x
image
თამილა გურაშვილი
კვლევა ამტკიცებს, რომ შუა საუკუნეების რუკა დაკარგული "ატლანტიდის" მდებარეობას ავლენს

image
საუკუნეების მანძილზე არსებობდა ჭორები კანტრე 'რ გვაელოდის უძველესი სამეფოს შესახებ, რომელიც ოდესღაც არსებობდა უელსის კარდიგანის ყურეში, სანამ ზღვის ტალღებმა არ შთანთქა. სწორედ მან წარმოშვა ლეგენდები ლეგენდარული „უელსური ატლანტიდის“ შესახებ.


ლეგენდის თანახმად, უელსში კანტრე 'რ გვაელოდის გაუჩინარებული სამეფო წყალში ჩაიძირ. ახლა, როგორც ჩანს, მეცნიერებმა დაადგინეს ზუსტად სად მდებარეობს ეს გაუჩინარებული სამეფო.
კანტრე 'რ გვაელოდის ზღაპრები წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ასე რომ, ზოგიერთ ლეგენდაში მოთხრობილია გოგონაზე, რომელსაც დაავიწყდა ჭის სახურავის დახურვა, მისგან წყალმა დაიწყო დინება და დატბორა მიმდებარე მიწები.
გვიანდელ ზღაპრებში ბრალს სდებენ რომელიმე მთვრალ კარის მცველს, რომელიც თითქოსდა ჯებირებს არ ადევნებდა თვალყურს. ლეგენდის თანახმად, ჩაძირული სამეფოს ეკლესიის ზარების ხმა ჯერ კიდევ ისმის წყნარ საღამოებზე.
image


ორმა მეცნიერმა, შუა საუკუნეების რუქის, ფოლკლორული ტექსტების, საველე კვლევებისა და გეოლოგიური გამოკვლევების ანალიზის საფუძველზე, წარმოადგინა ახალი მტკიცებულება იმისა, რომ კარდიგანის ყურეში ოდესღაც მართლაც არსებობდა ორი კუნძული. ფიზიკური გეოგრაფიის ემერიტუსის პროფესორ საიმონ ჰასლეტის ხელმძღვანელობით უელსის სუონსის უნივერსიტეტიდან გამოქვეყნდა ნაშრომი ჟურნალში Atlantic Geoscience-ში.




ნაშრომში ნათქვამია: „გაუჩინარებული“ კუნძულების არსებობა საკმაოდ სავარაუდოდ შეიძლება ჩაითვალოს, ეს გვაძლევს დამაჯერებელ წარმოდგენას პოსტყინულოვანი ევოლუციის შესახებ კარდიგანის ყურის სანაპიროზე“.



„ეს სამეცნიერო ნაშრომი, გეოლოგიური და ღრმა ზღვის კვლევების მონაცემებთან ერთად, აანალიზებდა ისტორიულ წყაროებს. მან შემოგვთავაზა მოდელი, რომელიც აღწერს სანაპიროს პოსტ-მყინვარულ ევოლუციას და ხსნის კუნძულების გაქრობის მიზეზებს. ეს საფუძველს უყრის მომავალ კვლევებს." - წერს საიმონი და მისი თანაავტორი დევიდ უილისი კვლევაში.





კარდიგანის ყურესა და კანტრე 'რ გვაელოდის გაუჩინარებულ დაბლობებს შორის არის კავშირი, რასაც ადასტურებს ლიტერატურული მტკიცებულებები და ხალხური ზღაპრები.



აქ მოყვანილი კვლევა არის პირველი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც სრულყოფილად სწავლობს გოფის რუკაზე გამოსახულ ორ იდუმალ კუნძულს, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, თარიღდება მე-13 ან მე-14 საუკუნეებით, რაც მას აქცევს ბრიტანეთის კუნძულების უძველეს გადარჩენილ რუკად [გოფის რუკა ოქსფორდიდან. ითვლება, რომ უნივერსიტეტის ბოდლეანის ბიბლიოთეკაში არის ბრიტანეთის კუნძულების ყველაზე ადრინდელი შემორჩენილი სრული რუკა.].

image
როგორც ჩანს, რომაელმა კარტოგრაფმა პტოლემემ, რომელიც დაახლოებით ორი ათასი წლის წინ ცხოვრობდა, უელსის სანაპირო ზოლის ეს მონაკვეთი დაახლოებით რვა მილს შორს მოათავსა ზღვამდე, ვიდრე დღეს არის. ეს მიგვიყვანს აზრამდე, რომ სანაპიროების ინტენსიური ეროზია შეიძლება მომხდარიყო მომდევნო საუკუნეებში.

