x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ტვ „ფორმულა“ ნოემბერში კიდევ ერთ ტელე არხს ხსნის - რა გადაცემებს ვიხილავთ?

image

გასართობ გადაცემებს და მათ შემოქმედებით ჯგუფებში ცვლილებები გრძელდება და მასშტაბურ სახეს იძენს. მთავარი არხის გარდა ცვლილებები როგორც ჩანს ფორმულას კომედიურ გუნდსაც შეეხო. ცნობილია, რომ ეს ორი ჯგუფი თავის დროზე რუსთავი 2-ში მრავალი წლის განმავლობაშ ერთად მუშაობდა, შემდეგ მთავარი არხის გახსნის დროს ისინი გუნდს არ გაყვნენ და რუსთავი 2ზე დარჩნენ, თუმცა წელიწადნახევარში ისინი ფორმულაზე გადავიდნენ. სავარაუდოდ, მათი ნაწილი გაყრის შემდეგ ამჯერად გარკვეული ფორმით ისევ გაერთიანდება.


"კომედი შოუ"-ს ჯგუფი, ახლა უკვე ახალი სახელწოდებით დარეგისტრირდა და "C corporation" ეწოდა.. ცნობილი ხდება, რომ სულ მალე, დაახლოებით ნოემბრის თვიდან ახალ გასართობ ტელევიზიას გახსნიან. ამ ინფორმაციას -იის ხელმძღვანელი ალეკო მალხაზიშვილი აჟღერებს. ეს ნიშნავს იმას, რომ წლის ბოლოს "კომედი არხის" გარდა კიდევ ერთი იუმორისტული ტელევიზია გვექნება. უკვე დაანონსდა რომ იქნება გრანდიოზული პროექტები. სიახლეების დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, კომედიური ახალი არხი ტელეკომპანია „ფორმულა“-ს ბაზაზე დაიწყებს მაუწყებლობას და ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, იგივე შენობაში განთავსდება.
.
წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ახალ კომედიურ არხზე იუმორისტული პროექტების გარდა, სხვა გასართობი ტიპის გადაცემებიც გავა ეთერში. გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ "C corporation" სხვადასხვა არხისთვის გააკეთებს გადაცემებს.
.
დაზუსტებით ცნობილია ისიც, რომ სხვა არხებისთვის მომზადებულ პროექტებს შორის იქნება ვანო ჯავახიშვილის შოუს შემცვლელი გადაცემა გვარამიას არხზე. დაანონსებულია, რომ მათ შორის "მთავარი არხისთვის" ეს კომპანია უკვე ამზადებს "ილო ბეროშვილის შოუ"-ს.
.
ასე რომ, მთავარ არხზე ილო ბეროშვილის შოუში რუსთავი 2-ზე დარჩენილი და ბოლო დროს ფორმულაზე გადაბარგებული ვახო ბიჭიკაშვილი და სხვა მსახიობები გამოჩნდებიან. ნიკა არაბიძის საავტორო იუმორისტული შოუ სახელწოდებით „ნიკა არაბიძის შოუ“ ფორმულას ეთერში ახალი სეზონით უკვე დაიწყო და სავარაუდოდ ასეც გაგრძელდება.
0
158
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0