x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
საწოლის თეთრეულის დაუთავება და მაღვიძარა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ეს და სხვა პრაქტიკული რჩევები
გადააგდეთ მაღვიძარაimage


მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ უეცარი გაღვიძება ისევე ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც ძილის ნაკლებობა და გამოუძინებლობა.

ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ტელეფონის ზარით ან მაღვიძარათი აღვიძებდნენ, სივრცეში ორიენტირების უნარი შესუსტებული ჰქონდათ, მალე იღლებოდნენ და გულის რიტმის ცვლილება და დეპრესია აღენიშნებოდათ.


გავრცელებული აზრის მიუხედავად, მინადუღი ჩაიდანში მავნებელი არ არისimage


მინადუღი, ქიმიური თვალსაზრისით — კალციუმის და მაგნიუმის კარბონატების ნალექია, – ანუ ანტოციდები (სამკურნალო პრეპარატები), რომელიც გულძმარვის დროს გამოიყენება. ასე, რომ, ჩაიდნისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო «ბრძოლის» გამოცხადება საჭირო არა არის. მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში, მინადუღი სასარგებლოც კი არის.


კბილების გახეხვა, რა თქმა უნდა, საჭიროა. მაგრამ, არა მაშინვე, როგორც კი საუზმეს ან ვახშამს დაასრულებთimage


კბილის ემალი — ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მყარი ნაწილია, მაგრამ მჟავა გარემოში ისიც რბილდება. მაგ., ხორცის, ხილის ან რძის ნაწარმის მირთმევის შემდეგ. საკვების მიღების შემდეგ, პირის ღრუში მხოლოდ წყლის გამოვლებაა რეკომენდებული. ხოლო, კბილების გახეხვა, ჭამიდან 30-45 წუთის შემდეგ შეიძლება, როდესაც პირის ღრუში РН ბალანსი აღსდგება. ამ წესის უგულებელყოფის შემთხვევაში, სტომატოლოგიური კაბინეტის ხშირი სტუმრობა გარანტირებული გაქვთ!


კომფორტულად რომ იმგზავროთ...image


პირველი, რასაც ავტოსკოლებში ასწავლიან — საჭეზე ხელების «10 და 2» პოზიციაში მოთავსებაა. ითვლება, რომ ავტომობილის მართვისთვის, ეს საუკეთესო მდგომარეობაა, იმ შემთხვევისთვის, თუ უეცრად, წინააღმდეგობის გვერდის ავლა იქნება საჭირო. თუმცა, ექსპერტები განსხვავებულ რეკომენდაციას იძლევიან: ხელების პოზიცია «9 და 3» საუკეთესოა იმისთვის, რომ კომფორტულად მოხდეს ავტომობილის შემობრუნება, დიდი სიჩქარის პირობებშიც კი.

«10 და 2», როგორც ავტომობილის მართვის საუკეთესო პოზიცია, ავტომრბოლელებისთვის იყო მოგონილი და მას, ტვირთის შორ მანძილზე ტრანსპორტირებისას, მძღოლებიც იყენებდნენ. იმ დროს ავტომობილს დაცვის სისტემები არ გააჩნდა და ყველაფერი მძღოლზე იყო დამოკიდებული. ჩვენს დროში სიტუაცია შეიცვალა და ავტომობილის კომფორტული მართვისთვის, ყველაფერია გაკეთებული. ასე, რომ, დღეს უკვე შეიძლება საჭის «9 და 3» პოზიციაში დაჭერა, რაც უფრო მოსახერხებელი და ნაკლებად დამღლელია.


სახლში იდეალური სისუფთავე საჭირო არ არისimage


იდეალური სისუფთავე ზრდის ალერგიის განვითარების რისკებს, განსაკუთრებით ბავშვებში. თანამედროვე პედიატრები თვლიან, რომ სტერილურობა და იდეალური სისუფთავე ბავშვს მხოლოდ სამშობიაროში ესაჭიროება, ხოლო სახლში, ის სახიფათოა მის ჯანმრთელობისთვის. ასეთი სისუფთავე აფერხებს იმუნიტეტის და თერმორეგულირების მნიშვნელოვანი მექანიზმების განვითარებას. თუ სახლში ბავშვი არის, უარი უნდა თქვათ საყოფაცხოვრებო ქიმიურ ნივთიერებებზე. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ ბავშვს კონტაქტი შინაურ ცხოველებთან ექნება, რაც მის იმუნურ სისტემას გამოაწრთობს და ბავშვს არასტერილურ გარემოში ცხოვრებისთვის მოამზადებს.


