x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ირანში დედოფალ ელისაბედს საუკუნის უდიდეს დამნაშავეს უწოდებენ და ჰიტლერს ადარებენ
imageირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დედოფალს "კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კრიმინალი" უწოდა და ადოლფ ჰიტლერსაც კი შეადარა.


ახლა როდესაც დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს უმეტესობა გლოვობს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფიგურას ელისაბედ მეორეს, ირანის ავტორიტატული რეჟიმში აცხადებენ, რომ მონარქის გარდაცვალება "კარგი ამბავია მსოფლიოს ჩაგრული ხალხებისთვის" თან დასძინეს, რომ მისი მემკვიდრეობა "სავსეა დანაშაულებით, სასაძაგლით და ჭუჭყით".


მაგალითად, მსგავსმა ავტორიტარული რეჟიმების ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა გასულ კვირას სამეფო ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს . თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია დედოფლის გარდაცვალებაზე ან მეფე ჩარლზ III-ის ტახტზე ასვლაზე.ამ დროს კი სამთავრობო ტელეარხები ავრცელებენ ამაზრზენ ბრალდებებს დედოფლის მისამართით.


ირანის ტელევიზიის პირველი არხზე, თეირანის უნივერსიტეტის მეცნიერმა, ფოდ იზადიმ განაცხადა, რომ " მისი ტახტზე ყოფნის 70 წლის ფონზე, ალბათ ის უნდა იყოს შეყვანილი იმავე სიაში, სადაც ჰიტლერია.


გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ უნდა ვწუხდეთ, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა დაუსჯელად, და პასუხი არ აგო მართლმსაჯულების წინაშე საკუთარი დანაშაულებისათვის"


"დედოფალი არის ცნობილი იმპერიალისტი, კოლონიალისტი, სამხედრო დამნაშავე, მისი სახელით ხდება ბრიტანული არმიის აგრესია მთელ მსოფლიოში."


შეგახსენებთ, მანამდე ბრიტანეთის დედოფალს ავსტრალიელმა რესპუბლიკელებმა ბრიტანეთის დედოფალს "რასისტული იმპერიის ლიდერი" უწოდეს, რომელიც აგებულია სიცრუეზე.

2
443
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
443
  
2022, 13 სექტემბერი, 22:55
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 13 სექტემბერი, 17:19
პრინციპში მართალია,ნამდვილად იმპერიალისტი იყო ელიკო და ბევრი ცუდი არის ჩადენილი მისი სახელით,კარგიც აქვს გაკეთებული თავისთავად თავისი სამეფოსთვის. ბრინჯის "პერაშკზე" გაზრდილი ინდოელის ხარჯზე გულაობდა აწ გარდაცვლილი,ხოდა სწორი ნათქვამია. ამ ამბავში ცუდი ის არის,რომ ირანელები ამბობენ ამას,რომლებიც ასევე მჩაგვრელები იყვნენ. ამათზეა ნათქვამი,ყვავი ყვავს ეუბნეოდა,რა შავი ხარ შე დედა მ ო ტ * ნ უ ლ ო ო
0 1 2