განათლება ცნობილმა უკრაინელმა მსახიობმა 47 წლის ასაკში უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიის ფაკულტეტზე 2022, 2 სექტემბერი, 17:09 ცნობილმა უკრაინელმა მსახიობმა ირმა ვიტოვსკაიამ 47 წლის ასაკში გადაწყვიტა ოცნების ასრულება და ცოდნის მიღება ისტორიისა და არქეოლოგიის სფეროში. ამისთვის მან ეროვნული უნივერსიტეტი „ოსტროჟსკაიას აკადემია“ აირჩია, რადგან სჯერა უკრაინის ომში გამარჯვების და არ სურს საზღვარგარეთ სწავლა.
დამსახურებული არტისტი ეგრევე სამაგისტრო პროგრამით დაიწყებს სწავლას. შესაბამისი ინფორმაცია გამოჩნდა აკადემიის ვებგვერდზე . ვიტოვსკაიამ განაცხადა, რომ ახალგაზრდობაში ოცნებობდა გამხდარიყო არქეოლოგი, მაგრამ მსახიობად მუშაობის დროს მიხვდა, რომ მას სჭირდებოდა ცოდნა ამ სფეროში, ასევე ისტორიის ღრმა ცოდნა. „ახლა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩემს როლებში ხშირად ვაწყდები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდს. მსახიობი ამ ეპოქაში ცხოვრებისთვის კადრამდე დიდი ხნით ადრე უნდა მოემზადოს, დაეუფლოს იმდროინდელ ჩვევებს, რათა ეკრანზე ყველაფერი ორგანულად გამოიყურებოდეს. ამიტომ, მე ნამდვილად მსურს მაგისტრატურაში მნიშვნელოვანი ისტორიული პერიოდების შესწავლა, განსაკუთრებით შუა საუკუნეები და რენესანსის ხანა უკრაინაში, ”- განმარტა ვარსკვლავმა. ამასთანავე მან განმარტა, თუ რატომ აირჩია მსახიობმა ეს კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულება, იგი დაარწმუნებულია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს რუს დამპყრობლებზე, ამიტომ არც კი განიხილავს უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობას. პროდიუსერის, თეატრის და კინო მსახიობის ირმა ვიტოვსკიას შემოქმედებითი მოღვაწეობა იწყება კიევის ახლგაზრდულ თეატრში 1998 წლიდან, მისი დებიუტი კინოში შედგა 2000 წელს, შესრულებული აქვს 25-მდე კინოროლი, აქედან ყველზე დიდი პოპულარობა მოუპოვა კომედიურმა სერიალმა "ლესია+რომა"(2005-2007) 104 2-ს მოსწონს
|