სისხლის სამართალი "გასტროლიორების ბანდა", რომელიც მთელს საბჭოთა კავშირში იძებნებოდა - კრიმინალური არქივიდან 2022, 2 სექტემბერი, 15:36 1973 წლის მარტს, ორწლიანი ძებნის შემდეგ, მილიციამ დააკავა ყველაზე მცირერიცხოვანი ბანდა, რომელიც მოქმედებდა საბჭოთა კავშირის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მორიგი წარმატებული ძარცვის შემდეგ, იური კაზაკოვი და ვადიმ სიდოროვი ტრადიციულად იალტაში წავიდნენ დასასვენებლად, მაგრამ ამჯერად ზღვის პირას გრიალი ჩაეფუშათ. კაზაკოვი და სიდოროვი დაიბადნენ სვერდლოვსკის რაიონის პატარა ქალაქ ვერხნიაია ტურაში და გაიზარდნენ მუშათა კლასის ოჯახებში. ორივე ბავშვობის მეგობარი იყო და როცა წამოიზარდნენ, ორივეს სურვილი იყო ლამაზი და ხელგაშლილი ცხოვრება. 1971 წელს ქვეყნის ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "იღბლიანი ჯენტლმენები", კომედიამ ნამდვილი ფურორი მოახდინა, ხოლო ფრაზები და ციტატები ფილმიდან ნამდვილ ფოლკლორად იქცა. შესაძლოა დანაშაულებრივი და ქურდული მენტალობის პოპულარიზაციამ, რომელიც მთელ სურათს წითელი ხაზად გასდევს, გავლენა იქონია ახალგაზრდებზე, რომლებიც ამ ფილმს ადგილობრივ კლუბში უყურებდნენ. "Украл, выпил, в тюрьму" - მარტივი სქემა, რომლითაც კრიმინალები ცხოვრობენ, როგორც ჩანს, მოეწონა ორ მომავალ ბანდიტს. მათი "მოღაწეობა "ამავე 1971 წელს რიგაში იწყება, სადაც მათი პირველი სერიოზული „საბრძოლო ნათლობა“ შედგა. მანამდე ვერხნაია ტურას მეზობელ ქალაქებში წვრილმან ქურდობას ეწეოდნენ. იქ ჩადიოდნენ მატარებლით ან ავტობუსით, სწრაფად პოულობდნენ მსხვერპლს, თავში დარტყმით თიშავდნენ და ჯიბეებს უსუფთავებდნენ.მონაგარი მაქსიმუმი 20 მანეთი თუ იქნებოდა, ამის შემდეგ მაშინვე უკან ბრუნდებოდნენ, რათა ცხელი კვალზე დევნა არ მომხდარიყო. ფოტოზე: ქალაქ ვერხნაია ტურას ცენტრალური მოედანი მაგრამ ღარიბ საბჭოთა პროვინციას ვერ მოჰქონდა ბანდისთვის საკმარისი მოგება "ტკბილი ცხოვრებისთვის" - ხან მაქსიმალური თანხა 10 ან საერთოდ 1 მანეთი თუ იქნებოდა. ბანდიტები თანდათან ბრაზობდნენ, მეტი უნდოდათ. კაზაკოვმა და სიდოროვმა გადაწყვიტეს რადიკალურად გაეფართოებინათ თავიანთი კრიმინალური გასტროლების გეოგრაფია, რითაც თან "კრიმინალური ელიტის" რიგებში ჩაეწერებოდნენ. ბოლოს და ბოლოს, რევოლუციამდეც კი, გასტროლიორი ქურდები ან მარვიხერები(შენიშვნა: ასე უწოდებდნენ ჯიბის ქურდებს რევოლუციამდელ რუსეთში) იკავებდნენ კრიმინალურ იერარქიაში უმაღლეს ადგილს. სიდოროვმა და კაზაკოვმა პირველი დიდი ძარცვა რიგაში განახორციელეს. დაზარალებულს 200 მანეთი წაართვეს. სიდოროვი ამის შემდეგ ინკასატორების გაძარცვას გეგმავდა, მაგრამ შიშობდა, რომ მალე დაიჭერდნენ. 