ბიოგრაფია რიში კაპურს 70 წელი შეუსრულდებოდა 2022, 4 სექტემბერი, 17:40 ![]() ინდური კინო არის ნათელი ფერების, მუსიკისა და ცეკვების ფეიერვერკი. თავგადასავალი და სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. ამ სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წარმომადგენელი იყო რიში კაპური, ბოლივუდის ლეგენდარული დამფუძნებელის, რაჯ კაპურის და ცნობილი დინასტიის მემკვიდრე. მან პოპულარობით აჯობა თავის ძმებს. იგი დაიბადა ბომბეიში, 1952 წლის 4 სექტემბერს. ![]() მან პირველი სრულფასოვანი როლი მიიღო მამის ფილმში "ჯამბაზია ჩემი სახელი" 1963 წელს, როდესაც ბიჭი მხოლოდ 11 წლის იყო. სურათი ეკრანებზე მხოლოდ 1970 წელს გამოვიდა. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რიში კაპურმა 18 წლის ასაკში მიიღო ეროვნული კინოს პრემია. მაგრამ ნამდვილი ფურორი მოხდინა შემდეგმა მელოდრამამ "ბობიმ", სწორედ ამ ფილმით გაიცნო საბჭოთა მაყურებელმაც რიში კაპური, რომელიც იქცა საბჭოთა კინოგაქირავებაში ყველა დროის ერთ-ერთ პოპულარულ ფილმად იქცა, სულ ნახა 62 მილიონმა მაყურებელმა, და ყველა დროს უცხოურ ფილმების რეიტინგში #6 ადგილი დაიკავა."ბობის" პოპულარობით მხოლოდ 1951 წელს გადაღებულმა მამის ფილმმა "მაწანწალამ" აჯობა.(მე-3 ადგილი) ![]() ![]() რიში კაპური გარდაიცვალა 2020 წლის 30 აპრილს. გარდაცვალების მიზეზი ლეიკემია იყო, რომელსაც ის 2018 წლის ოქტომბრიდან ებრძოდა. რაც შეეხება ოჯახს:რიში კაპური და მსახიობი ნეტუ სინგჰი დაინიშნენ 1979 წლის 13 აპრილს და დაქორწინდნენ 1980 წელს. მათ ორი შვილი შეეძინათ, მსახიობი რანბირ კაპური და მოდის დიზაინერი რიდიმა კაპურ საჰნი. ![]() 355 4-ს მოსწონს
|