x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები - ერიკ-ემანუელ შმიტი

ბელგიის მოქალაქეობის მქონე ფრანგი ერიკ ემანუელ შმიტის ბიბლიოგრაფიაში მნიშვნელოვან ადგილს მისი მოთხრობა, “ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები” იკავებს, რომელიც თავდაპირველად პიესის სახით დაიწერა, შემდგომ კი ნაწარმოების სახით წარმოგვიდგა. Ნაწარმოებში მნიშვნელოვნადაა რეალური ისტორიის გამოძახილი, რადგან შმიდტმა ის მისი მეგობრის ბავშვობის ისტორიაზე დააფუძვნა.

ცამეტი წლის მომო (მწერლის მეგობრის პროტოტიპი) პარიზში, ცისფერ ქუჩაზე მცხოვრებ მოხუცს, იბრაჰიმს დაუმეგობრდება. Სწორად მოგეჩვენათ, სახელებიდან გამომდინარე მარტივად შეიძლება იმის მიხვედრა, რომ ნაწარმოები გარკვეულწილად რელიგიური ხასიათისაა, თუმცა მწერალი ზედმეტად გამოკვეთის გარეშე, მხოლოდ სახელების და მთავარი პერსონაჟების წარმოშობით ცდილობს დაგვანახოს ეს. Მომო ცდილობს მისი მოხუცი მეგობრის, ბატონი იბრაჰიმის ცხოვრება გაამრავალფეროვნოს, თუმცა არც მისი ცხოვრებაa მაინცდამაინც ფერებით სავსე. ის ცხოვრებას სევდიანი თვალებით უყურებს და არ ჰყავს ოჯახის წევრები გარშემო. არსებობს მოსაზრება, რომ მწერალმა მომოს თვალით იმიტომ წარმოგვიდგინა ნაწარმოების სიუჟეტი, რომ მის მსგავსად, მრავალი ადამიანის სევდით აღვსილი შეხედულება გაექარწყლებინა ცხოვრების მიმართ.

ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ცნობილი ფრანგი მწერლის ეს მარტივი ენით დაწერილი, მოკლე ნაწარმოები, რომელიც, როგორც თქვენგან რადიკალურად განსხვავებული ასაკის მქონე ადამიანთან დაახლოებაში, ასევე მსგავსი მეგობრული ურთიერთობების ჩაღრმავებასა და შეცნობაში დაგეხმარებათ.


image


0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკასულაძე
ნიკასულაძე
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0