სხვა "მითხარით ახლა, რომ ევროკავშირი, ამერიკა და ნატო არ არის კარგი! მითხარით, რომ ჩვენი მტრები არიან!" -კახა ჯანაშვილი 2022, 5 სექტემბერი, 14:15 დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დირექტორი და ტელეოპერატორი კახა ჯანაშვილი გერმანიაში მიღებულ შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელში აზიარებს:
"მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. ვიმყოფები ევროკავშირიში, კერძოდ გერმანიაში. მინდა მოგიყვეთ, აქაური ამბები. 27 აგვისტოდან აქ ვარ და ვაკვირდები ყველაფერს, კრიტიკული თვალით. იცით, რომ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დირექტორი ვარ.( ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებული 0-18 წლემდე ბავშვების, ჟურნალისთა გაერთიანება.)
მიკავშირდება ჩემი მოადგილე “ეკა ნონიაშვილი თბილისიდან და ერთ-ერთი ბავშვისთვის, მთხოვა გავიგო ერთ ერთი წამლის შესახებ. მე, რა თქმა უნდა, მივდივარ ბერლინის ერთ-ერთ პრესტუჟულ აფთიაქში და ვითხოვ ამ წამალს. წამალი მალევე მოძებნეს, მაგრამ მომთხოვეს ექიმის რეცეპტი. მე ვუთხარი, რომ რეცეპტს, საქართველოდან გამოვაგზავნინებდი, მაგრამ აქ დაიწყო მთავარი...ამ ქალბატონმა, მითხრა, რომ რადგან საქართველო არ იყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ წამალს, ქართველი ექიმის მიერ გაცემული რეცეპტით, ვერ გასცემდა, რომლის ღირებულებაც 100 ევროს არ სცდებოდა. საქართველოში კი, (თუ საერთოდ იშოვნე ეს წამალი), ფასი ოთხჯერ ძვირია. 100 ევრო, ხომ 300 ლარს სცდება .ახლა, გაამრავლეთ ოთხზე. საცოდაობაა, რომ ჩვენი ხალხი, ასე იტანჯება, ყველაფერში. აქ კი, ეს წამალი, ნებისმიერი ონკოპაციენტისთვის -უ ფ ა ს ო ა ! დაზღვევა უნაზღაურებს, სრულ კურსს! მერე, საქართველოში გაჰკივიან, რომ ევროკავშირი სატანისტების და სოდომის და გომორის ხელშიაო. ახლა მოგიყვებით, რა ხდება აქ. ხალხი, დილის 6:00 საათზე იწყებს მუშაობას. ყველაფერი წამებშია გათვლილი. ყველაფერი მოვლილი და ზედმიწევნითაა შექმნილი და გაკეთებული. ურბანიზაცია ისეა გათვლილი, რომ თითქმის ყველა სახლის წინ, მოვლილი და დაპიწკინებული სკვერები და ბავშვის სათამაშო მოედნებია. გზებზე, ყველას, ველოსიპედისტებს, მანქანებს, ტრამვაის და ავტობუსებს თავისი სავალი ხაზი და ბილიკი აქვთ. დედა, ან მამა, ტრასაზე მიდის ველოსიპედით, თავის ზოლში და უკან, წიწილებივით მიჰყვებიან, 4-5 წლის შვილები, პატარა ველოსიპედებით. მეტრო მუშაობს ყველგან, როგორც ბერლინში, ისე მის შემოგარენში. ქალი, კაცი, მოხუცი, ბავშვი და თქვენ წარმოიდგინეთ ცხოველები და ფრინველებიც კი ბედნიერები არიან. ყველა იღიმის და ტკბება ცხოვრებით. ქალაქში, არ ისმის მანქანის საყვირების ხმა. ისმის მხოლოდ ეკლესიის ზარების რეკვა და სასწრაფოების საყვირის ხმა. არავინ არ იგინება, აქ რატომ ჩამიჭერი გზა ბოჭოო, ან რატომ გამკარი მხარიოო., ბოდიშს მოგიხდიან, გაგიღიმებენ თავაზიანად და ასე ტკბილად დაგშორდებიან, იმის მიუხედავად, რომ ბერლინში, ძალიან ბევრი სხვა ერისა და რჯულის ადამიანი ცხოვრობს. ქუჩაში შემხვდა უამრავი ეტლით მოსარგებლე შშმ პირი, რომლის მსგავსი, საქართველიში არ მინახავს, არასდროს. განა იმიტომ, რომ არ არსებობენ? იმიტომ, რომ საქართველოში მათთვის სათანადოდ არ არის მოწყობილი გზები. ერთმა შშმ პირმა, ღილაკიანი ეტლით, ისეთმა თავდაჯერებულმა ჩამიქროლა, გაოგნებული ვუყურებდი. არ მეჯერა, ასეთ მდგომარეობაში, ადამიანები თუ თვითონ დადიოდნენ სუპერ მარკეტში საყიდლებზე, მეტროში, ტრანსპორტში, ექიმთან და ყველგან, საერთოდ. ახლა ვიმყოფები ბერლინიდან 30 კილომეტრში, ისტორიულ ქალაქ პოტსდამში .აქედან მიწევს, თითქმის ყოველ დღე ბერლინში ჩასვლა. მეტროთი დავდივარ .35 წუთში ჩადის. ვაგონები მოწყობილია ყველა სეგმენტზე გათვლით. შშმ პირებისთვის, ველოსიპედისტებისთვის (რომ ველოსობედით დადგეს ვაგონში და ხელი არავის შეუშალოს) ერთ ერთი ასეთი მგზავრობის დროს, 40 წლამდე მამაკაცი შემოვიდა ორ პატარა გოგონასთან ერთად. ერთი გოგონა 11 წლის იქნებოდა მეორე კი 3 -ის. ძალიან მოუსვენარი ბავშვები იყვნენ, ეს 11 წლის გოგონა, მეტროს სახელურზე დაეკიდა და ვარჯიში დაიწყო. . პატარაც აქეთ -იქით დახტოდა და დარბოდა. მამა, ძალიან მშვიდად უყურებდა. არ დაუტუქსავს, არც ერთი. არც ვაგონში გამოუთქვამს ვინმეს პრეტენზია, ამ ბავშვების ქცევაზე. იმ დონეზეა, ბავშვთა უფლებები დაცული, ყველა მომღიმარი სახით უყურებდა, ამ პატარებს. მე წარმომიდგა თვალწინ საქართველოში რა მოხდებოდა...ჩემი თვალით მინახავს, თბილისში, დედის თვალწინ, ბავშვი წაქცეულა, ნაცვლად მოფერებისა, დედას ცემა და ლანძღვა დაუწყია, ამ საცოდავი ბავშვის... ეს იმიტომ ხდება, რომ აქ, ნერვები ყველას წესრიგში აქვს, სანერვიულო არ აქვთ, რით გამოკვებონ შვილები, კომუნალური როგორ იხადონ. ჩვენთან კი დედა, პურს და შაქარს, ხელფასიდან-ხელფასამდე, ვალად იღებს, შვილებისთვის...
შევედი სუპერ მარკეტში, ვიყიდე წყალი და დავდექი სალაროსთან რიგში. ჩემს წინ ვიღაც მამაკაცს ძალიან ბევრი პროდუქტი ჰქონდა. ყველაფერი თითქმის. ხორცი, ყველი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, კარაქი, ნამცხვრები, ხილი, ლუდი შეკვრით, წყალი და რავიცი კიდევ რა აღარ. ოთხი დიდი პარკი გაავსო. მეგონა, რომ ერთი 900 ევროს ეტყოდა მოლარე და ამ ყველაფრის ფასი 79 ევრო იყო. დედის სულს გეფიცებით, ცრემლები მომადგა თვალებზე. (ეს 79 ევრო ამათთვის არის, როგოც ჩვენთვის 7ლარი.) წარმომიდგა თვალწინ, ჩვენი უამრავი გაჭირვებული ადამიანი, რომლებსაც ხორცი და რძის ნაწარმი ენატრება და თვეებია თვალითაც არ უნახავს. განა შემშურდა, ჩემი ბედკრული ქართველი ხალხის გამო, სული დამეწვა, როგორ არ უნდა იყოს როდესმე მათვისაც, ნორმალური ცხოვრება.
მითხარით ახლა, რომ ევროკავშირი, ამერიკა და ნატო არ არის კარგი! მითხარით, რომ ჩვენი მტრები არიან! მითხარით, რომ ჩვენს სამშობლოს, ეს ყველაფერი არ სჭირდება! საქართველოს გადარჩენა ნატოში და ევროკავშირშია, ჩემო მეგობრებო!!!" 202 3-ს მოსწონს
|