x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
პროკურატურამ დედოფლისწყაროში კიდევ ერთი პირი დააკავა
image


საქართველოს პროკურატურამ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 სექტემბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში ბრალდებულმა, რომელიც „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რის შედეგადაც ქვეითად მყოფ მცირეწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სიღნაღის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. საქმეზე მოსამართლე იმსჯელებს.


.

სოფელ ზემო ქედში დედოფლისწყაროს ტელევიზიასთან ამბობენ, რომ ოჯახი ლანჩუთიდან, ზემო ქედში გარდაცვლილი ბიძის სუფრაზე დასასწრებად ჩავიდა. თვითმხილველების განმარტებით, ბავშვები გზაზე გადასვლას ცდილობდნენ, ცენტრალურ მაგისტრალზე მიმავალმა მძღოლმა დროული დამუხრუჭება ვერ შეძლო და მოზარდს შეეჯახა. მძღოლმა ბავშვი სასწრაფო დახმარების შენობაში თავადვე გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

.

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელი ხათუნა აგლაძე ამბობს, რომ დაშავებული ბიჭის სიკვდილი სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე დააფიქსირეს და მისი დედოფლისწყაროში, კლინიკაში გადაყვანა აღარ მომხდარა.

.

შეგახსენებთ, ამავე სოფელში 1965 წელს დაბადებული მამაკაცი პოლიციამ 3 სექტემბერს დააკავა, მან თანასოფლელი, 1962 წელს დაბადებული მამაკაცი დანით გულმკერდის არეში დაჭრა. ამ შემთხვევაშიც მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის.

0
86
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0