საზოგადოება რა გააკეთა სტალინმა 2022, 8 სექტემბერი, 18:44 ![]() " რაც არ უნდა საღებავები ასხა ან დაამტვრიო ბიუსტი, სტალინი დარჩება სტალინად; მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს მმართველად; ადამიანად, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ისტორიის მსვლელობა. - რომელმაც გაანთავისუფლა მუშები და გლეხები მონობისგან.
- გაანადგურა კაპიტალისტური მჩაგვრელი სისტემა.
- გააუქმა აფხაზეთის სსრ და დაუბრუნა იგი კვლავ საქართველოს.
- გაუსწორდა აფხაზ სეპარატისტებს.
- ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიები გადასცა საქართველოს.
- ჩრდილოეთ კავკასიაში ჩაასახლა ქართველები და დაიწყო მთელი ჩრდილოეთ კავკასიის გაქართველების პროცესი, რომელიც შეჩერდა 1957 წელს ხრუშოვის გადაწყვეტილებით.
- წინ აღუდგა ლენინის გადაწყვეტილებას დაეთმოთ თურქეთისთვის აჭარა, თურქეთთან მოსალოდნელი კონფლიქტის საფრთხის გამო.
- ააშენებინა გიგანტური ჰესები, რომლისგან გამომუშავებულ ელექტროენერგიასაც დღემდე მოიხმარს მთელი საქართველო.
- ააღორძინა სოფლის მეურნეობა.
- გააშენიანა თბილისი.
- გახსნა სასწავლებლები.
- ააშენებინა კინო თეატრები.
- ააშენა ფაბრიკა-ქარხნები და დაასაქმა მოსახლეობა.
- გაიყვანა რკინიგზა.
- დაამარცხა სიღარიბე
- დაამარცხა შიმშილი.
- შემოიღო უფასო ჯანდაცვა.
- განავითარა მეცნიერება.
- სიკვდილით დასაჯა ილია ჭავჭავაძის მკვლელები.
- სამცხე-ჯავახეთიდან გაასახლა 120 000 თურქი.
- გააშენებინა სრულიად ბორჯომის ტყეპარკი
- აღუდგინა საქართველოს ავტოკეფალია.
- საქართველოს სახელმწიფო ენად გამოაცხადა ქართული.
- აშენებინა თბილისის მეტრო.
- საფრანგეთიდან საქართველოში დააბრუნა ქართული საგანძური.
- ეცადა დაესაჯა თურქეთი და დაებრუნებინა ტაო-კლარჯეთი, მაგრამ დასავლეთის იმპერიების წინააღმდეგობის გამო ვერ შესძლო.
- დაამარცხა ნაციზმი და იხსნა მსოფლიო.
- რაიხსტაგზე დროშა აატანინა ქართველს.
ბოლო 30 წელიწადში ამის მეასედიც არავის გაუკეთებია ქვეყნისთვის. ნუ დაუჯერებთ სისულელეს, რომ სტალინს საერთოდ არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის. მან იმაზე მეტი გააკეთა სამშობლოსთვის, ვიდრე შეეძლო.
259 3-ს მოსწონს
|