16 არქეოლოგიური აღმოჩენა, რომლებიც წარსულზე გაცილებით მეტს ყვებიან, ვიდრე წარმოიდგენდით
ყველა ადამიანს ყოველთვის აინტერესებს, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ცივილიზაცია ბოლო წლებში. ჩვენი ისტორიის ცოდნა გვეხმარება უკეთ გავიგოთ წარსული კულტურები, გავიცნოთ ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესი და შეიძლება რაღაცაში მივბაძოთ კიდეც. ამიტომ არის არქეოლოგებისა და ისტორიკოსების მუშაობა ასე მნიშვნელოვანი. წარმოგიდგენთ უძველეს აღმოჩენებს რომლებიც გვეხმარება წარსულის უკეთ შეცნობაში:
1. ჩალის ცილინდრი, საფრანგეთი, დაახლოებით 1820-იანი წლები
2. მე-18 საუკუნის მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევდა მკითხველს 8 წიგნი ერთდროულად წაეკითხა.
3. პერანგი და ჯავშანი, რომელიც ეკუთვნოდა ეგვიპტის მე-18 სულთანს, 1468-1496 წლები
4. ნაპოლეონის ვაჟის, ეგრეთ წოდებული "რომის მეფის" ტახტი-აკვანი, დამზადებულია 1811 წელს.
5. ძველ იერიხოს სოფელში ნაპოვნი ეს თითქმის ნატურალური ზომის თაბაშირის თავი სავარაუდოდ წარმოადგენდა საზოგადოების მითოლოგიურ წინაპარს ან სხვა მითოლოგიურ არსებას.
6. რომაული ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია ნახევარმთვარე, ტოტი და ყორანი. 30-დან 200 წლამდე თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
7. ტაჯ მაჰალის ზურმუხტი არის ექვსკუთხა მოჭრილი ზურმუხტი, რომელიც იწონის დაახლოებით 141, 13 კარატს, მორთული სტილიზებული ქრიზანთემის, ლოტოსის და მუღალის ყაყაჩოს ყვავილებით ასიმეტრიულ ფოთლებში. მონღოლთა იმპერია, 1630-1650 წლები.
8. ელეგანტური გოთური სტილის ქინძისთავი, სავარაუდოდ გერმანული, 1450–1500 წლების. ინახება კემბრიჯის მუზეუმში.
9. კერამიკული თასი, რომელიც დგას ადამიანის ფეხებზე, თარიღდება წინა დინასტიური ეგვიპტედან, ჩვ.წ. 4000-3100 წლები.
10. დანიის გვირგვინის რეგალია, ოქროს ორბი, რომელიც მორთულია მინანქრისა და ბრილიანტების ზოლით და გადახურულია ბრილიანტების ნაკრების ჯვრით. იგი გაკეთდა ჰამბურგში ფრედერიკ III-ის კორონაციისთვის 1648 წელს.
11. რომაული მინის ჭურჭელი თევზის ფორმის. ნივთი თარიღდება 1-2 საუკუნეებით.
12. რომაული ბრინჯაოს ქანდაკება ლურჯი შუშის ჩასმული თვალებით, განასახიერებს ახალგაზრდა ჰერკულესს. ძვ.წ - I საუკუნე
13. ძველი ათენური ჯარისკაცების სია, რომლებიც დაიღუპნენ პელოპონესის ომის ზოგიერთი სახმელეთო და საზღვაო ბრძოლის დროს.
14. თავის ქალას ფორმის თამბაქოს ქილა თვალის ბუდეებში გველით . იაპონია, ედოს პერიოდი, მე-18 საუკუნე.
15. მოოქროვილი ძაღლის გალია ემალირებული ზედაპირით და თეთრი ნეფრიტის რგოლებით. ჩინეთი, ძინის დინასტია, 1700-1900 წლები
16. ერთ-ერთი უძველესი თოჯინა, 1680 წლითთ დათარიღებული. იგი გამოკვეთილი იყო ხის ცალკეული ნაჭრებისგან და შეღებვის წინ დაფარული იყო გესოთი (თაბაშირისა და წებოს ნარევი). მოდურად გამოიყურება წარსულის ყველა კანონის მიხედვით: თავზე ადამიანის თმისგან დამზადებული პარიკი აქვს, სახეზე კი ხალები დახატული.