ამოცანები ამ გამოცანების ამოხსნა, 100–დან მხოლოდ 1 ადამიანს შეუძლია! (პასუხები აქვს) 2022, 14 სექტემბერი, 16:16 I. ზედა სამკუთხედის 4 ნაწილი, 4 სხვადასხვა ფერად არის გაფერადებული. ის ფერების მიხედვით დაშალეს და გადააჯგუფეს. გადაჯგუფების შედეგად ახალი სამკუთხედი და ერთი ცარიელი უჯრა მიიღეს. კითხვა: საიდან და რატომ გაჩნდა თეთრი კვადრატი? II. ორმა მეგობარმა შეხვედრა გადაწყვიტა და ერთმანეთისკენ მოტოციკლეტებით გაემართნენ. ისინი, საწყისი პუნქტებიდან, ერთდროულად გამოვიდნენ და გეგმის მიხედვით, ერთმანეთს შუაგზაზე უნდა შეხვედროდნენ. თითოეული მათგანი 6 მილ/სთ. სიჩქარით მოძრაობს. ხოლო, მანძილი მათ სახლებს შორის, 36 მილია. ერთ მათგანს ფოსტის მტრედი ჰყავს, რომელიც სწორედ იმ დროს აფრინდა, როდესაც მეგობრებმა მოძრაობა დაიწყეს. მტრედი აქეთ–იქით, 18 მილ/სთ. სიჩქარით, იქამდე დაფრინავდა, ვიდრე მეგობრები ერთმანეთს არ შეხვდნენ. კითხვა: რამდენი მილი დაფარა მტრედმა, მთელი ამ ხნის მანძილზე?მინიშნება: სუპერ სიჩქარის მქონე მტრედი მყისიერად კრეფდა სიჩქარეს 0-დან 18-მდე და ასევე, მყისიერად ბრუნავს. III. შეეცადეთ დააკავშიროთ სურათზე მოცემული 9 წერტილი, 4 სწორი ხაზით. ამასთან, ისე, რომ ეკრანიდან თითი არ აიღოთ ან, გადმოხატვის შემთხვევაში, ფურცლიდან – ფანქარი. პასუხები: I. მწვანე სამკუთხედის ჰიპოტენუზის დახრილობის კუთხე, განსხვავდება წითელი სამკუთხედის ჰიპოტენუზის დახრილობის კუთხისგან. II. მეგობრებს 3 სთ. სჭირდებათ ერთმანეთთან შესახვედრად. თუ მტრედი 18 მილ/სთ სიჩქარით დაფრინავს, მაშინ, ის 54 მილს დაფარავს. III. არხის სხვა სიახლეები: * მარტივი ლოგიკური კითხვა, რომელიც უმრავლესობას აბნევს (პასუხი აქვს)* ღვინო და ლუდი – 12 ფაქტი იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი მხოლოდ მავნე კი არა, სასარგებლოც არის* ჰიტლერი ბერლინის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადებას აპირებდა* მეცნიერებმა 5 სიმღერა დაასახელეს, რომლიც ბედნიერების შეგრძნებას იწვევს* ჯანმრთელი კვება ჩაი, რომელიც ამცირებს ალცჰეიმერის და პარკინსონის განვითარების რისკს და არა მხოლოდ...* კატას 10 დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობის ხარჯების დაზოგვა შეუძლია* საწოლის თეთრეულის დაუთავება და მაღვიძარა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ეს და სხვა პრაქტიკული რჩევები* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს485 3-ს მოსწონს
|