შოუბიზნესი სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ 27 წლის ტელეწამყვანმა თავი მოიკლა ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე 2022, 4 სექტემბერი, 16:39 ![]() მომხიბვლელი ნინა პაჩოლკე კალათბურთს თამაშობდა სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში, 2017 წლიდან კი ის ვისკონსინის დილის ახალი ამბების წამყვანი იყო News 9-ზე. ![]() ის ოპტიმისტური პიროვნება იყო, კოლეგების განცხადებით, მისი სიცოცხლით სავსე ხალასი ხასიათი გადამდები იყო: "ის მზის პატარა ბურთულას ჰგავდა და მას საოცარი ღიმილი ჰქონდა “, -განაცხადა გარდაცვლილის დამ, კეიტლინ პაჩოლკემ . ![]() უფროსი დის კეიტლინ პაჩოლკეს თქმით, მისი და დანიშნული იყო. ნინა და მისი საქმრო კაილ ჰასე ორი წელია ერთად არიან. ნინამ და კაილმა 2020 წლის ნოემბერში დაკრძალვაზე გაიცნეს ერთმანეთი და 12 ოქტომბერს უნდა დაქორწინებულიყვნენ მექსიკაში, პლეა დელ კარმენში. ![]() ![]() „იყავი საკუთარ თავის (და სხვების) მადლიერი. ისაუბრეთ ცხოვრებაზე და წაახალისეთ სხვებიც, იპოვე დადებითი ყოველ დღეში. დაიმახსოვრე შენი "რატომ" და გჯეროდეთ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის." პოლიციამ დაადასტურა ტელეწამყვანის სუიციდი: „ვოსაუს პოლიციამ და მარათონის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ 27 წლის ნინა პაჩოლკემ თავი მოიკლა“. ამასთანავე გაავრცელა განცხადება:თუ თქვენ ან ვინმე ნაცნობი ფიქრობს თვითმკვლელობაზე, გთხოვთ, დაუკავშირდეთ 988 Suicide and Crisis Lifeline-ს აკრიფეთ 988, გაგზავნეთ „POWER“ კრიზისის ტექსტის ხაზში 741741, ან გადადით 988lifeline.org-ზე. 496 2-ს მოსწონს
|