x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138447
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
25 იაპონური უცნაურობა, რომელიც ყველა უცხოელს შოკში აგდებს

image


იაპონია, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვან ქვეყანას წარმოადგენს 127 მილიონი მოსახლით, ცათამბჯენებით, იმპერატორტა სასახლეებით, მთიანი ეროვნული პარკებითა და ათასობით ტაძრით. ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ იაპონია ჩვეულებრივი, თანამედროვე ქვეყანაა დიდი, ხალხმრავალი ქალაქებითა და საქმიან კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანებით.... მაგრამ "ამომავალი მზის" ქვეყნისა და მისი მოსახლეობის შესახებ გავრცელებული სახალისო, ზოგჯერ სასარგებლო და ხშირად მართლაც რომ გასაოცარი ფაქტების გაგების შემდეგ, იაპონია სულ უფრო მეტად იძენს ყველაზე უცნაური ქვეყნის სტატუსს უცხოელების თვალში.


image


იაპონია 6800-ზე მეტი კუნძულისგან შედგება, რომელთა საერთო ფართობიც 377915 კმ²-ს შეადგენს


image


იაპონიაში ხილი ძალიან ძვირი ღირს, მაგალითად, ერთი ვაშლი - ორი დოლარია, ბანანის ასხმა კი - ხუთი, ხოლო ხორცი და თევზი პირიქით, სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია, რაც სავარაუდოდ, ერთგვარი კომპენსაციაა ხილის საფასურზე


image


ანიმაციური იაპონური ფილმები და სატელევიზიო შოუები (ანუ ანიმე) მსოფლიო ანიმაციური გართობის 60%-ს შეადგენს, იაპონიაში ანიმაცია იმდენად წარმატებულია, რომ ქვეყანაში თითქმის 130 ხმისჩამწერი სკოლა ფუნქციონირებს


image


თოვლის კაცებს აქ მხოლოდ ორი თოვლის გუნდისგან აკეთებენ, რომელიც ტორსისგან და თავისგან შედგება


image


იაპონიის მოსახლეობის 21%-ს მოხუცები შეადგენენ, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 50 000-ზე მეტი ხანდაზმული ცხოვრობს


image


ცნობილია შემთხვევები, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ნებაყოფლობით გადადგნენ, მიზეზი - საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაა


image


პორნოგრაფია - პრესის ფურცლებთან ერთად თაროზე, როგორც წესი, ადგილი ჰენტაისაც ეთმობა. მას თინეიჯერებზეც კი უპრობლემოდ ჰყიდიან. ყველაზე მეტი გაყიდვები ჰენტაის იმ გამოცემებზე მოდის, სადაც ძალადობისა და სექსის სცენებში არასრულწლოვნები მონაწილეობენ, იაპონელებს ასეთი პრესის "კითხვა" საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ ერიდებათ


image


იაპონური მატარებელი ერთ-ერთი ყველაზე პუნქტუალურია მსოფლიოში: მათი საშუალო შეყოვნება 18 წამს შეადგენს!


image


იაპონელები დელფინის ხორცის ჭამას მიჩვეულები არიან. მათთვის მისი ხორცი ისეა როგორც ჩვენთვის - ხბოსი


image


კვადრატული საზამთრო იაპონელ ფერმერებს მათი მარტივად შენახვის მიზნით მოჰყავთ


image


იაპონია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ჯერ კიდევ ატარებს იმპერიის ტიტულს, თუმცა მხოლოდ ფორმალურად


image


სამუშაოსგან გადაღლილობა - იაპონიაში სიკვდილის ოფიციალურად აღიარებული მიზეზია. ყოველწლიურად მისგან 10 000 ადამიანი იღუპება


image



იაპონიაში შობადობა იმდენად დაბალია, რომ ზრდასრულთა ჰიგიენური საფენები უფრო მეტად იყიდება, ვიდრე ბავშვების