მათი ვარაუდიდან გამომდინარე, ჰასლეტმა და უილისმა გააანალიზეს ცვლილებები, რომლებიც მოხდა ამ რეგიონში გამყინვარების გავლენის ქვეშ ბოლო გამყინვარების ხანაში. როდესაც ყინულის სტრუქტურებმა უკან დაიხიეს ბოლო ათი ათასი წლის განმავლობაში, მათ დატოვეს არაკონსოლიდირებული ქანების დაბალი ლანდშაფტი. ასევე, მდინარეების და სხვა გეოლოგიური ფაქტორების მიერ გადატანილი მასალის საბადოები.

საინტერესოა, რომ გოფის რუკაზე იდუმალი კუნძულების ლოკალიზაცია ემთხვევა ეგრეთ წოდებულ წყალქვეშა გროვას, რომლებიც ზემოთ აღწერილი პროცესების გავლენით წარმოქმნილი ლოდების და ხრეშის გროვაა. აქ ჩვენ ვპოულობთ მინიშნებას ამ კუნძულების წარმოშობის შესაძლო მიზეზზე. როგორც მათ სიკვდილზე ზღვის წყლებში ზღვის დონის აწევის შედეგად, ან, რაც ასევე შესაძლებელია რაიმე სახის კატასტროფული წყალდიდობის, ცუნამის და ქარიშხალის შედეგადად ჩაძირვისა.
image

„როგორც წყალქვეშა კვლევებმა აჩვენა, გოფის რუკაზე გამოსახული ორი კუნძულის ლოკალიზაცია დაახლოებით ემთხვევა სარნ-სინფელინის მდებარეობას, რომელიც მდებარეობს მდინარეების ისტვიტისა და დაიფის შესართავებს შორის.
„როგორც ჩანს, ამ ორი კუნძულის ეროზია დასრულდა მე-16 საუკუნის შუა ხანებში, რადგან გვიანდელ რუკებზე, როგორიცაა თომას ბატლერის ინგლისის რუკა, დათარიღებული 1547-1554 წლებით, ეს კუნძულები აღარ ჩანს.“- ამბობენ მეცნიერები.
სტატიის საკმაოდ მომხიბვლელ ნაწილში, სათაურით „გეომითოლოგია“, მეცნიერებმა განათავსეს მთელი რიგი ისტორია და ტრადიცია, რომლებიც სრულად ადასტურებენ უელსის სანაპირო ზოლში მომხდარ ცვლილებებს. მართალია, მეცნიერები ამატებენ, რომ „სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იქ, სადაც ისტორიას, ლიტერატურასა და ტრადიციას შორის საზღვრები ბუნდოვანია“.
image

„კანტრე'რ გვალოდის ამბავი შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ დაბლობი ან მისი ცალკეული ნაწილი დასახლებული იყო ჩვენი ეპოქის V-VI საუკუნეებამდე. არაერთი ავტორი თვლის, რომ ლეგენდა წარმოადგენს პოპულარულ მეხსიერებაში შემონახულ გეოლოგიურ მოვლენას: რეგიონის თანდათანობით ჩაძირვა, რომელიც მოხდა ზღვის დონის აწევის შედეგად უკანასკნელი გამყინვარების შემდეგ ათასწლეულების განმავლობაში." - აცხადებენ მეცნიერები

ზოგადად, გამოტანილი დასკვნებიდან გამომდინარე, მივიღებთ საინტერესო ახსნას გოფის რუკაზე გამოსახული იმ უცნაური კუნძულების შესახებ, რაც შეიძლება იყოს მოწმე ძველი უელსური ატლანტიდის არსებობის, თუ შეიძლება ასე ვთქვა; შესაძლოა, ეს კუნძულები იყოს გასაღები სხვა წყალქვეშა ხმელეთის მასების ძიების გასაგრძელებლად.

„ზღაპრული დაბლობების ლანდშაფტების შესახებ გეომითოლოგიური ლეგენდებზე დიდი ინტერესია არა მხოლოდ კარდიგანის ყურეში, არამედ კორნუოლისა და ბრეტანის მიმდებარე ტერიტორიებზე. - აცხადებენ მეცნიერები.
0
142
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0