x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
“მიშა ნიკა მელიას გამოა ციხეში… სააკაშვილი ხვალ ამ ციხიდან გამოვა” - რას ამბობს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტიმა და პიარტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ რადიო "ჯორჯიან თაიმსში" სტუმრობისას არაერთ სხვა თემასთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მისი ციხეში ყოფნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლანდელ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დააბრალა. მოროშკინას თქმით, "ენმ"-ეს მესვეურებმა და კონკრეტულად ნიკა მელიამ ის უკრაინიდან მოტყუებით ჩამოიყვანეს, ბოლოს კი უბრალოდ გაწირეს:


"ის რაც მიხეილ სააკაშვილს გაუკეთეს, ნაციონალური მოძრაობის მესვეურებმა და ნიკა მელიამ, რომელმაც თქვა, რომ მიშიზმი სულ სხვა არის და ნაციონალური მოძრაობა სულ სხვა… გაწირეს უბრალოდ… ასე მიმაჩნია… მოტყუებთ ჩამოიყვანეს და უთხრეს, რომ მილიონი ადამიანი დახვდებოდა ბათუმში… მოატყუეს უბრალოდ. მე კარგად ვიცნობ მიშას, რამდენადაც შეუძლია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, იმდენად შეუძლია ემოციას აჰყვეს. ემოციური იყო მისი ჩამოსვლა.


დღეს, წესით, ნიკა მელია სათავეში კი არ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის, საერთოდ მოშორებული უნდა იყოს პოლიტიკას და ოპოზიციას. მე შეიძლება, მაწყობდეს, პირიქით, ნიკა მელიასნაირი ფიგურა, მაგრამ სიმართლის თქმა მიყვარს, ნიკა მელიას გამო დღეს სააკაშვილი ციხეში, ნიკა მელიას გამო, რომ ნაციონალურ მოძრაობაში გაიყო ხმები ორად და სამად და ეს ხმებზეც იმოქმედებს. მიშასთან არის ასოცირებული ნაციონალური მოძრაობა. დღეს გამზადებულზე, მზამზარეულე ნიკა მელია, რომ თვითონ ჭრის და კერავს… იცით რა, ციხეს ორი კარი აქვს და სააკაშვილი დღეს რომ შევიდა ციხეში, ხვალ ამ ციხიდან გამოვა…" - განაცხადა ლალი მოროშკინამ.





0
653
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
653