ისტორია "აქ იყო სტალინი" - აქამდე უცნობი ისტორია ბელადზე 2022, 27 აგვისტო, 15:01 დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ თითქოს მთელი ომის მიმდინარეობის პერიოდში ი.ვ. სტალინის სულ კრემლში იყო და არასოდეს გასულა ფრონტზე. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ სინამდვილეში სტალინი გადიოდა ფრონტზე, რომელიც მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. არა და ისტორიამ შემოინახა ერთი ადამიანი, რომელის სახლსაც უშუალოდ სტუმრობდა სტალინი ქალაქ რჟევის რაიონის სოფელ ხოროშევოში(ტვერის ოლქი)1943 წლის აგვისტოში.ეს გახლავთ ნატალია კონდრატიევა. მოხდა ისე, რომ რჟევთან ბრძოლების დროს ნატალია კონდრატიევნას სახლი სასწაულებრივად გადარჩა. ამიტომ ფრონტის ხელმძღვანელობა ხანდახან მიმართავდა თხოვნით დიასახლისს, რათა მის სახლში თათბირი გაემართათ . ბუნებრივია, ამ დროს ნატალია კონდრატიევნას სთხოვდნენ სადმე მეზობლებთან „დარჩენას“. და რადგან თათბირები ხანდახან დილამდე გრძელდებოდა, მას იშვიათად უწევდა ღამის გათევა სახლში. 1943 წლის აგვისტოს პირველ დღეებში ნატალია კონდრატიევნას სთხოვეს თავისი სახლი დაეთმო ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრისთვის. რაზეც მან კატეგორიული უარი თქვა და სახლი არ დატოვება. რაც იცოდა, რომ ნატალიამ, რომ რჟევში თავად სტალინი იყო ჩამოსული.ბოლო-ბოლო ნატალია მაინც დაითანხმეს, თან დაჰპირდნენ, რომ ამის შემდეგ აღარ შეაწუხებდნენ. ი.ვ. სტალინი დიდხანს არ დარჩენილა ნატალია კონდრატიევნას სახლში. კალინინის ფრონტის მეთაურთან, გენერალ-პოლკოვნიკ ანდრეი ერემენკოსთან შეხვედრის შემდეგ სტალინმა სთხოვა მადლობა გადაეხადათ სახლის დიასახლისისთვის და საჩუქარად 100 მანეთი გადაეცათ, როდესაც სტალინს მორიდებით აუხსნეს, რომ ახლა ომია და 100 მანეთი ძალზე გაუფასურებულია და ფაქტობრივად ვერაფერს იყიდიო, მაშინ ბელადის განკარგულებით ნატალიას გადასცეს პროდუქტებით და ღვინით სავსე კალათა. მას შემდეგ, რაც ნატალია კონდრატიევნა სახლში დაბრუნდა, უთხრეს, რომ სტალინმა ღამე გაათია მის სახლში. ქალმა მაგიდაზე იპოვა ბარათი, რომელშიც ეწერა: "სტალინი აქ იყო". ომის შემდეგ ნ.კ. კონდრატიევას შესთავაზეს არჩევანი: ბინა მოსკოვში, ბინა ლენინგრადში ან მსგავსი სახლი რჟევში. მან აირჩია სწორედ სახლი, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა და ახლა სახლ-მუზეუმია. 283 1-ს მოსწონს
|