x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
კაკლის საბერტყად ხეზე ასული კაცი გაქრა - სახალისო ისტორია კახეთიდან
image


ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელ "ფეისბუქის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა კახეთის რეგიონში მომხდარი ამბის ერთი ძალიან სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

.

“კახეთის ტრასებზე დგას დიდი კაკლები.. ყველას დაგვინახია ხეები. ამ სეზონზე ადამიანთა ჯგუფები დადიან და გზის კაკალს აგროვებენ. ამჯერადაც შუა ასაკის ცოლ-ქმარმა გააჩერა მანქანა. ქმარი კაკალზე ავიდა და ბერტყვა დაიწყო (ძირს დატოვა ფეხსაცმელები და მობილური), მისი ცოლი ძირს ჩამოყრილ კაკალს აგროვებდა.


.

რაღაც მომენტიდან ხალხას ტყაპუნი გაჩერდა და კაკალის ცვენაც შეწყდა.


ეძახა ცოლმა ქვევიდან, ეძება, შემოურა კაკალს და კაცი გაქრა! დარეკა პატრულში. იმათაც ბევრი ეძებეს. ხან ცოლს ეკითხებოდნენ, იქნებ ჩამოვიდა, ბუჩქებში შევიდა მოსაფსმელად და ვერ დაინახეო. გადაირია ქალი, რას ამბობთ, როგორ შეიძლება, კაცი ხიდან გაქრეს, ხომ არ გაფრინდებოდაო?!

.

ეს სასწაული თითქმის ორი საათი გაგრძელდა. ცოლს სასწრაფოც დასჭირდა, სხვა პატრულების ეკიპაჟებიც მოვიდნენ.

.

თურმე თურქულ დიდ ტრაილერს გამოუვლია, (ბრეზენტი რომ აქვს გადაჭიმული და მოზრდილი სახლების ხელა როა) მისი მაღალი ტენტი წამოსდებია კაკლის ტოტს, კაცი ჩამოვარდნილა კაკლიდან, ბრეზენტზე დაცემულა.

,

მანქანის მძღოლი რას გაიგონებდა?! გაუქანებია თელავში და სანამ არ გაჩერებულა, ვერაფერიც ვერ გაიგო. ბოლოს რომ გაჩერდა ტრაილერი, ფეხშველი კაცი ჩამოიყვანეს, მობილური ათხოვეს და პირველ რიგში გულწასული ცოლისთვის დაურეკავს, თელავში ვარო…გადარეულან პატრულებიც და სასწრაფოს ექიმიც, ახლა იმას ვერ მიმხვდარან, ვერც ცოლი, იქ როგორ მოხვდაო". .



.

* * *

„მთავარი არხი“ ვანო ჯავახიშვილს ილო ბეროშვილით ჩაანაცვლებს

image

.

ვანო ჯავახიშვილის გუნდსა და „მთავარი არხის“ მენეჯმენტს შორის დაპირისპირება გრძელდება. ისინი საჯარო განცხადებებით ეპასუხებიან ერთმანეთს და მიაჩნიათ, რომ მეორე მხარემ უკადრებელი იკადრა. მთავარმა არხმა გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში დაწერა, რომ ჯავახიშვილის შემცვლელი უკვე ნაპოვნია და იგივე დროს, იგივე არხზე იუმორისტულ შოუს გაუძღვება. მათ არ დაუკონკრეტებიათ, ვინ იქნებოდა ვანოს შემცვლელი, თუმცა, ამჯერად უკვე ვრცელდება, რომ „მთავარი არხი“ ვანო ჯავახიშვილს ილო ბეროშვილით ჩაანაცვლებს. ამ ინფორმაციას კულუარებში უკვე ადასტურებენ. რა სახელწოდება ექნება იუმორისტულ შოუს ჯერ უცნობია და ტელეკომპანია დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ხაზგასმით ითქვა, რომ არხს სურს ნაკლები პოლიტიკური იუმორი იყოს მასში წარმოდგენილი. ილო ბეროშვილს ამ ფორმატის იუმორისტული გადაცემა რამდენიმე წლის განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უკვე მიჰყავდა.

.

სულ რამდენიმე დღეში მთავარი არხიცა და ტვ პირველიც პარასკევობით 22 საათზე იუმორისტული გადაცემის ახალ სეზონს დაიწყებს და ორივე არხის დეტალები გაირკვევა.

