საზოგადოება area.ge - მოითხოვე იპოთეკური სესხი ონლაინ 2022, 5 სექტემბერი, 17:01
თუ უძრავი ქონების ყიდვას აპირებ, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდე, რომ უძრავი ქონების ყველაზე მრავალფეროვანი პლატფორმა ბინების უდიდესი არჩევანით არის area.ge.
არეას საიტზე თავს იყრის ყველა ტიპის გასაყიდი ქონება მთელი საქართველოს მასშტაბით. მაძიებელს აქ შეუძლია ნახოს როგორც ძველი აშენებული ბინები, ასევე მშენებარე პროექტები და ახალაშენებული, დასრულებული ბინები. არეა ქართულ ბაზარზე „მოთამაშე“ თითქმის ყველა წამყვანი დეველოპერულ კომპანიის პარტნიორია. სწორედ ამიტომ area.ge -ზე გეძლევათ საშუალება დეტალურად დაათვალიეროთ მშენებარე პროექტები და შეიძინოთ საუკეთესო პირობებით. საიტზე აუცილებლად იპოვით ისეთ ბინას, რომელიც თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, არეაზე წარმოდგენილი ქონების უდიდესი არჩევანი ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას. მართალია, არჩევანი დიდია, მაგრამ ფინანსური შესაძლებლობები ხანდახან ვერ სწვდება მოთხოვნებს. თუმცა, უძრავი ქონება ისეთი შენაძენია, რისთვისაც არ ღირს დანანება. როცა არსებობს ისეთი შესაძლებლობა, როგორიც იპოთეკური სესხია, ნამდვილად არ უნდა დაიხიოთ უკან და უნდა შეიძინოთ ისეთი სახლი, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ყოველწლიურად არ ხდება, ამიტომ ჯობს ერთხელ გადაიხადოთ მეტი და შემდეგ ბედნიერად იგრძნოთ თავი, ვიდრე იყიდოთ და ინანოთ. არეა ამ კუთხითაც ზრუნავს მომხმარებლებზე და მსურველებს აძლევს საშუალებას იპოთეკური სესხი, არა ბანკში მისვლით, არამედ სახლიდან გაუსვლელად, პირდაპირ არეას საიტიდან მოითხოვონ. დიახ, აღარაა საჭირო ფილიალებში რიგებში საათობით დგომა იმისთვის, რომ მოითხოვოთ იპოთეკური სესხი ქონების შესაძენად. შეარჩიეთ ბინა area.ge-ზე გადადით იპოთეკური სესხის მოთხოვნის გვერდზე, შეავსეთ აპლიკაცია პირადი ინფორმაციით და ონლაინ გააგზავნეთ მოთხოვნა ერთდროულად სამ - თიბისი, საქართველოს და ტერა ბანკებში. გასათვალისწინებელია, რომ იპოთეკური სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე არ გაიცემა, თუმცა შემოსავლების დადასტურება არ ნიშნავს მხოლოდ ოფიციალურად დარიცხული ხელფასის არსებობას. შესაძლებელია, სესხის მოთხოვნისას, შემოსავლების დამადასტურებლად წარდგენილ იქნეს ფულადი გზავნილების, ჩარიცხვებისა ან/და გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იპოთეკური სესხის მისაღებად აუცილებელია ქონების უზრუნველყოფა. იპოთეკით შეიძლება დატვირთოთ უკვე მფლობელობაში არსებული ქონება, ან ის, რომლის შეძენასაც ამ სესხით აპირებთ. იპოთეკური სესხის აღებისას, ხშირ შემთხვევაში აუცილებელია თანამონაწილეობა, მინიმალური თანამონაწილეობა თანხის 10%-შეადგენს. თუმცა, რაც უფრო მაღალია თანამონაწილეობის პროცენტი, მით უფრო უკეთეს პირობებში შეუძლია აიღოს მომხმარებელმა სესხი. რაც შეეხება იპოთეკური სესხის ვადას, ეს საკითხი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომხმარებლის საჭიროებაზე, თუმცა, სესხის მაქსიმალური ვადა 20 წლით განისაზღვრება. ბინის შეძენა არეასთან ერთად ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. ეწვიეთ საიტს area.ge, შეარჩიეთ ქონება, გააგზავნეთ სესხის მოთხოვნა ონლაინ და გადადით ახალ სახლში ბედნიერი წლების გასატარებლად. R 9 1-ს მოსწონს
|