ფოტოგრაფია წარსულის 20 ფოტო, რომელთა წყალობითაც დროის უკან დაბრუნებას შეძლებთ 2022, 9 სექტემბერი, 14:43
დღევანდელ ფოტობლოგში ვინტაჟური ფოტოების სამყაროში სამოგზაუროდ გეპატიჟებით, სადაც არა მხოლოდ ცნობილი ფოტოგრაფების თვალით დანახულ, ცნობილი ადამიანების უნიკალური ფოტოების ხილვას შეძლებთ, არამედ რიგითი ადამიანების მიერ ფირზე აღბეჭდილ წარსულის იშვიათ მომენტებსაც იხილავთ. მოკლედ, წარსულის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა გახსნილად ცხადდება!
სიუზან სარანდონის საინტერესო კადრი ზღვის ფონზე, კანი, 1978 წელი
ასეთი ქარიზმატულები და მიმზიდველები - ბენისიო დელ ტორო პარკერ პოუზთან ერთად, ავტორი მარკ სელიგერი, 1995 წელი
ამჯერად, რიგითი სკოლის მოსწავლეები, 1969 წელი
იცანით, სიმპათიური და ნიჭიერი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო მშობლების ხელში? 1976 წელი
თუ სამხრეთ კორეაში 90-იან წლებში არ გიმოგზაურიათ, მაშინ იმ წლების ერთ-ერთ ფოტოს წარმოგიდგენთ
ელვისის ერთგული ფანები ფილადელფიაში გამართული კონცერტის დროს, 1957 წელი
ამჯერად, აქტიური დასვენების მაგალითი ლოს - ანჯელესის მაცხოვრებლებისგან, 1979 წელი, ვენის - ბიჩის პლაჟი
ამერიკელი მსახიობი და "ფლეიბოის" ვარსკვლავი დებრა ჯო ფონდრენი, 1979 წელი
აუზის შუაგულში ეს ქანდაკება დამეთანხმეთ რომ საკმაოდ ორაზროვნად გამოიყურება, სენტ-პიტერსბერგი, ფლორიდა, 1973 წელი
ამერიკელი კინომსახიობი და 50-60-იანი წლების ჰოლივუდის სექს-სიმბოლო ჯეინ მენსფილდი, მის გვერდით კი "მის ჰოლივუდი", 1957 წელი
"ვერსაჩეს" ერთ-ერთი წვეულების დროს, რომელსაც კლაუდია შიფერი და კრისი ტერლინგტონიც ესწრებოდნენ, პარიზი, 1994 წელი
"შანხაის ექსპრესიდან" მარლენ დიტრიხის ფოტოთი შთაგონებული ფრედი მერკური, რომელიც მას ფოტოგრაფმა, მიკ როკმა უჩვენა
ნებისმიერ ასაკში მომხიბვლელი და მომღიმარი ოდრი ჰეპბერნი
მერლინ მონროსა და ჯეინ რასელის კადრს მიღმა ფოტო, რომელიც მსახიობებს გადასაღებ მოედანზე (საუბარია ფილმზე "ჯენლტმენები ირჩევენ ქერებს") ერთ - ერთი შესვენების დროს გადაუღეს, 1953 წელი
იცანით, სოფი ლორენი? კადრის ავტორი ორმონდ ჯილია, 1955 წელი
ქალები, რომლებიც აბორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან
შეიძლება ვერც კი იცნოთ, მაგრამ კადრში მარლენ დიტრიხია, ჯარისკაცი კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შინ ბრუნდება, 1945 წელი
ცნობილ ამერიკელ პორტრეტისტთან, ენი ლეიბოვიცთან ჯონი დეპისა და კეიტ მოსის კოლაბორაციის შედეგი, 1994 წელი
ემი უაინჰაუსი ჟურნალ "Sunday Telegraph"-ისთვის, 2004 წელი
სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა, რომელსაც ახლა უკვე მსოფლიო ლედი გაგად იცნობს, ფოტო 1998 წელს არის გადაღებული
|