x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
29 აგვისტოს დაიბადა და 29 აგვისტოს მოკვდა - 10 საინტერსო ფაქტი ინგრიდ ბერგმანის შესახებ
image

40 წლის წინ, 1982 წლის 29 აგვისტოს 67 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა შვედი მსახიობი ინგრიდ ბერგმანი, ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტის რეიტინგის -" 100 საუკეთესო კინოვარსკვლავი 100 წლის განმავლობაში" მიხედვით მას მე-4 ადგილი უკავია. ინგრიდ ბერგმანი იყო სამგზის "ოსკარის" და "დავით დი დონატელოს", ოთხგზის "ოქროს გლობუსის" და ორგზის "ემის" მფლობელი.დღეს გთავაზობთ 10 საინტერსო ფაქტს ლეგენდარული შვედი მსახიობის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.


1)ინგრიდის დედა, ფრიდელი, გარდაიცვალა, როდესაც გოგონა სამი წლის იყო, როდესაც გოგონა 13 წლის იყი მამა იუსტუსი კუჭის კიბოთი გარდაიცვალა, ხოლო ექვსი თვის შემდეგ დეიდა ელენემ, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ მასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა, მის მკლავებში დალია სული.



2) ინგრიდი დიდხანს ყოყმანობდა, დათანხმებოდა თუ თუ არა როლს „კასაბლანკაში“, რადგან ის საკმარისად სიღრმისეული არ ჩანდა.ამასთანავე სცენარი გადაღების დასაწყისში მხოლოდ ნახევარი იყო დაწერილი. როგორც მოგვიანებით მსახიობმა აღიარა, გადამღები ჯგუფიდან არცერთს არ ჰქონდა იმის წარმოდგენა, რომ ისინი იღებდნენ საკულტო კინოკლასიკას.


image

3) ინგრიდ ბერგმანი და რეჟისორი ინგმარ ბერგმანი, რომლის ფილმშიდაც „შემოდგომის სონატა“ ითამაშა მსახიობმა, არა ნათესავები, არამედ უბრალოდ მოგვარეები იყვნენ.


4)რობერტო როსელინიმ ქორწინების პერიოდში აუკრძალა ინგრიდს სხვა რეჟისორებთან თამაში, ამიტომ მას უარის თქმა მოუწია ისეთ ოსტატებზე, როგორებიც არიან ფელინი და ვისკონტი.მთლიანად ინგრიდი სამჯერ იყო გათხოვილი.


5)ერთხელ ერნესტ ჰემინგუეიმ თქვა, რომ მისი რომანის მთავარი გმირის, "ვისთვისაც რეკავს ზარი"(1940), აღწერისას მას წარმოდგენილი ჰყავდა ინგრიდ ბერგმანი. სამი წლის შემდეგ, სწორედ მან ითამაშა ნაწარმოების ეკრანიზაციაში.

image

6)მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ძირითადად ამერიკულ ფილმებში თამაშობდა, ბერგმანი თავისუფლად ფლობდა ხუთ ენას: იტალიურს, გერმანულს, ფრანგულს, ინგლისურს და თავისთავად შვედურს.


7) იგრიდ ბერგმანის საპატივცემლოდ, ვარდის ერთ-ერთ ჯიშს მისი სახელი დაარქვეს.

image

8)თავის კარიერის განმავლობაში ბერგმანი შვიდჯერ იყო ნომინირებული "ოსკარზე" და სამჯერ მოიგო, კურიოზია ის ფაქტი, რომ მის ყველაზე ცნობილი ილზა ლენდის როლისთვის "კასაბლანკაში" ბერგმანს არც "ოსკარი" ერგო და არც " ოქროს გლობუსი."

image

9)ინგრიდ ბერგმანი გარდაიცვალა ლონდონში 1982 წლის 29 აგვისტოს 67 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღეს.მსახიობი ბოლო 9 წლის განმავლობაში მკერდის კიბოს ებრძოდა. მის ცხედარს კრემაცია გაუკეთეს, ხოლო ნეშტის ფერფლი მთელ შვედეთში მიმოფანტეს (მცირე ნაწილი ინახება სტოკჰოლმში, Norra Begränningsplatsen-ის სასაფლაოზე).

image

10) მისმა შვილმა ესტაფეტა გააგრძელა, იზაბელა როსელინი ცნობილი მსახიობი და მოდელი გახდა, შვილიშვილებიც მოდის ბიზნესში არიან ჩართულები.


image

ასევე იხილეთ


1948 წლის 22 აგვისტოს დაიბადა დაიბადა მსახიობი ელეონორა ბრაუნი, რომლის დებიუტიც შედგა ფილმში "ჩოჩარა ", სადაც სოფი ლორენის გმირის შვილის, როზეტას როლი განასახიერა, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოუტანა, თუმცა გოგონამ სრულიად მოულოდნელად 19 წლის ასაკში გადაწყვიტა შეეწყვიტა კინოკარიერა. ელეონორა ბრაუნი დ...



პოლ ნიუმენმა არაერთხელ თქვა, რომ არასოდეს უღლატებდა ცოლს, რადგან "რატომ უნდა წახვიდე ჰამბურგერზე, როცა სტეიკი გაქვს სახლში?", მაგრამ ახალი დოკუმენტური ფილმი, რომელიც დაფუძნებულია მისი ოჯახის ჩვენებებზე, ავლენს სულ სხვა რეალობას. პოლ ნიუმენი ძალიან თვრებოდა ხოლმე, ერთხელაც ის მისმა სულ...


ამათ ერთად რა უნდათ?-შეიძლება ასეთი კითხვა დაგებადოთ, როდესაც ქვემოთ მოცემული ფოტოებს გაეცნობით, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში არ გეგონოთ, რომ ეს შემთხვევით გადაღებული ფოტოები არის, ირკვევა რომ ეს პიროვნებები მეგობრობდნენ კიდეც ერთმანეთთან. სილვესტერ სტალიონე და პელე ერნესტ ჰემინგუეი და ფიდელ კასტ...


როდესაც გასული საუკუნის შუა ხანების სექს-სიმბოლოებზე არის საუბარი, პირველ რიგში გვახსენდება ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ მერლინ მონრო, სოფი ლორენი, ბრიჟიტ ბარდო, ელიზაბეტ ტეილორი, ოდრი ჰეპბერნი და კიდევ რამდენიმე, თუმცა იყვნენ სხვებიც, არანაკლებ პოპულარულები თავიანთ სამშობლოში, თუმცა ფართო...


"ისევ რომ შემეძლოს ჩემი ცხოვრების ხელახლა გავლა, იგივე შეცდომებს დავუშებდი, თუმცა, ცოტა უფრო ადრე, რათა უფრო დიდხანს გამეცნობიერებინა მათი შედეგები."(მარლენ დიტრიხი) დღეს, 6 მაისს 30 წელი შესრულდა გერმანელი მსახიობის და მომღერლის, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის სექს-სიმბოლოს, მარლენ დიტრიხის გა...

0
173
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0