებობა 1044 წელს, მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი დამარცხდა რომის ხელისუფლებისთვის შეიარაღებულ ბრძოლაში. მაგრამ მალე სიტუაცია შეიცვალა და ბენედიქტე ტახტზე დაბრუნდა. მართალია, ერთი თვის შემდეგ მან ეს ტიტული თავის ნათლიას მიჰყიდა. ამბობენ, რომ ეს ბიძაშვილზე ქორწინების გამო გააკეთა. ორი წლის შემდეგ იგი კვლავ პაპი გახდა, საბოლოოდ კი განკვეთილ იქნა სიმონიისთვის (საეკლესიო თანამდებობების გაყიდვა), აგრეთვე მრავალი გაუპატიურების, ჰომოსექსუალიზმისა და ორგიებში მონაწილეობის გამო. ალექსანდრე VI: 1492-1503 ესპანელმა როდრიგო ბორჯიამ ინტრიგებით და მოსყიდვით გაიკვალა გზა იტალიელების მიერ ოკუპირებული წმინდა საყდრისკენ. პაპად გახდომის შემდეგ თავი გამოიჩინა, როგორც გამოცდილმა დიპლომატმა და ადმინისტრატორმა. ამავე დროს, იგი სულ მცირე შვიდი უკანონო შვილის მამა იყო, რომელთაც ეკლესიის შემოწირულობების ფულით უჭერდა მხარს. ერთ-ერთი ვარაუდით, ალექსანდრე ინტიმურ ურთიერთობაში იყო ქალიშვილ ლუკრეციასთან. თავის ბატონთან გაგზავნილ წერილში, ფერარას საჰერცოგოს ელჩმა, რომელიც ლუკრეციას განქორწინების საქმის სასამართლო პროცესს ესწრებოდა, აღნიშნა:"ლუკრეციას ქმარი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კითხვას, მართალია თუ არა პაპის მტკიცება იმის შესახებ, რომ იგი ვერ ასრულებს საქორწინო მოვალეობებს და რომ ქორწინება არსებითად ფიქტიურია. პირიქით, მეუღლესთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ პაპმა მაინც წაართვა მას ლუკრეცია, რათა თვითონ გამოეყენებინა იგი ”.
1372 12-ს მოსწონს
|