x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
"ბოლოს დეპრესია ჰქონდა, რადგან სახლში ჩაჯდა, მოეშვა..." - რას იხსენებს მამუკა ონაშვილის და
image

30 ივ­ლისს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მომ­ღე­რა­ლი მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. იგი ნა­ტახ­ტარ­თან ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რის შე­დე­გა­დაც მძი­მედ და­შავ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც, ონაშ­ვი­ლი მძღო­ლის გვერ­დით იჯდა, გა­დაბ­რუნ­და. სა­ჭეს 22 წლის ბიჭი მარ­თავ­და, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

.

მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლის და, მა­ი­კო ონაშ­ვი­ლი ძმის შე­სა­ხებ ნანუკას შოუში ექსკლუზიურად სა­უბ­რობს და მის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვას იხ­სე­ნებს:


.

"დიდი სხვა­ო­ბა არ იყო გა­რეთ და შინ მყოფ მა­მუ­კას შო­რის. იყო თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, უსა­ზღვროდ კე­თი­ლი ყვე­ლას მი­მართ. ეს სიყ­ვა­რუ­ლი ახლა უფრო და­ვი­ნა­ხე, მგო­ნი თვი­თო­ნაც გა­უკ­ვირ­დე­ბო­და. ადა­მი­ა­ნი არ იყო, ვინც არ იტი­რა. მად­ლო­ბა ყვე­ლას ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, ეტყო­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. თა­ვად ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი იყო. არა­სო­დეს გა­მო­უ­ყე­ნე­ბია თა­ვი­სი სა­ხე­ლი.



ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ბევ­რი რამ კი­დევ არ ვი­ცო­დით, რა­საც გა­რეთ აკე­თებ­და. ბოლო დროს სუ­ლი­ე­რად ძა­ლი­ან უჭირ­და. გიჟ­დე­ბო­და ისე უყ­ვარ­და თა­ვი­სი საქ­მე და ამ­ბობ­და, სიმ­ღე­რა მე­ნატ­რე­ბაო. პან­დე­მი­ის დროს ყვე­ლა სახ­ლში ჩავ­ჯე­ქით, თან ორ­ჯერ კო­ვი­დი გა­და­ი­ტა­ნა. შემ­დეგ კი და­ი­წყო გას­ვლა-გა­მოს­ვლა.


ჩვენ სულ ვმუ­შა­ობ­დით, 2011 წლი­დან 2019 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვით, მე მას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. მო­ვი­ა­რეთ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა, შრო­მის­მოყ­ვა­რე იყო და ბო­ლოს დეპ­რე­სი­ა­მაც შე­ი­პყრო. ამის მი­ზე­ზი იყო ის, რომ დაჯ­და სახ­ლში, მო­ეშ­ვა.

.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ჰქონ­და რა­ღაც პა­ტა­რა სამ­სა­ხუ­რე­ბი - ქორ­წი­ლე­ბი, და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი და ასე შემ­დეგ. კარ­გი მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და. ახლა რომ ენა­ხა ხალ­ხის რე­აქ­ცია, რაც მოყ­ვა მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, და­ირ­ცხვენ­და და იტყო­და, არ და­მიმ­სა­ხუ­რე­ბი­აო.

.

რაც შე­ე­ხე­ბა ტრა­გე­დი­ის დღეს, 4 მე­გო­ბა­რი წა­ვი­და საჭ­მე­ლად სა­ღა­მოს. დაწ­ვრი­ლე­ბით არც ვიცი, რა მოხ­და. არ ვიცი რა­ტომ გა­მო­ვიდ­ნენ რეს­ტორ­ნი­დან და რა მოხ­და იქ. თა­ვად სა­ჭეს­თან არ იჯდა. ამო­ა­ყი­რა­ვა იმ ბიჭ­მა მან­ქა­ნა. მე სულ იმას ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი ხოლ­მე, ღამე ნუ ჭამ­თქო და თურ­მე რით უნდა და­ღუ­პუ­ლი­ყო. ალ­ბათ, ეს იყო მისი ბედი... ავა­რი­ის შე­სა­ხებ მე­ო­რე დღეს გა­ვი­გე, ბოლო წუ­თამ­დე საღ გო­ნე­ბა­ზე იყო და კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­აფრ­თხი­ლა მე­გობ­რე­ბი, რომ დე­და­ჩემს და მა­ი­ას არ უთხრა­თო" - გა­ნა­ცხა­და მომ­ღერ­ლის დამ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შო­უ­ში.

