x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრაზილიაში წყვილს ინტიმური განცხრომის დროს წაართვეს ბანდიტებმა მანქანა (ვიდეო)
image

წყვილს, რომელსაც სქესობრივი კავშირი ჰქონდა მანქანის უკანა სავარძელზე, სამწუხაროდ წარუმატებელი შესვენება ჰქონდათ, რადგან შუა განცხრომის დროს ავაზაკების სამკაციანი ჯგუფი მათ თავს დაესხა. Გაიტაცეს ავტომობილი და ქუჩაში შიშველი დატოვეს.



წყვილის ღამისეული განცხრომა ბრაზილიაში 17 აგვისტოს სათვალთალო კამერებმა დააფიქსირეს, როდესაც მანქანა წყნარ ქუჩაზე იყო გაჩერებული და მოვლენები მოულოდნელად სხვაგვარად წარიმართა. კარგად განათებულ გზაზე უკნიდან მანქანას მიუახლოვდა სამი ფიგურა. ისინი ძალით აღებენ მანქანის კარებს, ერთ-ერთი ბანდიტი საჭესთან ჯდება, მეორე კი მგზავრის მხარეს.


შიგ მჯდომი პიროვნება სასოწარკვეთილი ხელს მანქანიდან ყოფს და უშედეგოდ ცდილობს კარი დაკეტოს.რათა ქურდები სალონში არ მოხვდნენ. მოულოდნელად შოკირებული წყვილი მანქანის უკანა კარიდან ხტება, რა დროსაც ისინი სრულად შიშვლები არიან, ქურდი უკანა სავარძლიდან მათ ტანსაცმელს იღებს და წყვილის მიმართულებით ისვრის, შემდეგ კი ქურდები მანქანას იტაცებენ.



წყვილს, როგორც ვიდეოდან ჩანს, კი ჰქონდათ იმდენი სამოსი, რომ სასირცხვო ადგილები დაეფარად.



ინციდენტი კი მოხდა 17 აგვისტოს, თუმცა ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა ხუთშაბათს, 1 სექტემბერს.



ამ დროისთვის უცნობია, შეიტანეს თუ არა საჩივარი დაზარალებულებმა ან დააკავეს თუ არა დამნაშავეები.



ისე ქალ-ვაჟს გაუმართლა, რომ ასე იოლად გამოძვრნენ და არ დაზარალდნენ უფრო მძიმედ, რადგან World Population Review-ის მიხედვით ბრაზილიას მსოფლიოში მეშვიდე ადგილი უკავია დანაშაულის მაჩვენებელით და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ძალადობრივი დანაშაულის მიხედვით.




0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0