x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


თუ შემთხვევით, ხელები წებო "მომენტით" დაისვარეთ, მისი მოცილება მარგარინით შეიძლება. ამისათვის, წაისვით მარგარინი დასვრილ ადგილზე და მოიცადეთ რამდენიმე წუთი.


თუ გინდათ, რომ სახლში სასიამოვნო სურნელი იდგეს, მოათავსეთ ლიმონის ქერქი წყალში და რამდენიმე წუთი ხარშეთ.


ონკანიდან ნადების მოცილება, თბილი ძმრით არის შესაძლებელი.


იმისთვის რომ, ადუღების დროს, რძე არ "გაგექცეთ", ქვაბის შიდა კიდეს კარაქი ან ცხიმი წაუსვით.


თუ ბოსტნეულის სუპს აკეთებთ, ბოსტნეული ცივ წყალში უნდა მოხარშოთ, ხოლო თუ ბოსტნეულის მოხარშვა გინდათ, ჯერ წყალი უნდა აადუღოთ და შემდეგ მოათავსოთ მოსახარში ბოსტნეული ქვაბში.


ახალ კარტოფილს კანი ადვილად რომ მოსცილდეს, გასუფთავების წინ, მარილიან ცივ წყალში უნდა მოათავსოთ.


კარტოფილს შეწვის დროს, მარილი სულ ბოლის უნდა მოაყაროთ, ცეცხლის გათიშვის წინ.


ლობიო და ბარდა სწრაფად რომ მოიხარშოს, მოხარშვის წინ, ღამის მანძილზე, ცივ წყალში უნდა დაალბოთ.


კარტოფილი ხარშვის დროს რომ არ ჩაიშალოს, მარილიან წყალში უნდა მოხარშოთ და რამდენიმე წვეთი ძმარი დაამატოთ.


ხარშვის დროს, ჭარხალმა ფერი რომ არ დაკარგოს, წყალში შაქარი და ვაშლის ძმარი უნდა ჩაამატოთ.


ბოსტნეულის მოხარშვა, ყველა წესის დაცვით:
1. სახურავი მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული ქვაბზე.
2. ხარშვის დროს, არ შეიძლება ბოსტნეულის გაჩხვლეტა.
3. მოხარშული ბოსტნეული მაშინვე უნდა ამოიღოთ ნახარშიდან.
4. ხარშვის დროს, წყალში ცოტა ლიმონის წვენის ჩამატება არის საჭირო.


პური უფრო ხანგრძლივი დროით რომ შეინახოს, საპურეში ვაშლის ნაჭერი ან ცოტა მარილი (პატარა ღია სამარილით) მოათავსეთ.


თაფლის არჩევის წესები:
1. აიღეთ ჩხირი, ჩააწეთ თაფლში და შეეცადეთ ის ჩხირზე დაახვიოთ, თუ არ დაეხვევა, ე. ი. თაფლი ნამდვილი არ არის.
2. თაფლი თითებს შორის უნდა მოსრისოთ. თუ ცოტა ხნის შემდეგ, თითები ერთმანეთზე აღარ მიგეწებებათ, ე. ი. თაფლში შაქარი არის გარეული.
3. ერთი წვეთი თაფლი დაისხით ფრჩხილზე, თუ თაფლი ნამდვილია, ის ფრჩხილიდან არ გადმოიქცევა.


მაცივრის და სამზარეულოს თაროებს გამჭვირვალე აპკი გადააკარით და გაწმენდა აღარ დასჭირდება. მორიგი დალაგების დროს, უბრალოდ აპკი გამოცვალეთ.


თუ გინდათ, რომ მაცივარში სუნი არ იყოს, მოათავსეთ მასში აქტივიზირებული ნახშირის აბები.


ჩაის ლაქები ჭიქას რომ მოაცილოთ, მასში ყავა ჩაასხით და 1 ღამით გააჩერეთ. დილით ცივი წყალი გადაავლეთ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ვინ იწინასწარმეტყველა II მსოფლიო ომი დაწყება, მის დაწყებამდე 10 წლით ადრე და ვისთვის იყო ეს ომი «დალოცვილი»

* 10 საინტერესო ფაქტი ციხეების შესახებ

* ბოლო ათასწლეულის 10 უდიდესი ცვლილება

* 12 მოკლე ფაქტი ფრანგული კომედიების შესახებ

* 2 სასიყვარულო ისტორია, რომელმაც მსოფლიოს ისტორიის მსვლელობა შეცვალა

* ვიკინგების 5 გამოგონება, რომელსაც დღესაც ვიყენებთ

* რატომ არ სცემდა პატივს მუსოლინი ჰიტლერს?

* საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩვენი წარსულის შესახებ

* სად გაქრა 1 დოლარი? – მარტივი თავსატეხი, რომელსაც ბევრი ვერ უმკლავდება (პასუხი აქვს)



2
1511
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1511
  
2022, 8 სექტემბერი, 22:26
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 7 სექტემბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2