x
image
თამილა გურაშვილი
რეპტილია,ორეული, თვითმარქვია: ელიზაბეტ II-ის სიკვდილმა გააძლიერა შეთქმულების თეორეტიკოსების კვლევა
image
მეფობის 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბრიტანეთის დედოფალი მრავალი შეთქმულების თეორიის საგანი გახდა.


ტახტზე 70 წელი დიდი დროა და გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ შეთქმულების თეორეტიკოსები არ შეეცდებიან თავიანთი აზრის გამოთქმას ამდენი წლის მეფობის პერიოდზე.


განახლებული ენერგიით, ისინი ახლა ეჭვობენ, რომ ელიზაბეტ II მონაწილეობდა ისტორიის ყველაზე მოულოდნელ შემობრუნებებში.


- შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე უდანაშაულო შეთქმულების თეორია, რომელშიც ელიზაბეტ II ჩანს, ასე ჟღერს: დედოფალი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და მისი ადგილი ორეულმა დაიკავა. თუმცა, ორეულის არსებობა ვიღას არ მიეწერება. დედოფლის შემთხვევაში, შეთქმულების თეორეტიკოსები თვლიან, რომ მისი ორეულის გამოჩენა მონარქიის შესანარჩუნებლად იყო საჭირო, როცა "ნამდვილი" დედოფალი გარდაიცვალა, როდესაც ვინძორის ოჯახი შეძრა უელსის პრინცის განქორწინებასთან დაკავშირებულმა სკანდალმა. იმ მომენტში მას ვერ გადაიყვანდნენ ტახტზე.




- ნაცისტური დედოფალი. ამ თეორიას მხარს უჭერს 1933 წლის ვიდეო, სადაც 6 წლის ელიზაბეტმა მხიარულად ასწია ხელი ნაცისტური მისალმების ნიშნად. ვიდეო 2015 წელს ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun-მა გამოაქვეყნა და მას შემდეგ ამ თეორიას საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც თვლიან, რომ ელიზაბეტ II მთელი ცხოვრება ფარულად მხარს უჭერდა ნაციზმის კულტს.


- შეთქმულების თეორეტიკოსები ასევე ამტკიცებენ, რომ მეფე გეორგ IV-ისა და ელიზაბეტ ბოუზ-ლიონის ქალიშვილი ინვალიდი დაიბადა, უფრო მეტი შვილის გაჩენა მშობლებს არ შეეძლოთ და ამიტომ, ჩვილობის ასაკში, მომავალი დედოფალი შეიცვალა სხვა ჩვილით, რათა, შეენარჩუნებინათ ძალაუფლების უწყვეტობა. გამოდის, ახლა სულ სხვა ქალი დაკრძალეს.


- ყველაზე მეტად ძნელად წარმოსადგენია: ელიზაბეტ II რეპტილიოდია.. ეს თეორია შექმნა ყოფილმა სპორტულმა კომენტატორმა, ადრე მწერალმა და ოკულტისტმა დევიდ აიკმა. მისი აზრით, ერთხელ დედამიწაზე ჰუმანოიდი ქვეწარმავლები მოვიდნენ და ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ხალხისა და უცხოპლანეტელის სიყვარულის ნაყოფია. მიუხედავად მთელი მისი დაუჯერებლობისა, ამ თეორიას ბევრი მიმდევარი ჰყავს.


- შეთქმულების თეორიებს გარდაცვლილი დედოფლის ნათესავებმაც ვერ აუარეს გვერდი. მაგალითად, პრინც ჰარის და მის მეუღლეს მეგან მარკლს რობოტებს ეძახიან. ამის მიზეზი იყო გადაცემა, რომლის აუდიტორიაში მსხდომი ჰარი და მარკლი უცნაურად იქცეოდნენ და მათი გამომეტყველება არ შეცვლილა მთელი გადაცემის მანძილზე. მართალია, მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი გადაცემის სტუმრები იყვნენ პრინცისა და მისი მეუღლის ნიღბებით, მაგრამ არაფერი შეიცვალა - კიდევ ერთი სასაცილო თეორია დაიბადა.

0
228
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0