1971 წლის აგვისტოში ბანდიტები გაემგზავრნენ კიევში, სადაც 31 აგვისტოს მოკლეს მილიცელი ჟაროვი და მოპარეს მაკაროვის პისტოლეტი. ფოტოზე:პისტოლეტი, რომელიც ივან ჟაროვს წაართვეს 13 სექტემბერს, ბანდიტებმა მოიპარეს გაზ 21 მანქანა, გაზ-ის ავტოქარხნიდან ნაყიდი 90 გასაღების გამოყენებით, სიდოროვმა დაამზადა მანქანის ყალბი ნომერი. 27 ოქტომბერს ყაზანის სახელმწიფო ბანკის ინკასატორებმა გიორგი გრიგორიანმა და მანსურ ნიგმატულინმა აიყვანეს გაზ-21 ტაქსი, რადგან სახელმწიფო ბანკის მძღოლი იმ დღეს სამსახურში არ გამოცხადდა. კაფე „შემოდგომის“ მახლობლად მათ თავს დაესხნენ სიდოროვი და კაზაკოვი. გრიგორიანი კაფეში შევიდა ფულის გამოსატანად, ნიგმატულინი კი მანქანაში დარჩა. უეცრად კაფესთან ორი ადამიანი გამოჩნდა: სიდოროვს ჯოხი ეჭირა, რომლითაც კაფეს უკანა გასასვლელი ჩაკეტა. კაზაკოვმა ამოიღო პისტოლეტი და ნიგმატულინს ესროლა, იგი საბოლოოდ გადარჩა, თუმცა დაიღუპა ტაქსის მძღოლი . ფოტოზე: მანსურ ნიგმატულინი (მარცხნივ) და გიორგი გრიგორიანი ბანდიტები ყაზანში, ერთ-ერთ სახლში დაიმალნენ, რომელიც 29 ოქტომბერს დატოვეს და ოდესაში გაემგზავრნენ. მათ თავი გამოიჩინეს რესტორნებში, გადაიხადეს რეკორდული ფული იმ დროისთვის: 100-200 მანეთი და ასევე შეუკვეთეს პერსონალური მუსიკა. შემდეგ კი ტაქსი დაიკავეს და შავი ზღვის სანაპიროზე სეირნობა გადაწყვიტეს -გაგრიდან გელენჯიკამდე. მთლიანად ბანდიტები ეწვივნენ საბჭოთა კავშირის 19 დიდ ქალაქს. 1972 წელს გაჩნდა ერთი პრობლემა-ჩაწერის საკითხი. ამ მიზნით, სიდოროვი და კაზაკოვი წავიდნენ ყაზახეთის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც 100 მანეთი ქრთამის სანაცვლოდ, მათ გააკეთეს ახალი პასპორტები. 1973 წლის 11 მარტი კაზაკოვი და სიდოროვი სრულიად შემთხვევით დააკავეს. ერთ-ერთი მატარებლითა მგზავრობის დროს ვაგონში შემოწმებაზე ოპერატიულები მუშაკები შევიდნენ.შეშინებული სიდოროვი და კაზაკოვი, მატარებლიდან გადახტნენ. სიდორევმა მოახერხა მიმალვა, მაგრამ კაზაკოვის ნახტომი წარუმატებელი აღმოჩნდა და იგი ადგილზევე დააკავეს. ფოტოზე:ვადიმ სიდოროვი დაკავების შემდეგ ნანობდა, რომ არ მოკლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ სიდოროვიც დააკავეს. კაზაკოვმა დანაშაული აღიარა, სიდოროვმა კი დანაშაული უარყო. 1973 წლის 18 დეკემბერს იური კაზაკოვს და ვადიმ სიდოროვს მიუსაჯეს დახვრეტა. 1974 წლის 5 ოქტომბერს სასჯელი აღსრულდა. ფოტოზე:იური კაზაკოვი საგამომძიებლო ექსპერიმენტის დროს სერიები"კრიმინალური არქივიდან" იხილეთ ამ ბმულზე884 1-ს მოსწონს
|