x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
როგორ ცხოვრობენ ავსტრალიელი აბორიგენები დღეს?

image
წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ავსტრალიის მკვიდრი ძირძველი ხალხის შესახებ რომლებიც შესაძლოა არ იცოდით:


1. ავსტრალიელი აბორიგენების სიცოცხლის ხანგრძლივობა მოკლეა

აბორიგენები და ტორესის სრუტის მკვიდრნი უფრო ახალგაზრდა ასაკში იღუპებიან, ვიდრე სხვა მაცხოვრებლები. ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროს (ABS) შეფასებით, ძირძველ აბორიგენ მამაკაცებს შეუძლიათ 69 წლამდე იცხოვრონ, ხოლო არაძირძველი მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელია. ხოლო ძირძველი აბორიგენი ქალები 73 წლამდე ცოცხლობენ, როცა სხვა დანარჩენების სიცოცხლის ხანგრძლივობა 83 წელია.
image


2. ავსტრალიაში რასიზმი ფართოდაა გავრცელებული

აბორიგენებისა და ტორესის სრუტის კუნძულების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ეროვნულმა კვლევამ დაადგინა, რომ 15 წელზე უფროსი ასაკის აბორიგენების მეოთხედზე მეტი განიცდიდა დისკრიმინაციას რასის მიხედვით, ხოლო 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები იჩაგრებიან სკოლაში.image


3. ციხეები სავსეა აბორიგენი ავსტრალიელებით

ძირძველი მოსახლეობა მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, მაგრამ ისინი ავსტრალიის პატიმრების მოსახლეობის თითქმის 30%-ს შეადგენენ.image


4. თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აბორიგენ ავსტრალიელებს აქვთ.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ აბორიგენებს შორის ექვსჯერ მეტია თვითმკვლელობის შემთხვევები, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში. image


5. განათლების შოკისმომგვრელი დონე.

განათლების მაჩვენებელი აბორიგენ ბავშვებს შორის ყველაზე დაბალია ქვეყანაში. შორეულ თემებში აბორიგენი ბავშვების 60%-ს განათლების საშუალო დონეზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. რაც შეეხება ზრდასრულ აბორიგენებს, 30%-ს არ აქვს საკმარისი წერა-კითხვის უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ სწორად კითხვა ან წერა.image

0
212
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0