x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დეიდა ნატო" ფილმ "სხვისი შვილებიდან" - არაპროფესონალი მსახიობის შესრულებული საკულტო როლი
image

დღეს 30 აგვისტოს 86 წელი შეუსრულდა 1960-იანი წლების ქართული კინოს უმშვენიერეს წარმომადგენელს ციცინო ციციშვილის, პროფესიით ქიმიკოსს და არაპროფესიონალ მსახიობს, რომელმაც სულ სამ ფილმში ითამაშა, მათგან კი ყველაზე დიდი წარმატება წილად ხვდა ფილმში "სხვისი შვილები", სადაც დეიდა ნატოს როლი შეასრულა. ქვემოთ გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.


***მსახიობობაზე არასოდეს უოცნებია, თუმცა, როგორც ჩანს, ბედი კინოში მოსახვედრად ამზადებდა. 9 წლის ასაკში ფილმისთვის სინჯები გადაუღეს. რეჟისორი დიმიტრი ალექსიძე გახლდათ, რომელიც ქალბატონი ციცინოს ბიძა იყო – დეიდის ქმარი. გადაღება ცუდ პერიოდს დაემთხვა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები იყო, ამიტომ ფილმი არ შედგა.


მიუხედავად ამისა, ციცინო ციციშვილი ამაყობს, რომ სინჯები დიდ მსახიობთან, ეროსი მანჯგალაძესთან ერთად აქვს გადაღებული. იმ ლამაზი ეპიზოდიდან მხოლოდ ფოტოები შემორჩა. 13 წლის ასაკში ისევ მიიწვიეს ერთ-ერთ ფილმში ეპიზოდურ როლზე, მაგრამ ეს ფილმიც ვერ დაასრულეს.


image



***თენგიზ აბულაძის ფილმში მოხვედრას ბედნიერ შემთხვევას მიაწერს. იმ დღეს, როცა დიდ რეჟისორს შეხვდა, რუსთაველის თეატრში ახალგაზრდა მომღერლების კონცერტზე იყო, რომელშიცმისი უახლოესი მეგობარი ნანი ბრეგვაძეც მონაწილეობდა. რეჟისორმა იცოდა, რომ დარბაზში ბევრი ახალგაზრდა იქნებოდა და “სხვისი შვილებისთვის” დეიდა ნატოს როლის შემსრულებელს მათ შორის ეძებდა.


დარბაზში ციცინო ციციშვილი შენიშნა. ანტრაქტის დროს ერთმანეთს შეხვდნენ და მეორე დღისთვის კინოსტუდიაში მისვლა და კინოსინჯების გადაღება შესთავაზა. გოგონაც სიამოვნებით დასთანხმდა.


imageციცინო ციციშვილი, ნანი ჩიქვინიძე და თენგიზ აბულაძე „სხვისი შვილების" გადაღების დროს.


***ფილმის სცენარს საფუძვლად დაედო რეალური ამბავი, რომელიც 1954 წლის გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ დაიბეჭდა სადაც ავტორი- ნინა ალექსანდროვა- რუსეთის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში მომხდარ ამბავს აღწერდა-როგორი დედობრივი მზრუნველობით ზრდიდა მეუღლისაგან მიტოვებული ქალი გერებს.


ფილმმა უცებ მოიპოვა არნახული პოპულარობა.


ფილმი კანის საერთაშორისო ფესტივალზეც იყო წარდგენილი. ამის შესახებ ერთ-ერთი ფრანგული გაზეთი იტყობინებოდა. ციცინო ციციშვილის ფოტოც იყო დაბეჭდილი. მაშინ ფესტივალზე ქართული ფილმები მოსკოვის თანხმობის გარეშე ვერ ხვდებოდა.


imageკადრი ფილმიდან "სხვისი შვილები"



რა თქმა უნდა, რუსეთში ქართული ფილმი დაიწუნეს და მის ნაცვლად კანის ფესტივალზე ერთ-ერთი რუსული ფილმი წარადგინეს. ასე რომ, საბჭოთა რეჟიმი რომ არა, ადვილი შესაძლებელი იყო, ციცინო ციციშვილი, როგორც შესანიშნავი მსახიობი, მთელ მსოფლიოს გაეცნო.

imageკადრი ფილმიდან "სხვისი შვილები"-ციცინო ციციშვილი და ოთარ კობერიძე


***ბელა მირიანაშვილი და ციცინო ციციშვილი - როდესაც ამ ორი ულამაზესი ქალბატონის ფოტოს უყურებ, განსხვავება თითქოს შეუძლებელია. მეოცე საუკუნის ორი ულამაზესი ქალის, ბელა მირიანაშვილისა და ციცინო ციციშვილის მსგავსებაზე წლების განმავლობაში მთელი თბილისი ლაპარაკობდა.ზოგიერთს დღემდე ერევა და ჰგონია, რომ "სხვის შვილებში" ბელა მირიანაშვილი თამაშობს.