image


"ტიტანიკიდან" გადარჩენილ ერთადერთ იაპონელს საკუთარ ქვეყანაში მშიშარა უწოდეს, რადგან სხვა მგზავრებთან ერთად ისიც არ დაიღუპა


image


იაპონურ მეტროში სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილი ცალკე ვაგონები ფუნქციონირებს, რომლებსაც პიკის საათში ამუშავებენ, ეს კი იმიტომ ხდება რომ ჭედვაში მამაკაცებმა ქალებთან მიმართებაში საკუთარ თავს თავნებობის საშუალება არ მისცენ


image


საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა მხოლოდ აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში მოქმედებს


image


იაპონიაში 5, 52 მილიონი სავაჭრო ავტომატია, რომლებიც მსურველებს სოდადან დაწყებული სექსს - სათამაშოებითა და ცოცხალი კიბორჩხალებით დასრულებული ყველაფერს სთავაზობს


image


იაპონიის კონსტიტუციით აკრძალულია ომებში მონაწილეობა და არმიის შექმნა


image


ამ ქვეყანაში უცხოელებს მინიმალურ ხელფასს უხდიან, რაც თავად იაპონელების საშუალო მაჩვენებელს ბევრად აღემატება, თანამდებობის მისაღებად, თქვენ ძალიან კვალიფიციური სპეციალისტი უნდა იყოთ, ამიტომ იაპონიაში არც ემიგრანტების შედინება ხდება და არც იაფი მუშახელი არსებობს


image


იაპონურ ენაში მკაფიო "რ" ბგერის არარსებობის გამო "ამომავალი მზის" ქვეყანაში რონალდ მაკდონალდს დონალდ მაკდონალდს უწოდებენ


image


იაპონიაში მამრობითი სქესის მოსახლეობის 7%-ი ჰიკიკომორია, ამ ადამიანებმა საზოგადოებისგან იზოლირებულად ყოფნა არჩიეს. ისინი ტოვებენ სამსახურებს, ცხოვრობენ ახლობლების ხარჯზე, არ ერთობიან და სახლიდანაც ხშირად წლების განმავლობაში არ გადიან.


image


იაპონიაში საკმაოდ უცნაური შეჯიბრი არსებობს, რომელშიც მებრძოლები ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან თუ ვინ ააატირებს პირველი პატარას


image


იაპონელების საყვარელი საასუბრო თემა - საკვებია, საჭმელს თავად კვების დროსაც კი განიხილავენ. ცუდ ტონად ითვლება, ტრაპეზის დროს ერთხელაც თუ არ ახსენებთ სიტყვას - "გემრიელია".


image


იაპონიის საზოგადოებრივ ტუალეტებს აქვთ სავარძლის გათბობისა და წყლის ხმების იმიტაციის ფუნქცია, ტუალეტს ისევე როგორც კოსმოსურ ხომალდს არაერთი რეჟიმი და ღილაკი აქვს! ყველაფერი მომხმარებლის კომფორტისთვის!!


image


იაპონიაში არის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გასართობი პარკი - "Disney Sea". ამ ქვეყნის ცხოვრების სტილში ჩვენთვის ბევრი რამ მიუღებელი და უცნაურია, მაგრამ ვერსად გავექცევით იმ ფაქტს რომ იაპონიას განსხვავებული კულტურა და განვითარების ისტორია აქვს, რაც ერთმნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი და პატივსაცემია, მით უმეტეს, თუ ამ ქვეყნის მონახულებას გეგმავთ. იაპონია ტურისტებისთვის, ისევე როგორც მეცნიერებისა და ინვესტორებისთვის, დიდი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რადგან ის ბევრად წინ უსწრებს სხვა მოწინავე ქვეყნებს ინოვაციური განვითარებისა და გამოგონებების თვალსაზრით, რომელთაც დღეს უბრალოდ მომავლის ტექნოლოგიებს უწოდებენ.




1
3738
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
3738
  
2022, 10 სექტემბერი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1