ფოტოგრაფია
წარსულის ფოტოების ოქროს კოლექცია, რომელიც გიჩვენებთ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები წარსულში
2022, 10 სექტემბერი, 11:41
ხალხური სიბრძნის თანახმად, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს, და ეს რეალურად ასეც არის! ვიზუალური ინფორმაცია ბევრად უფრო ღრმად და სრულყოფილად აღიქმება, და ეს მეტწილად უფრო ისტორიულ მოვლენებს ეხება. მის შესახებ შეგიძლიათ ასობით წიგნიც კი წაიკითხოთ, თუმცა წარსულის დღეების შესახებ თქვენი ცოდნა სრულყოფილი მაინც ვერ იქნება, ხოლო აი, რაც შეეხება ფოტოებს, მათი თვალიერებისას, ადამიანი უფრო ცხადად და ნათლად წარმოიდგენს წინამორბედების ცხოვრებასა და მათ ყოველდღიურ ყოფას. სწორედ ამის გაკეთებას გთავაზობთ ახლა მეც! მოდით, ერთად მივეცეთ ნოსტალგიას და თვალი გადავავლოთ იმ უნიკალურ, ისტორიულ ფოტოებს, რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინ იქნა გადაღებული.
ეპოქაში, როდესაც სონოგრაფიის შესახებ წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა, რამდენიმე შვილის დაბადება არა უბრალოდ სიურპრიზი, არამედ შოკიც კი იყო
შეხედვაც კი თავზარს გცემს, ძნელი დასაჯერებელია რომ ოდესღაც უსაფრთხოების ღვედები, როგორც ასეთი უბრალოდ არ არსებობდა
ცოტა სილამაზეც, ასე გამოიყურებოდა ლომბარდის ქუჩა სან-ფრანცისკოში
წვეულებების "სპეციფიკა" დღემდე არ შეცვლილა! აი, ასე ერთობოდა ახალგაზრდობა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში
აი, ხომ უნდოდა მოხერხება ამ მომენტის დაჭერას?
ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ახსოვს ბავშვობაში როგორ გვფუთავდნენ...
ბავშვები ყოველთვის ბავშვები არიან! პატარა ბიჭუნა, რომელიც სტომატოლოგის კაბინეტის კედელზე წერს სიტყვას - "მატყუარა". პატარა სავარაუდოდ, ექიმის მიერ მწარედ იქნა მოტყუებული, რომელიც დაჰპირდა რომ მკურნალობა უმტკივნეულო იქნებოდა, თუმცა...
ფოტო, რომელიც იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ უძველესი დროიდან ადამიანებს ცხოველები უყვარდათ და… ხუმრობაც!
შეუფასებელი კადრი! ბავშვი კადრში წამით ადრე მანამდე აღბეჭდეს, სანამ ის ცხოვრებაში თავის ყველაზე სასურველ საჩუქარს მიიღებდა
წარმოუდგენელი სილამაზე ! შეხედეთ, ბატკანი როგორი ბედნიერია
ამ კადრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ წყვილისთვის. ფოტოზე ახალგაზრდები სკოლის გამოსაშვებ საღამოზე არიან გადაღებული, თუმცა მათ ჯერ არ იციან, რომ ისინი მალე დაქორწინდებიან, შვილები შეეძინებათ და შვილიშვილებსაც გაზრდიან