x
მეტი
  • 31.01.2023
  • სტატია:125293
  • ვიდეო:355889
  • სურათი:498178
"არ შემიძლია, მამაკაცთან 24/7-ზე ცხოვრება... სულ აღვნიშნავ ხოლმე, რომ მამაკაცი მინდა ნახევარ განაკვეთზე" - კესო ბერუაშვილი
image

კესო ბერუაშვილი ფართო მაყურებელმა ტელეშოუ პრაიმ -ჰაუზით გაიცნო, რომელიც რუსთავი-2-ზე გადიდოდა, 29 წლის ახალგაზრდა ქალი ამჟამად ცნობილი ტიკ-ტოკერია, ასევე აქვს ონლაინ შოპინგი "კესოშოპი", მან ასევე ითამაშა ეპიზოდური როლი რუსუდან ჭყონიას ფილმში "გაიღიმე", კესოს მშობლები 18 წლის ასაკში დაეღუპა, მამა ინფარქტით გარდაიცვალა, ხოლო დედა სიმსივნით.კესომ განსაკუთრებით არატიპიური გარეგნობით გაითქვა სახელი, როგორც თვითონ ამბობს "ქართულად არავინ ესაუბრება, სანამ თვითონ არ არ გავცემს ხმას. "ზოგს რუსი, ზოგს ამერიკელი ვგონივარ."

image

სულ ახლახან კესო ბერუაშვილმა ჟურნალ "თბილისელებს" მისცა ინტერვიუ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:



კესო ბერუაშვილი: ისეთი ზაფხული მაქვს, როგორიც მე შემეფერება – ლაქშერული. საქართველოში ახლა დავბრუნდი მოგზაურობიდან და ძალიან ბედნიერი ვარ. კიდევ ვაპირებ სამოგზაუროდ წასვლას, ჩემი არდადეგები ჯერ არ დასრულებულა. „პრაიმჰაუსიდან“ პირველად რომ გამოვედი, მაშინ ევროპაში ვიყავი სამოგზაუროდ, ახლა დუბაიდან დავბრუნდი. ძალიან მჭირდებოდა ეს დასვენება. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ვახერხებ მოგზაურობას, მაგრამ ალბათ, ოდესმე მაგასაც დავგეგმავ. აქ არ მყავს ბევრი მეგობარი და მაინცდამაინც არც ის ვიცი, სად გავერთო. ჩემი მეგობრები, ძირითადად, უცხოეთში არიან და გასართობად მათთან მიწევს ჩასვლა.

– მოგზაურობა პატარ-პატარა რომანებთან ასოცირდება. დუბაი კი – მილიონერ შეიხებთან. საინტერესო თავგადასავლებით დაბრუნდი?

– დუბაიში – არა, იქ ახლა მეგობართან ვიყავი, მაგრამ ისე დისტანციური ურთიერთობა მაქვს მამაკაცთან, თავისუფალ ურთიერთობაში ვართ. ახლა ევროპაში ვაპირებ მასთან ერთად ჩასვლას. უკვე მეცხრე თვეა, ერთად ვართ. ზუსტად ისეთია, როგორიც მე შემეფერება. ჰოლანდიიდან არის. ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მისაღები მამაკაცია. ყველანაირად მიგებს, გვერდში მიდგას და ძალიან ამაყობს ჩემით.

– რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფალი ურთიერთობა?

– როცა ერთად არ ვართ, მას შეუძლია, ჰყავდეს სხვა ქალი და მე შემიძლია, მყავდეს სხვა მამაკაცი, თუ მომესურვება. თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს, იმიტომ, რომ ერთ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ და შეიძლება, თვეში ერთხელ ვნახო, ამიტომ ასე ჯობს.

– როგორია შენი გამოცდილება ასეთ ურთიერთობაში?

– თავისუფალი ურთიერთობა ჩემთვის იდეალურია. არ შემიძლია, მამაკაცთან 24/7-ზე ცხოვრება. სულ აღვნიშნავ ხოლმე, რომ მამაკაცი მინდა ნახევარ განაკვეთზე. არ შემიძლია 24 საათი ერთ კონკრეტულ ადამიანთან ყოფნა, არც მამაკაცთან ერთად შემიძლია ცხოვრება. ამიტომაც არ ვარ გათხოვილი.

– ქართველ მამაკაცთან ურთიერთობის გამოცდილება თუ გქონია და მათთვისაც თუ არის მისაღები ურთიერთობის ეს ფორმა?

– ერთხელ მქონდა ქართველ კაცთან ურთიერთობა. მგონი, ყველაზე კარგი ბიჭი იყო, ვინც ოდესმე მყოლია. ორი წელი ვიყავით ერთად. საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ის არ იყო სტანდარტული ქართველი კაცი. ათი წელი ევროპაში სწავლობდა. მაშინ შედარებით პატარა ვიყავი და მასთან ურთიერთობამ საკმაოდ გამზარდა. სხვა ქართველ კაცებთან დიდად არ მაქვს ურთიერთობა. ვერ ვიტყვი, რომ მათ ხშირად ვესაუბრები ჩემს ცხოვრებაზე. თუმცა, ზოგადად, ქართველი მამაკაცები ზედმეტად ეგოისტები არიან. უნდათ, რომ მხოლოდ მისი იყო. ვერ გაიგებენ თავისუფალ ურთიერთობას.

image

– რა არის ქორწინებაში შენთვის მიუღებელი?

– თავისუფლების შეზღუდვა. ძალიან შევეჩვიე დამოუკიდებელ ცხოვრებას და ვერ წარმომიდგენია ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ამ ფუფუნებას ცოტათი მაინც შემიზღუდავს. თან, ძალიან პრეტენზიული და ამბიციური ვარ. თუ შევატყვე, რომ მამაკაცი რაღაცებს მიკრძალავს, მაშინვე ვამთავრებ ურთიერთობას. არც შემხვედრია ისეთი მამაკაცი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება მომინდებოდა.

– შენთვის იდეალური კაცი როგორია?

– ფინანსურად უზრუნველყოფილი. როცა მამაკაცი ფინანსურად ძლიერია, არის თავდაჯერებული და იცის, როგორ მოექცეს ქალს, როგორ გაანებივროს. უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, კარგი ვიზუალი და თავის სტილი უნდა ჰქონდეს – ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და უნდა უყვარდეს „ლაქშერი“ ცხოვრება, ცხოვრების ასეთი სტილი უნდა ჰქონდეს. უნდა იყოს თამამი, ჩემთან ურთიერთობის არ უნდა ეშინოდეს და მიგებდეს.(განაგრძეთ კითხვა>>>)

1
1150
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1150
  
2022, 10 სექტემბერი, 22:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1