საწოლის თეთრეულის დაუთავება რეკომენდირებული არ არის და უფრო მეტიც, ჯანმრთელობისთვის საზიანოაimage


საქმე იმაშია, რომ ქსოვილი, დაუთავების შემდეგ, ჰაერის გამტარუნარიანობას 50% კარგავს და თუ გახამებულიც არის, ეს უკვე თეთრეული კი არა, «პოლიეთილენის პარკია», რომელიც ჰაერს საერთოდ აღარ ატარებს. ასეთ თეთრეულში ადამიანი ხშირად ოფლიანობს, იხდის და დილით სურდო გარანტირებული აქვს.

თეთრეულის სწორედ მოხმარების წესები კი ასეთია: გარეცხეთ 40-60 გრადუსზე (ამ ტემპერატურაზე ყველა ბაქტერია კვდება), გააშრეთ, შეინახეთ კარადაში და 2 დღის შემდეგ (ეს დრო, დამატებითი პროფილაქტიკური ზომაა, ბაქტერიებთან ბრძოლისთვის) გამოიყენეთ.

შენიშვნა: თეთრეულის მოხმარებასთან დაკავშირებული აღნიშნული რეკომენდაციები, მხოლოდ ოჯახში მოხმარებულ თეთრეულს ეხება და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის ყველა წევრის თეთრეული (განსაკუთრებით ბავშვების თეთრეული) ცალ–ცალკე უნდა გაირეცხოს.



შალის გორგლები სირბილისთვისimage


გარეცხილი თეთრეული რბილი რომ იყოს, შრობის რეჟიმში, მანქანის ბარაბანში, ნეიტრალური ფერის, შალის გორგლები უნდა მოათავსოთ. მაგრამ, შავი ფერის შემთხვევაში, ამ ხრიკის გამოყენება არ შეიძლება


ყინულის კუბიკები ნაოჭების წინააღმდეგimage


სამოსი რომ არ დაიჭმუჭნოს, სარეცხის მანქანაში, შრობის რეჟიმზე ან საშრობ მანქანაში, ერთდროულად ბევრი ნივთი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, გაშრობის დროს, ბარაბანში რამდენიმე კუბიკ ყინულს თუ მოათავსებთ, მანქანიდან მშრალ და დაუთავებულ ტანსაცმელს გამოიღებთ.


მწერის ნაკბენის განეიტრალებაimage


ბევრ უსიამოვნებას იწვევს მწერის ნაკბენი, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. იმისთვის რომ ქავილის შეგრძნება შეგიმცირდეთ, 2 ჩაის კოვზ სოდას დაამატეთ რამდენიმე წვეთი წყალი, ისე რომ სქელი ფაფის კონსისტენციის ნაზავი მიიღოთ. სოდის ფაფა ნაკბენზე დაიდოთ და იქამდე გაიჩეროთ, ვიდრე არ გაშრება.


და ბოლოს, როგორ შევწვათ თავსახურის გარეშე, რომ გაზქურა სუფთა დარჩესimage


რა არის ცუდი შემწვარ კერძში? – ეს ცხიმია, რომელიც შეწვის დროა აქეთ-იქით იწუწება და გაზქურას აჭუჭყიანებს. ხშირ შემთხვევაში, ცხიმის შხეფები ტანსაცმელზე და სხეულის ღია ადგილებზეც გვხვდება. ხოლო, ქურაზე დაცემის შემთხვევაში, ისე ეკვრება ზედაპირს, რომ მოცილება და ქურის გაწმენდა, არც თუ ისე, მარტივია. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* კონსტანტინოპოლის დაცემის მიზეზი ქვემეხი იყო, რომლის ყიდვაზე უარი იმპერატორმა თქვა

* ტიბეტელი ასტროლოგის 25 რჩევა, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

* ვინ იწინასწარმეტყველა II მსოფლიო ომი დაწყება, მის დაწყებამდე 10 წლით ადრე და ვისთვის იყო ეს ომი «დალოცვილი»

* 10 საინტერესო ფაქტი ციხეების შესახებ

* ბოლო ათასწლეულის 10 უდიდესი ცვლილება

* 12 მოკლე ფაქტი ფრანგული კომედიების შესახებ

* 2 სასიყვარულო ისტორია, რომელმაც მსოფლიოს ისტორიის მსვლელობა შეცვალა

* ყველის შენახვის წესი მაცივარში და მის გარეშე

* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს



2
529
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
529
  
2022, 13 სექტემბერი, 0:43
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 10 სექტემბერი, 22:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2