.

ნიკა გვარამია ამ დაპირისპირებაში ცხადია თავისსავე არხს მიემხრო და ციხიდან გავრცელებული განცხადებით მხარი მთავარი არხის გუნდს დაუჭირა, მაყურებელს კი მოუწოდა, ახალ გადაცემას დაელოდონ იგივე დღეს და ახალ წამყვანს უგულშემატკივრონ. ამით მან ირიბად გააკრიტიკა ვანოს გუნდი და არაფერი უთქვამს მათ საქებრად. თამუნა ლეკვეიშვილმაც დაწერა, რომ სამწუხაროა მისი კოლეგების რეაქციები.

.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ კი გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ვანოს შოუს გუნდის გვერდით გაწევა უსამართლობაა და მათი წვლილი არ უნდა დაივიწყონ.

.

ნოდარ მელაძემ დაწერა, რომ თუ მთავარი არხის რეიტინგს ვანოს შოუს იუმორისტული გუნდი აშენებდა, „ეტყობა ამ დროს ჩვენ მატყლს ვჩეჩავდით“-ო. ინგა გრიგოლიამაც დაწერა, რომ ვანოს შოუს ეთერის გარეშე დატოვება წარმოუდგენელი იქნებოდა, ამდენად მთავარ არხს არ უნდა გაკვირვებოდა, რომ თავის გადასარჩენად გუნდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო.

.

თავად ვანო ჯავახიშვილი ამბობს, რომ თუ მთავარზე დარჩებოდა, იქ მხოლოდ ვანოს შოუ შენოარჩუნდებოდა, სხვა გადაცემები და გუნდის დანარჩენი წევრები კი უსამსახუროდ დარჩებოდნენ. ამდენად, მათი გადაწყვეტილებით, არჩიეს ტვ პირველის შემოთავაზება მიეღოთ და სრული გუნდი ერთიანობის შესანარჩუნებლად ტვ პირველზე გადასულიყო.

.


* * *

„სული დამეწვა, საცოდაობაა... გერმანიაში ვარ და მინდა მოგიყვეთ“


image.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, დიმიტრი ცინცაძის სახელოდის ფონდის ხელმძღანელი კახა ჯანაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიასა და საქართველოს შორის პარალელს ავლებს და საინტერესო მინიშნებებს აკეთებს. ის წერს, რომ წამალი, რაც გერმანიაში 100 ევროდ იყიდება, საქართველოში 400 ევრო ღირს და ონკოპაციენტებისთვის არც კი ფინანსდება.

.

„მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. ვიმყოფები ევროკავშირიში, კერძოდ გერმანიაში. მინდა მოგიყვეთ, აქაური ამბები. 27 აგვისტოდან აქ ვარ და ვაკვირდები ყველაფერს, კრიტიკული თვალით. იცით, რომ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დირექტორი ვარ. (ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებული 0-18 წლემდე ბავშვების, ჟურნალისთა გაერთიანება.)
.
მიკავშირდება ჩემი მოადგილე, ეკა ნონიაშვილი თბილისიდან და ერთ-ერთი ბავშვისთვის, მთხოვა გავიგო ერთ ერთი წამლის შესახებ. მე, რა თქმა უნდა, მივდივარ ბერლინის ერთ-ერთ პრესტუჟულ აფთიაქში და ვითხოვ ამ წამალს. წამალი მალევე მოძებნეს, მაგრამ მომთხოვეს ექიმის რეცეპტი. მე ვუთხარი, რომ რეცეპტს, საქართველოდან გამოვაგზავნინებდი, მაგრამ აქ დაიწყო მთავარი... ამ ქალბატონმა, მითხრა, რომ რადგან საქართველო არ იყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ წამალს, ქართველი ექიმის მიერ გაცემული რეცეპტით, ვერ გასცემდა, რომლის ღირებულებაც 100 ევროს არ სცდებოდა. საქართველოში კი, (თუ საერთოდ იშოვნე ეს წამალი), ფასი ოთხჯერ ძვირია. 100 ევრო, ხომ 300 ლარს სცდება .ახლა, გაამრავლეთ ოთხზე. საცოდაობაა, რომ ჩვენი ხალხი, ასე იტანჯება, ყველაფერში. აქ კი, ეს წამალი, ნებისმიერი ონკოპაციენტისთვის - უ ფ ა ს ო ა ! დაზღვევა უნაზღაურებს, სრულ კურსს! მერე, საქართველოში გაჰკივიან, რომ ევროკავშირი სატანისტების და სოდომის და გომორის ხელშიაო.
ახლა მოგიყვებით, რა ხდება აქ.
.
ხალხი, დილის 6:00 საათზე იწყებს მუშაობას. ყველაფერი წამებშია გათვლილი. ყველაფერი მოვლილი და ზედმიწევნითაა შექმნილი და გაკეთებული. ურბანიზაცია ისეა გათვლილი, რომ თითქმის ყველა სახლის წინ, მოვლილი და დაპიწკინებული სკვერები და ბავშვის სათამაშო მოედნებია. გზებზე, ყველას, ველოსიპედისტებს, მანქანებს, ტრამვაის და ავტობუსებს თავისი სავალი ხაზი და ბილიკი აქვთ. დედა, ან მამა, ტრასაზე მიდის ველოსიპედით, თავის ზოლში და უკან, წიწილებივით მიჰყვებიან, 4-5 წლის შვილები, პატარა ველოსიპედებით. მეტრო მუშაობს ყველგან, როგორც ბერლინში, ისე მის შემოგარენში. ქალი, კაცი, მოხუცი, ბავშვი და თქვენ წარმოიდგინეთ ცხოველები და ფრინველებიც კი ბედნიერები არიან. ყველა იღიმის და ტკბება ცხოვრებით. ქალაქში, არ ისმის მანქანის საყვირების ხმა. ისმის მხოლოდ ეკლესიის ზარების რეკვა და სასწრაფოების საყვირის ხმა. არავინ არ იგინება, აქ რატომ ჩამიჭერი გზა ბოჭოო, ან რატომ გამკარი მხარიოო. ბოდიშს მოგიხდიან, გაგიღიმებენ თავაზიანად და ასე ტკბილად დაგშორდებიან, იმის მიუხედავად, რომ ბერლინში, ძალიან ბევრი სხვა ერისა და რჯულის ადამიანი ცხოვრობს. ქუჩაში შემხვდა უამრავი ეტლით მოსარგებლე შშმ პირი, რომლის მსგავსი, საქართველიში არ მინახავს, არასდროს. განა იმიტომ, რომ არ არსებობენ? იმიტომ, რომ საქართველოში მათთვის სათანადოდ არ არის მოწყობილი გზები. ერთმა შშმ პირმა, ღილაკიანი ეტლით, ისეთმა თავდაჯერებულმა ჩამიქროლა, გაოგნებული ვუყურებდი. არ მეჯერა, ასეთ მდგომარეობაში, ადამიანები თუ თვითონ დადიოდნენ სუპერ მარკეტში საყიდლებზე, მეტროში, ტრანსპორტში, ექიმთან და ყველგან, საერთოდ.
.
ახლა ვიმყოფები ბერლინიდან 30 კილომეტრში, ისტორიულ ქალაქ პოტსდამში .აქედან მიწევს, თითქმის ყოველ დღე ბერლინში ჩასვლა. მეტროთი დავდივარ .35 წუთში ჩადის. ვაგონები მოწყობილია ყველა სეგმენტზე გათვლით. შშმ პირებისთვის, ველოსიპედისტებისთვის (რომ ველოსობედით დადგეს ვაგონში და ხელი არავის შეუშალოს) ერთ ერთი ასეთი მგზავრობის დროს, 40 წლამდე მამაკაცი შემოვიდა ორ პატარა გოგონასთან ერთად. ერთი გოგონა 11 წლის იქნებოდა მეორე კი 3 -ის. ძალიან მოუსვენარი ბავშვები იყვნენ. ეს 11 წლის გოგონა, მეტროს სახელურზე დაეკიდა და ვარჯიში დაიწყო. . პატარაც აქეთ -იქით დახტოდა და დარბოდა. მამა, ძალიან მშვიდად უყურებდა. არ დაუტუქსავს, არც ერთი. არც ვაგონში გამოუთქვამს ვინმეს პრეტენზია, ამ ბავშვების ქცევაზე. იმ დონეზეა, ბავშვთა უფლებები დაცული, ყველა მომღიმარი სახით უყურებდა, ამ პატარებს. მე წარმომიდგა თვალწინ საქართველოში რა მოხდებოდა...ჩემი თვალით მინახავს, თბილისში, დედის თვალწინ, ბავშვი წაქცეულა, ნაცვლად მოფერებისა, დედას ცემა და ლანძღვა დაუწყია, ამ საცოდავი ბავშვის... ეს იმიტომ ხდება, რომ აქ, ნერვები ყველას წესრიგში აქვს, სანერვიულო არ აქვთ, რით გამოკვებონ შვილები, კომუნალური როგორ იხადონ.
ჩვენთან კი დედა, პურს და შაქარს, ხელფასიდან-ხელფასამდე, ვალად იღებს, შვილებისთვის...
.
შევედი სუპერ მარკეტში, ვიყიდე წყალი და დავდექი სალაროსთან რიგში. ჩემს წინ ვიღაც მამაკაცს ძალიან ბევრი პროდუქტი ჰქონდა. ყველაფერი თითქმის. ხორცი, ყველი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, კარაქი, ნამცხვრები, ხილი, ლუდი შეკვრით, წყალი და რავიცი კიდევ რა აღარ. ოთხი დიდი პარკი გაავსო. მეგონა, რომ ერთი 900 ევროს ეტყოდა მოლარე და ამ ყველაფრის ფასი 79 ევრო იყო. დედის სულს გეფიცებით, ცრემლები მომადგა თვალებზე. (ეს 79 ევრო ამათთვის არის, როგოც ჩვენთვის 7 ლარი.) წარმომიდგა თვალწინ, ჩვენი უამრავი გაჭირვებული ადამიანი, რომლებსაც ხორცი და რძის ნაწარმი ენატრება და თვეებია თვალითაც არ უნახავს. განა შემშურდა, ჩემი ბედკრული ქართველი ხალხის გამო, სული დამეწვა, როგორ არ უნდა იყოს როდესმე მათვისაც, ნორმალური ცხოვრება.
.
მითხარით ახლა, რომ ევროკავშირი, ამერიკა და ნატო არ არის კარგი! მითხარით, რომ ჩვენი მტრები არიან! მითხარით, რომ ჩვენს სამშობლოს, ეს ყველაფერი არ სჭირდება!
საქართველოს გადარჩენა ნატოში და ევროკავშირშია, ჩემო მეგობრებო!!! - წერს კახა ჯანაშვილი.
.
.
,

