პროზა ბოლო ზარი - ლაშა ბუღაძე 2022, 3 სექტემბერი, 12:29 2020 წლის დასაყისში, როცა თანაკლასელის მერხზე თანამედროვე ქართველი მწერლის, ლაშა ბუღაძის “ბოლო ზარი” აღმოვაჩინე, გარეკნით დავინტერესდი. ვუყურებდი ბოლო ზარის პერანგზე გამოსახულ წარწერებსა თუ სიმბოლოებს. უეცრად წიგნის შინაარსითაც დავინტერესდი და უკანა ყდაზე არსებული აღწერილობიდან 3-4 წინადადება ამოვიკითხე. განსაკუთრებული არაფერი. წინა ყდის გარეკნიდანაც შემექმნა იმის გარკვეულწილი წარმოდგენა, რომ შინაარსი უმეტესწილად დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა თავგადასავლებს შეეხებოდა.1 წლის შემდეგ კი როცა ამ წიგნს მაღაზიაში წავაწყდი, უმალ გამიჩნდა მისი ყიდვის სურვილი. სახლში მისვლისთანავე შევუდექი წიგნის კითხვას. თუ რა შთაბეჭდილების ქვეშ შეიძლება მოექცეს თინეიჯერი და რატომ შეიძლება მოეწონოს ლაშა ბუღაძის “ბოლო ზარი”, ამაზე დღეს გესაუბრებით.
ამბის მთავრი გმირი 16 წლის დემურია, რომელიც საბურთალოზე ცხოვრების მიუხედავად, ვაკის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი ერთგვარი იმიჯის შეცვლის მცდელობაა. ამ დროს კი არ უნდა ვიკითხოთ მათი მშობლების შესახებ? ვინ და როგორნი არიან ისინი. იქნებ მათი ვინაობა და დამახასიათებელი ნიშნები ხელს უშლის თავიანთი ვაჟიშვილს გახდეს ის ვინც უნდა… დემურის დედა რუსული ენის სპეციალისტი და რუსი კლასიკოსი მწერლების, ტოლსტოის, დოსტოევსკის და სხვების დიდი მოტრფიალეა, რომელიც “დაკაცების” ბილიკზე მიმავალ ვაჟს, როგორც ბევრი სხვა დედა, მუსიკაზე სიარულს აძალებს. მამაზე განსაკუთრებული არაფერი, გარდა იმისა რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს და ხშირად ოჯახის წევრებს არაერთგვაროვან “მისიებს” უწესებს. უი ხო, დემურის მუსიკის მასწავლებელს რუსიკო ჰქვია, ვისზეც ბევრს ვერაფერს გეტყვით (trying to avoid spoilers)... ოჯახზე ბევრი სხვა რამის თქმა ამჟამად არც შემიძლია, გარდა იმისა რომ დემურის დედ-მამის სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება მათი ერთადერთი შვილისადმი ნაწარმოების ბევრ ნაწილში ჩანს როგორც წარსულის გახსენებით, ასევე მომავალზე აპელირებით.
აი ოჯახის შემდეგ კი მთავარი დემურის სასკოლო გარემოა. მასწავლებლები, სკოლის დარაჯი, გაკვეთილები და რაც ყველაზე მთავარია, თინეიჯერები რომლებმაც 2000-იანებში ახლახანს შეაბიჯეს:
Bullies at school: 90-იანებში გაზრდილი თინეიჯერები, რომლებსაც სურთ მისაბაძ მაგალითებად იქცნენ როგორც თანატოლების, ასევე უმცროსკლასელების თვალში. ასაკით პატარა ბავშვისათვის სკოლის საპირფარეშოში საქმის გარჩევა და ხურდა ფულის მოპარვა მათთვის მარტივი გასართობია. ვფიქრობ, დემური ფიქრობს რომ მისი იმიჯის შესაცვლელად მსგავსი ტიპის ბიჭების გარემოცვაში ხშირად ყოფნა სულაც არაა ურიგო, რასაც სიუჟეტის მიმდინარეობისას გამოცდის კიდეც...
მეგობრები: ანდრიკო და ხურციძე თანატოლი ბიჭებისაგან და სკოლის მასისგან იმით განსხვავდებიან, რომ მაგალითად, სხვა უბნის ბიჭებთან ჩხუბის და “კაი ტიპად” გამოჩენის ინტერესი სულაც არ აქვთ. ისინი უფრო ახლად შემოსული ცუდი გრაფიკის მქონე ვიდეო თამაშებით გართობასა და ინტერნეტში ძრომიალით არიან გატაცებულნი. მიუხედავად იმისა რომ მთავარი გმირი ანდრიკოსთან და ხურციძესთან თავს არაკომფორტულად სულაც არ გრძნობს, მაინც უფრო გაბედულ და თამამ ბიჭებთან ახლოს ყოფნაზე ფიქრობს ერთ ადამიანთან დაახლოების მიზნით. ნინჩო და მისი მეგობრები: და აი ის ერთი ადამიანი, რომელზე ლაპარაკსაც წინა აბზაცის ბოლოს შევეცადე… გოგო, რომელიც დემურს უყვარს გარშემორტყმულია მასზე აღფრთოვანებული გოგოებისა თუ ბიჭების გარემოცვით. ზოგი მისთვის მალულად იბრძვის, ზოგი ვერ იტანს, ზოგსაც მართლაც უნდა მასთან მეგობრობა, რაც კიდევ უფრო ლამაზად შეფუთულს ხდის მის გარეკანს. ნინჩოს ცხოვრებისეულ თავგადასავლებსა და მთლიანად ნაწარმოების სიუჟეტის განვითარებაზე კი ასეთ ადამიანთა ტიპების ნინჩოს ახლო-მახლო არსებობა დიდ გავლენას ახდენს. აღარ განვიხილავ ნაწარმოებში გამოჩენილ სხვა ფენებსა თუ ჯგუფებს, რათა არ დაგასპოილეროთ და მართალია არც ისე მცირე, მაგრამ იმედი მაქვს, საინტერესო აღწერით გიტოვებთ თანამედროვე ქართველი მწერლის, ლაშა ბუღაძის 2004 წელს გამოცემულ “ბოლო ზარს”. P.S: ბოლო ზარიდან 10 წლის შემდეგ, ბევრი არაფერი შეცვლილა... 17 1-ს მოსწონს
|