x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ჟერარ პიკეს ახალმა შეყვარებულმა შაკირას ცინიკურად დასცინა(ვიდეო)
image

ამბობენ, რომ შაკირა გაბრაზდა მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა ქმარმა, ჟერარდ პიკემ დაარღვია პირობა და ახალ შეყვარებულთან, კლარა ჩია მარტთან ერთად საჯაროდ გამოჩნდა, არა და მათ დადეს შეთანხმება, რომ სხვა ურთიერთობების შესახებ ერთი წელი მაინც შეიკავებდნენ თავს და არ გაამჟღავნებდნენ.


ყველაზე უარესი ის არის, რომ თაყვანისმცემლები დარწმუნებულნი არიან, 23 წლის კლარა ცინიკურად დასცინა პიკეს ყოფილ მეუღლეს, 45 წლის კოლუმბიელ მომღერალ შაკირას.



შავი ბიკინში გამოწყობილი გოგონა ცეკვავს შაკირას ერთ-ერთ ჰიტზე- Te Felicito-ზე და აკეთებს შაკირას მსგავს მოძრაობებს .ვიდეოში, რომელიც წაშლამდე 56 ათასი გამომწერისთვის იყო გამოქვეყნებული, კლარა მიანიშნებს, რომ ვიდეოზე შაკირას მუსიკა შემდეგ არის დადებული.


image

დარწმუნებული იმაში, რომ პოსტი კლარას ნამუშევარი იყო, ფანებმა დაადანაშაულეს სტუდენტი, რომელიც ასევე მუშაობს "ბარსელონას" 35 წლის ფეხბურთელთან როგორც პიარის ოსტატი.ეს კომენტარებშიც ჩანს:


"აი, ხედავთ რა არის პროვოკაცია და უპატივცემულობა“.


"და გაბედე, იყო ისეთი მამაცი, რომ შაკირას სიმღერა დაადო."


„ოჰ, რა კარგია, ვიღაც ცდილობს ყურადღების მიქცევას, მესმის. ძალიან რთულია შაკირას ჩრდილში ცხოვრება, არა?"



ჟერარის სურათები, სადაც ვნებიანად კოცნის თავის ახალ საყვარელს, ესპანურმა მედია Socialite-მა გაავრცელა გასულ კვირას, რომელიც კატალონიაში Summerfest Cerdanya-ზე არის გადაღებული.

image

როგორც ცნობილია კოლუმბიელი მომღერალი შაკირა და ესპანელი ფეხბურთელი სამიოდე თვის წინ დაშორდნენ 12 წლიანი ურთიერთობის შემდეგ.


შეგახსენებთ, შაკირამ და პიკემ 2010 წელს გაიცნეს ერთმანეთი, 2011 წელს მათი რომანი დადასტურდა. ერთი წლის შემდეგ წყვილს პირველი ვაჟი შეეძინა, სამი წლის შემდეგ მეორე. ალბათ იცით, რომ შაკირა პიკეზე 10 წლითაა უფროსია.


image


0
692
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
692
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0