* * *

დედოფლისწყაროში 5 წლის ბიჭი ავტომანქანას შეუვარდა და ადგილზე დაიღუპა


image


უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. სტუმრად მყოფი 5 წლის ბავშვი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სოფელ ზემო ქედში ბიჭი ორღობიდან ცენტრალურ გზაზე ე.წ. სკუტერით მიგორავდა, რა დროსაც სავალ ნაწილზე გადავიდა. მაგისტრალზე მიმავალმა მძღოლმა შეჩერება სცადა, თუმცა მოზარდს დაეჯახა.


თვითმხილველების განმარტებით, მძღოლმა ბავშვი სასწრაფო დახმარების შენობაში თავადვე გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


სოფელ ზემო ქედში დედოფლისწყაროს ტელევიზიასთან ამბობენ, რომ ოჯახი ლანჩუთიდან, ზემო ქედში გარდაცვლილი ბიძის სუფრაზე დასასწრებად ჩავიდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელი ხათუნა აგლაძე ამბობს, რომ დაშავებული ბიჭის სიკვდილი სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე დააფიქსირეს და მისი დედოფლისწყაროში, კლინიკაში გადაყვანა აღარ მომხდარა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დედოფლისწყაროს ტელევიზიას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ავტომანქანის მძღოლი ნასვამი არ ყოფილა და მას მარტოხელა ბებიასთან საკვები მიჰქონდა.

.

* * *

დაკავება დედოფლისწყაროში - ზემო ქედში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1962 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
.
პოლიციამ დ.კ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
.
შემთხვევა ზემო ქედის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მამაკაცი დაშავებულს ავტომანქანით წაყვანას სთხოვდა, რაზეც უარის მიღების შემდგომ გულმკერდის არეში დანა დაარტყა.
0
325
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0