.

image

,

* * *

„კრისა ხარ ბიჭო“...- დაპირისპირება ენმ-ში -- კეზერაშვილი და მერაბიშვილი პარტიის წმენდას გეგმავენ?!

image


ელისო კილაძე გუშინვე აანონსებდა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება გამწვავდა.

.

„ოპაა
დიდი გარჩევები ენმ-ში !
კეზერაშვილის გეგმები და ჩხუბი !
მოგიყვებით დილიდან !
.
მართალია, პეტრე ცისკარიშვილმა სუსის აგენტად გამომაცხადა, მაგრამ მაინც უნდა ვაცნობო საჯაროდ, რომ დავით კეზერაშვილი ენმ-ს გენერალური მდივნის პოსტიდან მის გადაყენებას და ლევან ხაბეიშვილით ჩანაცვლებას გეგმავს.
ის ასევე ითხოვს პარტიიდან კობა ნაყოფიას გაშვებას !
გაშალა დახლი !
ნიკა მელიას და კეზერაშვილის ჩხუბის დეტალებზე CNews Exclusive • სინიუს ექსკლუზიური -ზე მოგიყვებით!“ - წერდა ელისო კილაძე.
.

გთავაზობთ ელისო კილაძის სტატიას:

.

„მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოშიც ქოლცენტრები დაიხურა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა სწორება ქართულ პოლიტიკაზე აიღო. წვრილი პარტიების დაფინანსების პარალელურად, მან ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გენერალურ მდივნად, მისი ბიზნესპარტნიორი პეტრე ცისკარიშვილი დანიშნა, საკუთარ ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანს კი საზოგადოებასთან ურთიერთობა ჩააბარა.პარტიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, ლევან ხაბეიშვილი კი რომელსაც სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტი უნდა შეექმნა, კეზერაშვილის დაფინანსებულ ანტიკორუფციულ მოძრაობაში აღმოჩნდა. პირველი დაპირისპირება ენმ-ს თავმჯდომარესა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს შორის სწორედ სააკაშვილის მხარდაჭერის გამო დაიწყო.რასაც პარტიიდან დიმიტრი ჩიქოვანის დემონსტრაციული გაშვება მოყვა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა კეზერაშვილი ივნისის აქციებით და არშემდგარი რევოლუციით უკმაყოფილოა, ის თვლის რომ ცისკარიშვილი მის დავალებებს ცუდად ასრულებს.ამიტომ, ენმ-ში საკუთარი გავლენების გაფართოებისთვის ხელახალი ბრძოლა დაიწყო. "cnews" - ის წყაროს ინფორმაციით, კეზერაშვილი პეტრე ცისკარიშვილის ჩანაცვლებას, ლევან ხაბეიშვილით აპირებს, რომელიც მისი დავალებების უსიტყვო შემსრულებელია.

იგივე წყაროს ინფორმაციით, კეზერაშვილი პარტიიდან კობა ნაყოფიას საბოლოო ჩამოშორებას ითხოვს. კობა ნაყოფია ახლა "ენმ" - ს პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელია. ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილს შორის ჩხუბი სწორედ ამ თემაზე მომხდარა,

.

ნიკა მელიამ კეზერაშვილის ულტიმატუმს უარით უპასუხა-კობა ნაყოფია მიშას პირადი მეგობარია, მისი პარტიიდან გაშვება ახალ ნეგატივს გამოიწვევს, ამომრჩეველი ისედაც უკმაყოფილოა სააკაშვილის არასათანადო მხარდაჭერის გამო, და ნაყოფიას პარტიიდან გაშვების შემთხვევაში, ვერავის ვეღარ დაველაპარაკებითო. ნიკა მელიას უარმა კეზერაშვილი გააბრაზა, და პარტიის თავმჯდომარეს გადაყენებით დაემუქრა.პასუხად კი მელიასგან მიიღო-რა კრისაც იყავი, იმ კრისად დარჩიო

,

სტატიის გაგრძელება სრულად ნახეთ აქ>>>

.

.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0