მსოფლიო
ორატორი და პო@ნოვარსკვლავი: რა აკავშირებდათ ერთმანეთთან სინამდვილეში ჟირინოვსკის და ჩიჩოლინას
2022, 5 სექტემბერი, 14:25
რუსეთის "ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის", ვლადიმერ ჟირინოვსკისა და იტალიელი პორნომსახიობის, ჩიჩოლინას ერთობლივი ფოტოები ალბათ, ბევრს უნახავს, თუმცა უმრავლესობამ არ იცის რა აკავშირებდა ამ ორ ეპატაჟურ და ექსტრავაგანტულ პიროვნებას ერთმანეთთან.
ვლადიმერ ჟირინოვსკი იყო პოლიტიკოსი, რომლის შესახებ ლეგენდები დადიოდა – დიდწილად მისი გესლიანი ენისა და არაორდინარული ქმედებების გამო. პოლიტიკოსის კარიერაში ბევრი ნათელი მომენტი იყო, თუმცა დღეს, 1995 წლის ისტორიაზე მოგიყვეთ.
მაშინ მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ცნობილი იტალიელი პორნოვარსკვლავი, ილონა სტალერი იგივე ჩიჩოლინა ჩავიდა. ვლადიმერ ჟირინოვსკი მას პირადად შეხვდა და დრო ერთად შესანიშნავადაც გაატარეს: ისინი ფოტოგრაფებისთვის პოზირებდნენ, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდნენ, მოკლედ დროს უქმად არ კარგავდნენ.
იყო რამდენიმე პიკანტური მომენტიც. მაგალითად, ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ მას ჩიჩოლინასგან შვილი სურდა, ხოლო პორნო-ვარსკვლავმა "რლდპ"-ის უცვლელ ლიდერს "ძალიან საყვარელი ცხოველი" უწოდა.
ბევრს აინტერესებს: რა საერთო შეიძლება ჰქონდა პოლიტიკოსსა და პორნომსახიობს. გპასუხობთ: ჩიჩოლინა - იტალიის პარლამენტის ყოფილი დეპუტატია. დიახ, დიახ, არ მოგესმათ, ესეთებიც ხდება. პოლიტიკაში "ზრდასრული ფილმების" ვარსკვლავმა არა ერთი ან ორი წელი გაატარა, არამედ სტალერმა მას ცხოვრების უმეტესი ნაწილიც კი მიუძღვნა.
მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი მიზეზი, რაც ჟირინოვსკის და ჩიჩოლინას აერთიანებს. ის, "რლდპ"-ის ლიდერის მსგავსად, თავისი ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებებით იყო ცნობილი. მაგალითად, ერთხელ ჩიჩოლინამ ისიც კი თქვა, რომ "ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შესანარჩუნებლად ის ერაყის დიქტატორ სადამ ჰუსეინთან სიყვარულითაც კი დაკავდებოდა".