x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ნებისმიერმა განათლებულმა ადამიანმა ეს გამოჩენილი პიროვნებები მარტივად უნდა ამოიცნოს

image


ისტორია წარმოგვიდგენს უდიდესი გენიოსების მეცნიერების, ფილოსოფოსების, პედაგოგების, თეოლოგებისა და ცნობილი ავტორების სახელებს. ყველა მათგანმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მეცნიერების, საზოგადოებისა და ზოგადად, პლანეტაზე ცხოვრების განვითარებაში, მაგრამ აი, რამდენად კარგად იცნობთ ამ უდიდეს გენიოსებს თქვენ, ამას უკვე ამ ტესტიდან გაიგებთ.




1. ვინ გამოაქვეყნა ფარდობითობის თეორია?


image


1. ალბერტ აინშტაინმა
2. ბილ ნაიმ


სწორი პასუხია! ალბერტ აინშტაინმა, მან ასევე წვლილი შეიტანა მეცნიერების ფილოსოფიაშიც.




2. ამ ინდოელმა ლიდერმა მსოფლიო არაძალადობრივ თეორიას აზიარა. ვინ იყო ეს ადამიანი?


image


1. მაჰათმა განდი
2. აქბარ I დიდი


სწორი პასუხია! მაჰათმა განდი, სწორედ განდის მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არაძალადობრივ დაუმორჩილებლობას ეფუძნებოდა ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა, განდი კი ინდოელმა ხალხმა ერის მამად და "დიად სულად" (Mahatma) აღიარა.




3. ეს ადამიანი უამრავი კლასიკური პიესისა და ლექსის ავტორი გახლავთ, ვინ არის ეს პიროვნება?

image


1. უილიამ შექსპირი
2. კრისტოფერ მარლო


სწორი პასუხია! უილიამ შექსპირი, ამ დიდებულმა დრამატურგმა და პოეტმა დაწერა ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა - "რომეო და ჯულიეტა", "მეფე ლირი", "ოტელო", "მაკბეტი", "ჰამლეტი" და სხვა.




4. ეს ცნობილი ორატორი და ფერადკანიანი მოქალაქეების უფლებების დამცველია, იცანით?


image


1. მარტინ ლუთერ კინგი
2. მალკოლმ იქსი


სწორი პასუხია! მარტინ ლუთერ კინგი, მან შეძლო რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა.




5. ვინ აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი?


image


1. ისააკ ნიუტონმა
2. იოჰან გუტენბერგმა


სწორი პასუხია! ისააკ ნიუტონმა, სწორედ ნიუტონი გახლავთ კლასიკური ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.




6. რომელმა მეცნიერმა წამოაყენა თეორია იმის შესახებ, რომ შავი ხვრელები წარმოადგენს გზას ალტერნატიული სამყაროსკენ?


image


1. ნილ დეგრას ტაისონმა
2. სტივენ ჰოკინგმა


სწორი პასუხია! სტივენ ჰოკინგმა, კემბრიჯელი ფიზიკო-თეორეტიკოსი გახლდათ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და გავლენიანი მეცნიერი, რომელიც ძირითადად კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში მოღვაწეობდა.




7. ეს ადამიანი ცნობილია თავისი მიღწევებით თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი - ხელოვნებაში, ინოვაციებსა და ანატომიაში, ვინ არის ეს პიროვნება?


image


1. მარკო პოლო
2. ლეონარდო და ვინჩი


სწორი პასუხია! ლეონარდო და ვინჩი, აღორძინების ხანის ამ იტალიელ გენიოსს არაერთი გამოგონება ეკუთვნის, მათ შორის პარაშუტი, არბალეტი, საფრენი აპარატის გეგმა, პროჟექტორი, ოქროს კვეთა და სხვა.



8. ეს ჩინელი ფილოსოფოსი ცხოვრებისა და ზნეობის შესახებ თავისი ბრძნული გამონათქვამებით არის ცნობილი, ვისზეა საუბარი?


image


1. კონფუციზე
2. ბუდაზე


სწორი პასუხია! კონფუციზე, ამ დიდ მოაზროვნეს სჯეროდა, რომ ადამიანს ფილოსოფიის წესების დაცვით, ყოველთვის შეუძლია როგორც საკუთარ თავთან, ასევე მის გარშემო არსებულ სამყაროსთანაც ჰარმონიაში ყოფნა.




9. ვინ იყო რეფორმაციის ინიციატორი და გერმანული პროტესტანტიზმის ფუძემდებელი?


image


1. ჯონ უესლი
2. მარტინ ლუთერი


სწორი პასუხია! მარტინ ლუთერი, 1517 წლის 31 ოქტომბერს ლუთერმა წამოაყენა "95 თეზისი" ინდულგენციების წინააღმდეგ (ჩვენებები ცოდვათა მიტევების შესახებ). ამ დოკუმენტის დაწერით იწყება რეფორმაცია და პროტესტანტიზმის ისტორია. "95 თეზისის" ძირითადი იდეა და მოტივი იყო ინდულგენციებით ვაჭრობის პრაქტიკისა და რომის პაპის ცოდვების მიტევების ექსკლუზიური უფლების კრიტიკა.




10. რომელ ფილოსოფოსს ეკუთვნის ეს ცნობილი გამონათქვამი - "ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ"..


image


1. რენე დეკარტს
2. დევიდ იუმს


სწორი პასუხია! რენე დეკარტს! ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი - ანალიტიკური გეომეტრიისა და თანამედროვე ალგებრული სიმბოლიზმის შემქმნელია.





0
743
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
743