x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთში მოზარდმა 8 ბიჭი გააუპატიურა
image

საგამოძიებო კომიტეტი ამოწმებს მოზარდის მონაცემებს, რომელმაც ხაბაროვსკის მხარეში 8 ბიჭი გააუპატიურა. ხაბაროვსკის რაიონში 13 წლის მოზარდი ბავშვებს მიმართ გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა და აუპატიურებდა. პორტალ Amur Mash-ის ინფორმაციით, პატარა მანიაკის მსხვერპლი სულ მცირე რვა ბიჭი გახდა.


საგამოძიებო კომიტეტმა ამ შოკისომომგვრელი ინფორმაციის შემდეგ დაიწყო მისი შემოწმება.


ეს ამბავი მოხდა სოფელ უკტურში, სადაც დაახლოებით ორი ათასი ადამიანი ცხოვრობს. იქ, დიდი ხნის განმავლობაში, არტიომი (სახელი შეცვლილია) დაუსჯელად სჩადიოდა სისასტიკეს, სანამ საბოლოოდ ყველაფერი შემთხვევით არ გამოვლინდა. ფაქტია, რომ სკოლის მოწაფეს განსაკუთრებული ფეტიში ჰქონდა – ის არა მხოლოდ ბავშვებს აუპატიურებდა, არამედ ყველაფერს კამერით იღებდა. სწორედ ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი.



მოზარდს ტელეფონი დაეკარგა, რომელიც მოგვიანებით ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა. კეთილმა ადამიანმა გადაწყვიტა გადაეხედა მისი შეინაარსისთვის, რომ დაებრუნებინა იგი მფლობელისთვის და უკიდურესად შოკირებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა ბავშვთა პორნოები ბიჭუნების მონაწილეობით.


მან გაჯეტი მაშინვე ადგილობრივ პოლიციას გადასცა. საქმით თანამშრომლები დაინტერესდნენ და ჭორებიც სოფელში უმალ გავრცელდა.


მოგვიანებით გაირკვა, რომ არტიომი შვიდი წლის დისშვილსაც აიძულებდა სექსს. მეტიც, ამ სცენას სავარაუდოდ მისი ძმა შეესწრო, მაგრამ მოზარდის მუქარის გამო იძულებული გახდა გაჩუმებულიყო. შედეგად, მას შემდეგ რაც სოფელში საშინელი ამბის დეტალები გახდა ცნობილი, არტიომის მშობლებს სოფლიდან წასვლა და შვილის გარიდება მოუწიათ. თუმცა, ადგილობრივი მცხოვრებლები ამას არ დასჯერდენენ და არტიომის ოჯახის სახლი გადაწვეს.


ადგილობირვები ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი რამის ეშინიათ - არასრულწლოვანი დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს, რადგან სხვა ქალაქიდანაც აგრძელებს მსხვერპლთა მიმართ მუქარის წერას.

საბედნიეროდ, ამ ამბავს უკვე იძიებს პოლიცია, 13 წლის ბიჭის უკანონო ქმედებებზე შემოწმება დაიწყო.

1
391
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
391
  
2022, 5 სექტემბერი, 23:24
რაშისტანი.
0 1 1