x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პაოლო კოელიო - ალქიმიკოსი

როცა პაულო კოელიოს “ალქიმიკოსი” საქართველოში გატრენდდა, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, თუმცა წამოვიზარდე და როგორც ბევრ სხვა ქართველსა თუ უბრალოდ ლიტერატურის მოყვარულს, გამიჩნდა აღნიშნული წიგნის წაკითხვის სურვილი. არ ვნანობ რომ ამ სურვილს გავყევი. პირიქით, საკუთარი თვით-განვითარებისა და სწორი გეგმების დასახვის კარგი გაკვეთილიც მივიღე ბრაზილიელის ამ რომნის წაკითხვით და ვაღიარებ, ჩემთვის ფავორიტ ნაწარმოებთა საუკეთესო ათეულშიც შევიყვანდი მას. დღეს კი მინდა, აღნიშნული წიგნის სამყაროს კარის გაღებაში თქვენ გიდად წარვსდგე და იმის მოკლე შესავალი გაგიკეთოთ, თუ რა მოხდება ერთ დროს მწყემსი სანტიაგოს გარშემო.

ისტორია ახალგაზრდა ესპანელი სანტიაგოს განმეორებადი სიზმრით იწყება. სიზმარში ბიჭს თითქოს ერთგავრი წინათგრძნობა აქვს და სხვა ეუბნება, რომ განძის საძიებლად ეგვიპტის პირამიდებისაკენ უნდა გასწიოს. სწორედ სიზმრის გაანალიზების მცდელობიდან იწყება მისი თავგადასავალი და იქმნება მისი სხვა გმირებთან გადაკვეთის დასაბამი:

მამა: თუ ვინმეს ჰერმან ჰესეს “ზიდჰარტა” გაქვთ წაკითხული, ვფიქრობ, ზიდჰარტას და მამამისის ურთიერთობა რაღაცით ჰგავს სანტიაგოს და მამამისის ურთიერთობას. არცერთ მამას არ სურს საკუთარი შვილი მშობლიური სოფლიდან გაუშვას თავისი “ახალგაზრდული/ბავშვური” ოცნებების ასასრულებლად. მამების აზრით, როგორც სანტაიგოს, ასევე ზიდჰარტას უჯობთ სახლში დარჩნენ და საკუთარი წინაპრების, ნათესავებისა თუ მეზობლების საქმეს მისდიონ. გამორჩეულობა და ოცნებებისაკენ სწრაფვა ორივე მამისათვის უცხო ხილია, რადგან ორივე მათგანს ურჩევნია თავიანთმა ვაჟებმა ისევე შეინარჩუნონ ტრადიციული ფასეულობები და ინსტიტუტები, როგორც წლების განმავლობაში ისინი ახერხებდნენ ამას.

ბოშა: სანტიაგო ბოლომდე ეცდება გაიგოს თუ რა ნიშანს უგზავნის მას ღმერთი და ცდილობს ამ სიზმრის გაანალიზება-გაგებასათვის კომპეტენტური პირი მოძებნოს. იქნებ მართლაც განძის საძებნელად არის წასასვლელი... ბოშა ქალთან შეხვედრისა და სიზმრის სისწორეში დარწმუნების შემდეგ კი სანტაიგოს წასვლის სურვილი მძაფრდება და მისი ფიქრებს განძის არსებობა/აღმოჩენასთან დაკავშირებით ინტენსიური ხასიათი ეცემა. (“ცხოვრება იმით არის საინტერესო, რომ ერთ დღეს შეიძლება ყველა სიზმარი ახდეს.”)


მელქისედეკი: მელქისედეკი ერთი მოხუცი კაცია, რომელიც სანტიაგოს უჩვეულ მდგომარეობაში ხვდება. მის არსებობას მკითხველთა ნაწილი ბიბლიურ ალუზიად მიიჩნევს. სწორედ მელქისედეკის გამოჩენის დამსახურებაა, რომ, როგორც სანტიაგო, ასევე მკითხველი “პირადი ლეგენდის” კონცეფციას სწავლობს. ოცნების ბოლომდე გაყოლის სტრატეგიის სწავლების შემდეგ, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ მელქისედეკთან შეხვედრა სანტიაგოს პოტენციური თავგადასავლებისათვის საკვანძოა.

მეტს აღარ ვეცდები დაგასპოილეროთ და გირჩევთ, წაიკითხოთ პაულო კოელიოს ეს გამორჩეული რომანი, რომელიც მრავალ ქვეყანაში ბესტსელერად იქცა. შევჯერდები თქვენთვის მწირი ინფორმაციის მოცემას ამ ოთხი პერსონაჟის შესახებ, რათა მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ მათ შესახებ და აღარ გავაგრძელებ ინგლისელზე, ფატიმაზე ან თუნდაც ბროლის ვაჭარზე საუბარს.


image

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკასულაძე
ნიკასულაძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0