image

***წარმატებულ დებიუტს მოჰყვა ერთ-ერთი მთავარი როლი (დაფინო) კინონოველაში "თავადის ქალი მაია" ("ერთი ცის ქვეშ", ლ. ღოღობერიძე, 1961. შეასრულა პატარა როლი (სულხანის მეუღლე) ფილმში "ცხელი ზაფხულის სამი დღე"(მ. კოკოჩაშვილი, 1981). არაპროფესიონალი კინომსახიობი.

image


***ლანა ღოღობერიძემ ფილმში “ღია ცის ქვეშ” მიიწვია, სადაც თავადის ქალის, მაიას, მოახლის როლი უნდა ეთამაშა. გადაღებები ანაკლიაში, ზამთარში მიმდინარეობდა.


– იმ ეპიზოდს, როცა თავადის ქალი მაია ზღვაში თავს იხრჩობს, დეკემბერში ვიღებდით, თანაც იმ ადგილას, სადაც ენგური შავ ზღვას უერთდება და წყალი განსაკუთრებით ცივია. ფილმის ოპერატორი, ლევან პაატაშვილი, ყველა დეტალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამიტომ 3 დუბლის ნაცვლად 15-20-ს იღებდა.


ამ ეპიზოდისთვის 3 კაბა შემიკერეს, რომ წყალში მშრალი ჩავსულიყავი. ამდენი დუბლის შემდეგ სველი კაბით შევდიოდი წყალში. სიცივისგან ისეთი სპაზმი დამემართა, რომ ცუდად გავხდი და ძლივს მომასულიერეს. გადაღებაზე თან ნინიკოც მახლდა.


მიუხედავად იმისა, რომ მეორეხარისხოვანი როლი იყო, ეს ფილმი ძალიან მიყვარს. ამის შემდეგ ისეთი მნიშვნელოვანი შემოთავაზებებიც არ მქონია, რომ დავთანხმებულიყავი. ცხოვრებაში განსაკუთრებით გულდასაწყვეტი არაფერი შემხვედრია. არ მაქვს განცდა, რომ რაიმე დამაკლდა, – ამბობს ქალბატონი ციცინო.


imageკადრი ფილმიდან "ერთი ცის ქვეშ"


***მისი მეუღლე, მხატვარი ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე შარშან 21 ივნისს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.


image


***ფილმზე რომ მიიწვიეს, ციცინო ციციშვილი უკვე შეყვარებული იყო. როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მომავალი მეუღლე პორტრეტიდან შეუყვარდა, თანაც ისე, რომ ცხოვრებაში არ ჰყავდა ნანახი.


– იმ პერიოდში 60-იანელ მხატვართა ჯგუფი გამოვიდა ასპარეზზე. სამხატვარო გალერეაში რამდენიმე მხატვარმა ნამუშევრები გამოფინა. მე და ჩემი მეგობრები გამოფენის სანახავად წავედით.


იქ ედმუნდ კალანდაძის მიერ შესრულებული ზურაბ ნიჟარაძის პორტრეტი ვნახე. ნახატი ისე მომეწონა, რომ თვალი ვეღარ მოვწყვიტე. ზურაბი მხატვრის ფუნჯითა და პალიტრით იყო დახატული. იმდენად მომწონდა, მივდიოდი, პორტრეტის წინ ვჯდებოდი და ვუყურებდი. ერთი სიტყვით, ვიდრე ზურაბს გავიცნობდი, ედმუნდის ნამუშევრით შემიყვარდა, – იხსენებს ქალბატონი ციცინო.


პორტრეტზე შეყვარებული გოგონა ბედმა ზურაბ ნიჟარაძესთან შეახვედრა.

imageოთარ კობერიძე, ციცინო ციციშვილი, თენგიზ აბულაძე და ასმათ ქანდაურაშვილი "სხვისი შვილების" გადაღების დრო




ჩვენი გაცნობა შემთხვევით, ფილმის გადაღებამდე მოხდა. ღმერთმა ინება და ერთმანეთს მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით. ჩვენი რომანიც იმ დღიდან დაიწყო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო. ჩემი და ზურაბის შეხვედრაში ბედის ხელი ნამდვილად ურევია.




***ზურაბ ნიჟარაძის მუზა ყოველთვის მისი მეუღლე გახლდათ. ცოლის რამდენიმე პორტრეტი აქვს შესრულებელი. ქალბატონმა ციცინო ამბობს, რომ ქმრის სხვა ნახატებშიც საკუთარ თავს ხშირად პოულობს. ზურაბ ბიჟარაძემ მეუღლის პირველი პორტრეტი გაცნობიდან ძალიან მალე დახატა, მეორე მაშინ, როცა დაქორწინდნენ. ის პორტრეტი ქუთაისის მუზეუმშია.

image


0
869
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
869
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0